კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოწყალების შესახებ


უსაფრთხო ანაბარი

შვილნო ჩემნო, თქვენი ფული ზეციურ ბანკში დააბანდეთ!
ვიყოთ ფარისევლებზე უფრო მართალნი

ჩვენ მოწყალენი უნდა ვიყოთ, რათა ჩვენც ვიქნეთ შეწყალებულნი. მივცეთ გაჭირვებულებს ჩვენი შემოსავლის მეათედზე მეტი, რათა ჩვენი სიმართლე აღემატებოდეს ფარისევლებისა და მწიგნობრებისას – ისინი ხომ მხოლოდ მეათედს გასცემდნენ. ასე მოვიპოვებთ ზეციურ სასუფეველს.

გაზრდილი ხარჯები

– მიეცი მეათედი ღარიბებს, – არაერთგზის ურჩევდა ბერი ერთ შეძლებულ კაცს.

მაგრამ, ის რაღაც ხურდას თუ გაიღებდა ან საერთოდ თავს არიდებდა გაცემას. ბოლოს საერთოდ დაიკარგა და მამა ეპიფანე მას დიდხანს აღარ შეხვედრია. ერთხელაც იგი ისევ მივიდა ბერთან:

– სად გაუჩინარდი ამდენ ხანს?

– ნუ მეკითხებით, მრცხვენია ამის შესახებ ლაპარაკი.

– არა უშავს, ნუ გერიდება, მომიყევი.

– გახსოვთ, გამუდმებით მიმეორებდით მეათედის შესახებ... მაშინ აზრი დამებადა: „განა სხვა სულიერი მამა აღარ არსებობს?!“ და შევიცვალე მოძღვარი. როგორ გაიარა ამ დრომ? ცოლი ავად გამიხდა, გავემგზავრეთ უცხოეთში სამკურნალოდ და იმაზე გაცილებით მეტი დავხარჯეთ, ვიდრე ღარიბებისთვის დარიგებული მეათედი იქნებოდა. ამას მხოლოდ ახლა მივხვდი. ღმერთმა კარგი გაკვეთილი ჩამიტარა.

– ასე რომ, შემდგომში ყურადღებით იყავი, აღასრულე ღვთის ეს მცნება.

საჭირო დროს

მამა ეპიფანეს სულიერი შვილი მოგვითხრობს:

– 1968 წელს, შობის წინა დღით, მოძღვარი სააღმსარებლოში იმყოფებოდა, როდესაც უცებ შეამჩნია, რომ მოწყალების გასაცემად მას მხოლოდ 50 დრაჰმა დარჩენოდა. მან შეაჩერა აღსარების მიღება და დაიწყო ლოცვა: „უფალო, ჩემთან აღსარებაზე ღატაკი რომ მოვიდეს, როგორ გავუშვა იგი ხელცარიელი! გთხოვ, ფული გამომიგზავნო“. ლოცვის შემდეგ მან განაგრძო აღსარების მიღება. მალე კარზე დააკაკუნეს:

– გერონდა, ვიღაც ბატონი ძალიან ჩქარობდა და მთხოვა, თქვენთვის ეს კონვერტი გადმომეცა.

მამა ეპიფანემ კონვერტი გახსნა. მასში 20 000 დრაჰმა და წერილი იდო: „თქვენი ღარიბებისთვის“. ბერმა ეს შემთხვევა თავად მიამბო და ისიც, თუ როგორ დახარჯა ეს ფული.

– ახლა ისევ უფულოდ ვარ, მაგრამ... არსებობს ღმერთი! – დაასრულა მან.

ჩვენი საუბრის დღეს, საღამოს, მამა ეპიფანე დაბრუნდა სამი მღვდელმთავრის ტაძარში – მას ცრემლები ღაპაღუპით სდიოდა. ვკითხე, თუ რამ აუჩუყა ასე გული და აი, პასუხად რა მოვისმინე:

– შვილო ჩემო, ნუთუ ასეთი სასწაულების ღირსნი ვართ?! იმავე ადამიანმა ისეთივე გზით დღეს 15 000 დრაჰმა გამომიგზავნა!

