ბილენი ისევ გაიხდის
თუ ახალი წლის მოახლოებასთან ერთად პატარები სანტა კლაუსს ელიან (სვანი პატარები – სვანთა კლაუსს), იტალიაში მოღვაწე მოდელები ჯამპაოლო დადას ზარის მოლოდინში არიან. ეს უკანასკნელი, ყველაზე პოპულარული ეროტიკული კალენდრის მფლობელია და ეს კალენდარი წლის დასაწყისში გამოდის, რომელზეც 12 მოდელია აღბეჭდილი. ამ კალენდარზე მოხვედრა იმას ნიშნავს, რომ მომდევნო წლის განმავლობაში მოდელს სამუშაო და მსუყე ჰონორარი (არც სხვა რამ) არ მოაკლდება. ჰოდა, სინიორ ჯამპაოლომ იტალიელი ფეხბურთელების მუზასა და მათი სარეცლის ხშირ სტუმარს, ბილენ როდრიგესს დაურეკა.
უბედნიერესი ქალი ვარ. გადაწყვეტილი მქონდა, შიშველ ფოტოსესიებს აღარ მოვაწყობდი, რადგან არ მინდოდა, ჩემი სხეული ყველა ჟურნალში დაბეჭდილიყო, მაგრამ დადას უარს ვერანაირად ვერ ვეტყვი და ფოტოსესიაშიც სიხარულით მივიღებ მონაწილეობას, – განაცხადა ბილენმა.
დაინტერესებულ პირებს კი ვეტყვით, რომ ეს კალენდარი 20 ევრო ეღირება და ორმილიონიანი ტირაჟით გაიყიდება, ანუ, რა თანხაზეა საუბარი, მარტივად დაიანგარიშებთ.