კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ოსტეოართროზი საკმაოდ ვერაგი დაავადებაა


ოსტეოართროზი სახსრების ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. მას სახსრების რევმატიზმს, ხანაც მარილების დაგროვებას უწოდებენ. თუმცა, ის არც ერთთან და არც მეორესთან კავშირში არ არის. ოსტეოართროზი შედის რევმატულ დაავადებათა დიდ ჯგუფში, რომელიც 150-ზე მეტ სინდრომსა და დაავადებას მოიცავს. ის სახსრების ქრონიკული, პროგრესირებადი დაავადებაა, რომელიც იოლად პროგრესირებს და ხრტილის დეგენერაციული ცვლილებით ხასიათდება.

ნორმალური ხრტილოვანი ქსოვილი მეტად მტკიცე, გლუვი და ელასტიკურია. ის სახსარში შეუფერხებელ და უმტკივნეულო მოძრაობასა და ამორტიზაციას უზრუნველყოფს. ასაკის მატებასთან ერთად და სხვა ბევრი ფაქტორის ხელშეწყობით, ხრტილი მისთვის დამახასიათებელ თვისებებს კარგავს, კერძოდ, ხდება უსწორმასწორო, უხეშდება და კვდება. ამის გამო სახსარში შემავალი ძვლოვანი ზედაპირები ერთმანეთს ეხახუნება, მკვრივდება, ბრტყელდება, სასახსრე ნაპრალი ვიწროვდება. ძვლის ქსოვილი კომპენსაციის მიზნით იწყებს ზრდას და ჩნდება ძვლოვანი წანაზარდები, რასაც შეცდომით მარილების დაგროვებას მიაწერენ ხოლმე.

სხვათა შორის, ქალებში ოსტეოართროზი ბევრად ხშირია და სწრაფად პროგრესირებს. ამის მიზეზია სქესთა შორის რთული ნეიროენდოკრინული განსხვავება. მამაკაცებში უფრო მძლავრია მყესოვანი და კუნთოვანი აპარატი, რომელიც, თავის თავზე იღებს დაზიანებული სახსრის დატვირთვის ნაწილს. დაახლოებით, 46 წლის ზევით ხრტილი, როგორც სხვა ორგანოები და სისტემები, უხეშად რომ ვთქვათ, ბერდება და ამ პროცესის შეჩერება ძნელია.

ჭარბი წონისგან თავის აცილება ოსტეოართროზის განვითარების რისკს საგრძნობლად აქვეითებს. დაახლოებით, 5-10 კილოგრამით წონის დაკლება ოსტეოართროზის რისკს 50 პროცენტით ამცირებს.

ოსტეოართროზის ნაადრევი განვითარების ერთ-ერთი ხშირი მიზეზია სახსრის ხანგრძლივი გადატვირთვა, რომელიც ხშირია მოცეკვავეებში, სპორტსმენებში და ასე შემდეგ. ახალგაზრდა ასაკში ხრტილი მუდმივ ჭარბ დატვირთვას წონის ან ინტენსიური ვარჯიშის გამო იტანს, მაგრამ, ასაკის მატებასთან ერთად, ხრტილის ელასტიკურობა იკლებს და სახსრები იტვირთება. სხვა ხელშემწყობი ფაქტორებია: ტრავმები, სახსრების ანთებითი დაავადებები, მენოპაუზა, შაქრიანი დიაბეტი და ასე შემდეგ.

დაავადება თანდათან შეუმჩნევლად იწყება და ვითარდება. პირველად ტკივილი მხოლოდ დატვირთვის შემდეგ, საღამოობით ჩნდება, დასვენების შემდეგ კი ქრება. დროთა განმავლობაში ტკივილის ინტენსივობა და ხანგრძლივობა იზრდება და ღამითაც დისკომფორტს უქმნის ადამიანს.

შემდგომ სტადიებში მუდმივ შემაწუხებელ ტკივილს, კიდურებში მოძრაობის შეზღუდვა, მოძრაობისა და სიარულის დროს სახსრებში ხრაშუნის ხმაც ემატება.

მოგვიანებით სტადიაში, ვითარდება სახსრების შეუქცევადი დეფორმაციები, ამოვარდნილობები და სხვა გართულებები.

ამიტომ, ადამიანმა დროზე უნდა მიხედოს თავს და ეცადოს, ასაკის მატებასთან ერთად, წონაც არეგულიროს.


скачать dle 11.3