შენ ღატაკებს ჰპარავ

ერთი ბატონი ყოველთვე მოწყალებას არიგებდა. ერთხელ წესს უღალატა და ამის შესახებ მამა ეპიფანეს უთხრა:

– გერონდა, ამ თვეში მოწყალება არ გამიცია, იმიტომ, რომ სახლში წყალსადენი გამიფუჭდა და მთელი ფული მის შესაკეთებლად დამეხარჯა.

– შენი საქციელით თითქოს ღარიბები გაძარცვე, – უთხრა მას ბერმა, – ჩვენ არ უნდა დავხარჯოთ „მეათედი“ საკუთარი საჭიროებისთვის. ის ღმერთს ეკუთვნის, რომელსაც იგი ღატაკებს ურიგებს.

ჭიისგან დახრული იატაკი

ერთხელ მამა ეპიფანემ სულიერ შვილს საუბრის დროს უთხრა, რომ არ დაევიწყებინა უპოვართათვის მეათედის მიცემა. თანამოსაუბრემ უპასუხა, რომ ამჯერად ახალი სახლის მშენებლობით არის დაკავებული, ბევრი ხარჯი აქვს და მისთვის თითოეული გროშიც კი ძვირფასია. ბერი არწმუნებდა, რომ ღმერთი თავად მოაგვარებდა ყველაფერს და დაეხმარებოდა, მაგრამ მოსაუბრე მაინც არ უჯერებდა. გავიდა დრო. ერთხელ იგი მივიდა მამა ეპიფანესთან და უთხრა, რომ მისი ახალი, პარკეტდაგებული იატაკი ჭიამ დახრა.

– აი, რა ემართება მას, ვინც მოწყალებას არ იძლევა! – წამოიძახა ბერმა, – მიეცი ღმერთს „მეათედი“ და ასმაგად მოგაგებს!

შენ კი არა, ის მიგატოვებს

ერთხელ შეძლებული ხანში შესული კაცი მამა ეპიფანესთან მივიდა რჩევის სათხოვნელად, თუ ანდერძით როგორ გაენაწილებინა თავისი ქონება. შვილები არ ჰყავდა და მამა ეპიფანემ ურჩია, მთელი სიმდიდრე გაჭირვებულებისთვის დაერიგებინა ახლავე, სიცოცხლეში. მაგრამ ეს ადამიანი უარობდა, შიშობდა, რომ ფული მას და მის მეუღლეს სიბერეში დასჭირდებოდათ.

– გერონდა, ცოლი რომ ავად გამიხდეს, რა ვქნა?

– ღმერთი ხედავს შენს მოყვარულ გულს და არ დაუშვებს მის ავადმყოფობას, – მიუგო ბერმა.

სამწუხაროდ, დარიგებებმა საერთოდ ვერ გაჭრა... როდესაც ამ კაცს მეუღლე გარდაეცვალა, მამა ეპიფანემ ისევ სცადა მისი დაყოლიება, რათა მოწყალება დაერიგებინა.

– გერონდა, – თავს იმართლებდა კაცი, – ანდერძის თანახმად, ჩემი სიკვდილის შემდეგ ფული სხვადასხვა საქველმოქმედო საზოგადოებას გადაეცემა.

– უარგი, მაგრამ მაშინ შენ კი არ იტყვი ფულზე უარს, ის იტყვის უარს შენზე! – ღიმილით შეეპასუხა ბერი.

– ეს როგორ? მე ხომ ჩემი ხელით დავწერ ანდერძს!

– არა, ჩემო ძვირფასო. თუ შენ ახლავე დაარიგებ ფულს, მაშინ ნამდვილად უარს იტყვი მასზე. თუ ანდერძს დატოვებ, რომ შენი სიკვდილის მერე დარიგდეს, მაშინ ფული იტყვის შენზე უარს. უკეთესად რომ გაიგო, აი, რას გეტყვი: ნებას გაძლევ, მთელი შენი ფული თან წაიღო (სიკვდილის შემდეგ). შეძლებ ამის გაკეთებას?

– რასაკვირველია, ვერ შევძლებ...

– ხედავ? შენ კი არ დატოვებ მას, ის მიგატოვებს შენ!

ამის მოსმენის შემდეგ მოსაუბრე დანებდა.


скачать dle 11.3