კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არ შეიძლება არყის დალევა გრიპის დროს


თუ გრიპს სწორად უმკურნალებთ, ის მალევე გაგივლით. ბევრი ამ დროს ასპირინს სვამს. ამ პრეპარატს შეუძლია ტკივილების შემსუბუქება, ანუ ებრძვის დაავადების შედეგს და არა მიზეზს. ზოგადად, გრიპის დროს ასპირინის დალევა არ არის რეკომენდებული, რადგან ის აძლიერებს ჰემორაგიულ სინდრომს, ანუ ზრდის სისხლძარღვთა გამავლობას, რამაც, შესაძლოა, გაუთვალისწინებელი შედეგები გამოიწვიოს.

გრიპის დროს ანტიბიოტიკების მიღებაც არ იძლევა შედეგს, რადგან ისინი ვირუსზე არ მოქმედებს.

კარგია გრიპის დროს ცხელ წყალში ფეხების ჩაყოფა, მაგრამ ეს არ ვარგა, თუ მაღალი სიცხე გაქვთ, რადგან ამ დროს აჩქარებულია გულისცემა, ხოლო ცხელ წყალში ფეხების ჩაყოფა, გულს დამატებით დატვირთავს.

მეცნიერებმა კვლევის საფუძველზე დაამტკიცეს, რომ გრიპი ზოგჯერ სასარგებლოც კია. მათ აღმოაჩინეს კავშირი გადატანილ ინფექციურ დაავადებებსა და სიმსივნური წარმონაქმნების მიმართ ორგანიზმის განწყობას შორის. კვლევამ აჩვენა, ვისაც გამუდმებით ემართება გრიპი, მწვავე რესპირატორული დაავადება და ანგინა, გაცილებით ნაკლები რისკი აქვს, დაავადდეს კანის კიბოთი, ვიდრე მას, ვისაც ცივ პერიოდში ეპიდემიები არ ემართება.

ეს უკავშირდება იმუნიტეტის თავისებურებასაც, კერძოდ, ორგანიზმი თითქოს კომპენსაციას უკეთებს ჩვეულებრივი ინფექციებისგან თავის დაცვის უუნარობას და თავად იბრძვის.

ზოგი გრიპის დროს არაყს სვამს და ჰგონია, ამით თავს დაიცავს. ეს ასე არ არის. სპირტი არ არის ვირუსის საწინააღმდეგო საშუალება. პირიქით, ის ასუსტებს ორგანიზმს და აქვეითებს იმუნიტეტს. ამიტომ, მსმელები უფრო ხშირად ავადდებიან გრიპით და უფრო რთულადაც გადააქვთ ეს დაავადება, ვიდრე მათ, ვინც ზომიერად ან საერთოდ არ სვამს. გარდა ამისა, ბევრი მედიკამენტი ალკოჰოლთან შეუთავსებელია და მათი ერთდროული მიღება სასტიკად იკრძალება.


скачать dle 11.3