კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არ უნდა გამოიცვალოს ანტიფრიზი ხელოსნის გარეშე


ანტიფრიზის საჭიროებას ჩვენი მძღოლები უკვე ყოველდღე გრძნობენ. ღამით უკვე ყინავს და რეალური საშიშროებაა იმისა, რომ ჩვენი ავტომობილი საერთოდ აღარ დაიქოქოს. როგორ შევარჩიოთ ანტიფრიზი, რა განსხვავებებია მათ შორის და რა სიხშირითაა საჭირო ანტიფრიზის შეცვლა, ამაზე პროფესიონალი მრბოლელი ზურა ბეჟაშვილი გვესაუბრება.

ზურა ბეჟაშვილი: იმისთვის, რომ ზამთრის მოახლოებასთან ერთად, ჩვენი ძრავა საერთოდ გადასაგდები არ გახდეს, აუცილებელია, გადავამოწმოთ, არის თუ არა ავტომობილში ანტიფრიზი. თუ არის, უნდა დავამატოთ, თუ არა – ახალი ანტიფრიზით შევავსოთ. იმისთვის, რომ ავტომობილში ანტიფრიზი ჩავასხათ, არსებობს ძალიან მარტივი ხელსაწყო, რომელიც იმავე ადგილებში იყიდება, სადაც – ანტიფრიზი. ანტიფრიზების ყიდვა შეიძლება, როგორც გაზავებულ, ისე კონცენტრატის მდგომარეობაში. კონცენტრატი ნიშნავს, რომ ის ძალიან დაბალ ტემპერატურას უძლებს, მინუს 60-70 გრადუსსაც კი. ვინაიდან ჩვენს ავტომობილში რვა ლიტრი წყალი ჩადის, გაზავებულ მდგომარეობაში, ანუ, ერთი-ერთზე, შეგვიძლია, ჩავასხათ ოთხი ლიტრი წყალი ოთხ ლიტრ ანტიფრიზზე. მაინც, ეცადეთ, უკვე სახელმოხვეჭილი ფირმის ანტიფრიზი იყიდოთ, რადგან ხშირია ფალსიფიცირება. თუ ანტიფრიზს დაბალი ფასი აქვს, ეს ნიშნავს, რომ მწარმოებელი დაბალ ტემპერატურაზე ძრავის გაუყინავ მდგომარეობაში დატოვებას ახერხებს სხვა მინარევების ხარჯზე. ხშირ შემთხვევაში ეს მინარევი მჟავაა, რომელიც ძალიან მარტივად ჭამს ძრავას შიგნიდან. ანუ, შესაძლოა, ძრავა არ გაიყინოს, მაგრამ ნელ-ნელა ისე გაფუჭდება, რომ გადასაგდები გახდება. ამიტომ, გირჩევთ, მაინც ისეთი ბრენდის ანტიფრიზი შეიძინოთ, რომელსაც, ასე თუ ისე, ვიცნობთ. მაგალითისთვის, კარგია „პეტროლ ოფისის“ ანტიფრიზი, რომელიც სამლიტრიან ქილებში ასხია და საკმაოდ ნორმალური ხარისხისაა. ერთი-ერთზე გაზავების შემთხვევაში, ის დაახლოებით, მინუს 25 გრადუს ყინვას გაუძლებს, რაც საკმარისზე მეტია.

– ჩვეულებრივ მძღოლს თუ შეუძლია ანტიფრიზი თვითონ შეცვალოს?

– თუ თქვენს ძრავაში უკვე ასხია ანტიფრიზი, მაშინ ძალიან ადვილია მისი დამატება და ეს დიდ მოხერხებულობასთან არ არის დაკავშირებული: მაგრამ, თუ პირველად ასხამთ, მაშინ ამას მეტი მანიპულაცია და, შესაბამისად, ცოდნაც უნდა. ერთი მილი უნდა ჩახსნა და ძრავა წყლისგან დაცალო – საქმე ასე მარტივად არ არის. მინიმუმ, აუცილებლად უნდა მოიხსნას რადიატორის ქვედა და არა ზედა მილი, რათა, რაც შეიძლება, მეტი წყალი დაიღვაროს. მაგრამ, შეიძლება სხვა სახის პრობლემამაც იჩინოს თავი: შევსების დროს, შესაძლოა, აღმოჩნდეს, რომ სადღაც ვაკუუმი შეიქმნა. ამიტომ, საშიშია, არ მოხდეს ძრავაში წყლის ნორმალური ბრუნვა და დარჩენილმა ჰაერმა არ გამოიწვიოს ძრავის დაწვა. ამიტომ, თუ მაინც თავად ვცვლით ანტიფრიზს, ეს უნდა გავაკეთოთ მაშინ, როდესაც ძრავა ცხელია და არა ცივი. ცხელ ძრავაში ცივი წყლის ჩასხმა არ ვარგა, მაგრამ ძრავის დაწვას, ისევ ჯობია, ძრავას ცოტათი „არ ესიამოვნოს“ რაიმე (იცინის). უკეთესი იქნება, თუ ანტიფრიზს გამოცვლით შემთბარ, და არა გავარვარებულ ძრავაზე, როდესაც სარქველები ღია იქნება. რაც მთავარია, ყველა ავტომობილს ინდივიდუალურად აქვს ის ადგილი, საიდანაც ჰაერი უნდა გამოვუშვათ. ის ხერხი, რაც მოგიყევით, ასპროცენტიან შედეგს არ მოგცემთ, ამიტომ, მაინც გირჩევთ, ხელოსანთან წახვიდეთ, 10 ლარი გაიმეტოთ და ანტიფრიზი ხელოსანს გამოაცვლევინოთ.

როგორც ვიცი, სხვადასხვა ფერის ანტიფრიზი არსებობს. რა განსხვავებაა მათ შორის?

– ფერების განსხვავება არ ნიშნავს ხარისხის სხვაობას, რადგან წითელი, ყვითელი თუ ლურჯი ანტიფრიზი, უბრალოდ, მწარმოებლების მიერ მიცემული ფერია, რაც მის ბრენდს უსვამს ხაზს და არა იმას, თუ რამდენ გრადუსზე „მუშაობს“ ის. ანტიფრიზებს, შორის არსებობს ერთი ძალიან მნიშვნელოვანი განსხვავება, რომელიც საერთოდ არ არის დამოკიდებული მის ფერზე: თუ ძრავას ალუმინის „გალოვკა“ აქვს, როგორიც, მაგალითად, „სუბარუს“, მაშინ მას სჭირდება სპეციალური ანტიფრიზი, რომელსაც აწერია, რომ ის ალუმინისთავიანი ძრავისთვისაა საჭირო. სხვა ანტიფრიზი სჭირდება თუჯისძრავიან ავტომობილებს. ამიტომ, როდესაც ანტიფრიზს ცვლით, კარგად უნდა იცნობდეთ თქვენს ავტომობილს, რათა ყინვისგან დაცვის მიზნით, საერთოდ არ გააფუჭოთ ძრავა.


скачать dle 11.3