კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მე მიყვარს...


ალბათ, სათაურის წაკითხვის შემდეგ უმრავლესობამ გაიფიქრა, რომ თბილისი უყვარს, მაგრამ ნურას უკაცრავად, საუბარი ეშლი კოულზეა. ლონდონის „ჩელსის“ მცველის მეორე ნახევარი, ცნობილი მომღერალი შერილ ტვიდი საზოგადოებაში ახალი მაისურით გამოჩნდა, რომელზეც გული იყო დახატული და დიდი ასოებით ეწერა: „მე მიყვარს“...

იმის გათვალისწინებით, რომ შერილსა და ეშლის შორის მუდმივად შავი კატა დარბის, ბევრს ეგონა, ტვიდმა ახალი სიყვარული იპოვაო. ეს ეჭვი მას შემდეგ უფრო გამძაფრდა, რაც ქალმა განაცხადა, ჩემი სიყვარულის ობიექტი ავტომობილში მელოდებაო. რადგანაც კოულის „პორშეს“ თვალი ვერავინ მოჰკრა, ყველას ეგონა, სკანდალურ მასალას გადააწყდნენ, მაგრამ შერილი მშვიდად მივიდა „ჯიპთან“, კარი გამოაღო და, როცა სალონში სინათლე აინთო, საჭესთან მოღიმარი ფეხბურთელი იჯდა.

– დიახ, მე ჩემი ქმარი მიყვარს და სხვა არავინ, – ისე დაბეჯითებით თქვა შერილმა, თითქოს, ექვსი თვის წინ ამერიკული ვოიაჟის შემდეგ ჩემზე დაეწეროთ: ღამის ბარებში ნახევრად შიშველი ცეკვავდა და სასტუმროშიც მარტო არ ბრუნდებოდაო.


скачать dle 11.3