თუ გსურთ, შეინარჩუნოთ მიღწეული შედეგი
თუ თქვენ აქტიურ ცხოვრებას ეწევით და არც ვარჯიში გეზარებათ, ცილების დიეტა (ცხადია, თუ ამის უფლებას ჯანმრთელობა გაძლევთ) დაგეხმარებათ, ორ კვირაში 3-დან 5 კილოგრამამდე დაიკლოთ.
გეცოტავებათ? სულ ტყუილად. დაიმახსოვრეთ: რაც უფრო ნელა იკლებთ, მით მეტი შანსი გაქვთ, მიღწეული შედეგი შეინარჩუნოთ.
გახდომის ერთ-ერთი მთავარი პირობაა, ზუსტად დაიცვათ კვების რეჟიმი: საათები, რაოდენობა და თანმიმდევრობა.
შემოთავაზებული სქემის მიხედვით, მე-8 დღეს მენიუ მეორდება პირუკუ თანმიმდევრობით. აუცილებელი პირობა: ორი კვირის შემდეგ მაქსიმალურად შეზღუდეთ ტკბილეული, ცომეული, მარილიანი, ცხიმიანი საკვები და მოერიდეთ საღამოს 6 საათის შემდეგ ჭამას.
ცილების დიეტა რეკომენდებული არ არის მათთვის, ვისაც აწუხებს თირკმელები, პანკრეატიტი, კოლიტი, დისბაქტერიოზი, პოდაგრა.
ისე კი, ყოველი შემთხვევისთვის, უმჯობესია, ეს დიეტა თქვენს პირად ექიმთან შეათანხმოთ.
ორკვირიანი ცილის დიეტა
პირველი და მეთოთხმეტე დღე
საუზმე – 9 საათი: 1 ფინჯანი ყავა ან 1 ჭიქა ჩაი.
სადილი – 13-დან 14 საათამდე: 2 ცალი მაგრად მოხარშული კვერცხი; 4-5 სადილის კოვზი მოთუთქული კომბოსტოს სალათა, შეზავებული ზეითუნის ზეთი; 1 ჩაის ჭიქა ტომატის წვენი.
ვახშამი – 18 საათი: 2 ნაჭერი მოხარშული ხორცი.
მეორე და მეცამეტე დღე
საუზმე – 9 საათი: 1 ფინჯანი ყავა ან 1 ჭიქა ჩაი, 1 ნაჭერი ორცხობილა.
სადილი – 13-დან 14 საათამდე: 1 ცალი საშუალო ზომის მოხარშული ან შემწვარი თევზი; 4-5 სადილის კოვზი უმი ბოსტნეულის სალათა (შეზავებული ზეთით).
ვახშამი – 18 საათი: 200 გრამი მოხარშული მჭლე საქონლის ხორცი, 1 ჩაის ჭიქა კეფირი.
მესამე და მეთორმეტე დღე
საუზმე: ყავა ან ჩაი, 1 ნაჭერი ორცხობილა.
სადილი: 1 ცალი (საშუალო ზომის) შემწვარი ყაბაყი, 2 ცალი ვაშლი.
ვახშამი: ნახევარ კილოგრამამდე ხილი.
მეოთხე და მეთერთმეტე დღე
საუზმე: ჩაი ან ყავა.
სადილი: 1 ცალი თოხლოდ მოხარშული კვერცხი, 1 პატარა ნაჭერი ყველი, 3 ცალი მოზრდილი სტაფილო.
ვახშამი: ნახევარ კილოგრამამდე ხილი.
მეხუთე და მეათე დღე
საუზმე: 1 ცალი გახეხილი მოზრდილი, უმი სტაფილო.
სადილი: ნახევარი მოხარშული ქათამი, უმი კომბოსტოს ან სტაფილოს სალათა, 1 ჩაის ჭიქა ტომატის წვენი.
ვახშამი: ნახევარი კილოგრამი ხილი.
მეექვსე და მეცხრე დღე
საუზმე: ჩაი ან ყავა.
სადილი: 2 ცალი მაგრად მოხარშული კვერცხი, 3-4 სადილის კოვზი მოწალული კომბოსტოს სალათა, 1 ჩაის ჭიქა ტომატის წვენი.
ვახშამი: 2 ცალი მაგრად მოხარშული კვერცხი, 1 ცალი გახეხილი, უმი სტაფილო.
მეშვიდე და მერვე დღე
საუზმე: ჩაი.
სადილი: 200 გრამი მოხარშული საქონლის ხორცი.
ვახშამი: რომელიც გნებავთ, ის დღე აირჩიეთ, მესამე დღის გარდა.
განტვირთვის დღეები:
2 კვირის განმავლობაში სულ ორჯერ მოგიწევთ განტვირთვის დღის მოწყობა. მოცემული სამი ვარიანტიდან, შეგიძლიათ, ამოირჩიოთ თქვენთვის სასურველი ორი ვარიანტი.
რძის პროდუქტების განტვირთვის დღე:
რძე ან მაწონი (კეფირი) – 200 მილილიტრი, დღეში 6-ჯერ.
ხაჭო – დღეში 5-ჯერ, თითო ჯერზე 70 გრამი; 2 ჩაის ჭიქა კეფირი (მაწონი) ან ჩაი; 1 ჭიქა ასკილის ნახარში.
ხორცი ან თევზი: 70-70 გრამი მოხარშული ხორცი ან თევზი დღეში ხუთჯერ; 100-100 გრამი ბოსტნეული – დღეში ხუთჯერ; 1 ჭიქა უშაქრო ჩაი, 1 ჭიქა ასკილის ნახარში.