კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რჩევები ავტომოყვარულ მძღოლებს


კითხვა: მყავს ახალი ავტომანქანა 2.0 ძრავით. გავლილი აქვს 7 400 კილომეტრი და, ფაქტობრივად, წვავს ნორმაზე ბევრად მეტს. იქნებ, მითხრათ, რამე ხომ არ აქვს დაზიანებული. რას მირჩევთ, როგორ მოვიქცე, რომ ეს სიტუაცია გამოსწორდეს?

პასუხი: თქვენ შემთხვევაში, რადგან ავტომობილი ახალი და უცხოურია ქარხანა-დამამზადებლის მიერ მას აუცილებლად ექნება მინიჭებული შესაბამისი გარანტია. მაგრამ საეჭვოა, თქვენი პრობლემა გამოწვეული იყოს კვების სისტემისგან და ამიტომ ჩემი რჩევაა, ნუ შეეხებით იმ მარეგულირებელ მოწყობილობებს, რაც ქარხნის მიერ არის დამონტაჟებული. ავტომობილს მინიშნებული აქვს, თუ რა საწვავზე მუშაობს და უნდა უზრუნველყოთ იმ ხარისხის საწვავით. დაბალი ხარისხის საწვავით სარგებლობის შემთხვევაში, წვის კამერაში არ ხდება საწვავის სრული აფეთქება და ვერ გამოყოფს იმ დაწოლის ძალას, რომელმაც დგუში უნდა მოიყვანოს შესაბამის ბრუნვაში. ამიტომ, საწვავის მიმწოდებლის, ეგრეთ წოდებული, „დროსელის“ საშუალებით, უზრუნველვყოთ საწვავის მიწოდება, რათა მივაღწოთ სასურველ ბრუნვას და სიჩქარეს. წვის კამერაში კი, იგივე მეორდება და რაც მეტი ძალით გვინდა იბრუნოს ძრავამ, მით მეტ საწვავს მივაწვდით სისტემას. რაც ყველაზე ცუდია, დაბალი ხარისხის საწვავის გამო, ხდება მისი გარეთ გამობოლვა ნახევრად დაუწვავი აირის სახით. ანუ, ის საწვავი, რომელიც არ დაიწვა და მხოლოდ და მხოლოდ მიმწოდებლის ფუნქცია შეითავსა, გარეთ გამოვა, ხოლო კატალიზატორის მქონე ავტომობილებზე ეს, ხშირ შემთხვევაში, გამოიწვევს მის ძალიან ინტენსიურ გაბიდვნას და ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია, ძრავა საერთოდ აღარ ამუშავდეს. ამიტომ გირჩევთ, მაინცდამაინც ამ საკითხში ნუ მოგინდებათ ყველაზე დიდი ეკონომია. ჩაასხით ის საწვავი, რომელიც გათვალისწინებულია თქვენი ავტომობილის ძრავასთვის. ასეთ შემთხვევაში ეკონომია უფრო მეტ ხარჯს იწვევს.

კითხვა: მყავს ავტომობილი „ფოლკსვაგენ ჯეტა“. რამდენიმე დღის წინ ტრასაზე მივდიოდი საკმაოდ მაღალი სიჩქარით და მან თავისთავად შეანელა სვლა, თითქოს, მუხრუჭს დავაჭირე ფეხი. მეორე დღეს ეს არ გამეორებულა, მაგრამ ორ-სამ დღეში პრობლემამ სხვა მხრივ იჩინა თავი. მანქანას ძალიან უჭირს დაქოქვა, ან თუ დაიქოქა მალევე ქრება. რა შეიძლება იყოს ამ ყველაფრის მიზეზი?

პასუხი: გირჩევთ, უპირველესად ბენზინის წნევა შეამოწმოთ. სავარაუდოდ, მას რაღაც ზღუდავს. შესაძლოა, დასვრილი იყოს ბენზინის სისტემის რომელიმე განყოფილება, თვით ბენზინის პომპაც კი. „ფოლკსვაგენის“ ამ მოდელებს საწვავ სისტემაში ორი პომპა აქვთ. ერთი, რომელიც უშუალოდ საწვავის ავზშია განთავსებული და მეორე, რომელიც მის გარეთაა. თუკი საწვავის დონე ჩვენს ავზში ნახევარს გადასცილდა და პრობლემა მოიხსნა, ესე იგი საწვავის ავზში განთავსებული პომპის შეცვლა მოგვიწევს. ის უბრალოდ დამხმარე ფუნქციას ასრულებს და როდესაც ავზში საწვავის დონე დაბალია, საწვავის ავზის გარეთ მდგარ მაღალი წნევის პომპას საწვავს მიაწვდის.


скачать dle 11.3