კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„შეცდომების გასწორება“

ძალიან ხშირად, როცა, ვთქვათ, განსაკუთრებულ წვეულებაზე ან პირველ პაემანზე გვეჩქარება, დროის უქონლობის გამო, ნაუცბათევად გვიწევს თავის მოწესრიგება, რასაც ხარვეზები ახლავს თან. რადგან მცდელობა, რომ ყველაზე კარგად გამოვიყურებოდეთ და განსაკუთრებულად ლამაზი ვიყოთ, წყალში იყრება. ეს კი ნერვების აშლას, ცრემლებსა და ხასიათის გაფუჭებას იწვევს.

ძვირფასო ქალბატონებო! ნუ დაიწითლებთ ლამაზ თვალებს სასოწარკვეთილების ცრემლით. ყოველი ხარვეზი ძალიან ადვილი გამოსასწორებელია, მთავარია, ნერვები მოთოკოთ:

* თუ ქუთუთოებზე თვალის „ჩრდილის“ წასმა ზედმეტი მოგივიდათ: „გუბკიანი“ პატარა ფუნჯით გადაისვით ღია ფერის პუდრი და მთელ ქუთუთოზე თანაბრად გადაანაწილეთ.

* თუ სალონიდან გამოხვედით და სახლში მისვლამდე თქვენი ლამაზი ვარცხნილობა წვიმამ დაასველა: თმა ფრთხილად შეიმშრალეთ ქაღალდის ხელსახოცით და ფენით. თმა პატარ-პატარა „კონებად“ ასწიეთ თავს ზემოთ და თხელი, წვრილკბილებიანი სავარცხლით ძირებთან მსუბუქი „ნაჩოსი“ გაიკეთეთ. შემდეგ დააბრუნეთ თმა პირვანდელ მდგომარეობაში და ჯაგრისი სავარცხლით მიეცით სასურველი ფორმა.

* თუ უკვე მაკიაჟგაკეთებულ სახეზე დაგეყარათ თვალის „ჩრდილის“ ფერადი ნამცეცები: აიღეთ მსხვილი ფუნჯი და კანზე ოდნავი შეხებით „ჩამოიბერტყეთ“. არავითარ შემთხვევაში არ ეცადოთ მათ ხელით მოშორებას.

* თუ ზედმეტად აიწითლეთ ღაწვები რუჟით: მსხვილი ფუნჯი ჩააწეთ თქვენი კანის ფერის პუდრში და ვერტიკალური მიმართულებით რამდენჯერმე გადაისვით ღაწვებზე.


скачать dle 11.3