კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ვერ მოატყუეს ხელოსნებმა რემონტის დროს ვახო ტატიშვილი და რაში დაეხმარა მას სახლის მოწყობისას ძირითადი პროფესია


ვახო ტატიშვილი: წელიწადი და სამი თვეა, ამ სახლში გადმოვედით. ძველი ბინა გავყიდეთ და ეს ვიყიდეთ. საკმაოდ დიდი ფართია. ბოლომდე არ იყო დამთავრებული. რაღაცეები ჩვენ გავაკეთეთ. იატაკი დავაგეთ, გავარემონტეთ. ხუთი საძინებელი ოთახია. ოთხი ტუალეტი, სამი აბაზანა. სტუმრებისთვის ცალკე გვაქვს ტუალეტი. მთელი ოჯახი როცა ერთად ვიყრით თავს, კარგად ვეტევით.

– დიზაინზე, პროექტზე ვინ იზრუნა?

– ფაქტობრივად, ყველაფერი ასე იყო. ჩვენ მარტო კოსმეტიკური რემონტი გავაკეთეთ. ტიხრები და ოთახების განლაგება არ შეგვიცვლია. რას ვჭამთ ამისთანას, მერე ოთხ ტუალეტში რომ უნდა ვიაროთ-მეთქი, მაგრამ ასე დაგვხვდა და დავტოვეთ. ეტყობა ის, ვისიც თავიდან იყო ეს ბინა, რაღაცას აპირებდა ისეთს, რომ ოთხი ტუალეტი გაიმზადა. ისე, მსუქანი ქალი კი იყო. (იცინის).

– თქვენ თუ აქტიურობდით რემონტის დროს?

– მე ვაქტიურობდი, თუ ვაქტიურობდი. ყველაფერი მე და ჩემმა ცოლმა გავაკეთეთ. საყიდლებზეც ჩვენ დავდიოდით.

– ნახევარ ფასად ხომ არ გატანდნენ მასალებს?

– ოო, ძალიან საინტერესო რაღაც ხდება ხოლმე. მაგალითად, ეს ღირს ათი ლარი. მივალ და მეუბნებიან, ბატონო ვახტანგ, თქვენთვის რვა ლარი იქნებაო. მეც მიხარია. გამოვდივარ და აგერ შვიდ ლარად არ ყიდიან?! არა, აა, მთლად ასეც არ არის საქმე. პატარ-პატარა შეღავათებიც არის ხოლმე. რაც მთავარია, მოტყუებული არ ვრჩები... ზუსტად ვიცი, რამდენი რა მჭირდება. რა უნდა მაგის დათვლას. პროფესიით მათემატიკოსი ვარ.

– ძალიან ლამაზი მისაღები ოთახი გაქვთ.

– მისაღები ოთახი გვაქვს ორი. ერთი ბუხრით, მეორე ჩინური, წითელი ხის ავეჯით. ჩემმა ცოლმა ჩამოიტანა ჩინეთიდან. სამეულიც ახალი ვიყიდეთ. ჩემმა ბიჭმა შეარჩია. ზოგი ავეჯი ძველი ბინიდანაც გადმოვიტანეთ.

– გასტროლებიდან არ ჩამოგქონდათ ხოლმე სახლისთვის ნივთები?

– ჩამომქონდა კი არა, სულ ვეზიდებოდი. ჯერ ჩემი „ჟიგულით“, მერე „ვოლვო“ ვიყიდე და იმით. ბულგარეთიდან, ჩეხოსლოვაკიიდან, გერმანიიდან, ბელგიიდან, რაც შიგ ეტეოდა და არ ეტეოდა. ჩაჭეჭყილები ვისხედით შიგ მე და ჩემი ცოლი. უცხოეთიდან პირველი უცხოური მანქანა მე ჩამოვიყვანე.

– „კაგებემ“ არაფერი გითხრათ?

– რა უნდა ეთქვათ. ნებართვა მქონდა, მაგრამ ეგ იყო 1990 წელს. უკვე რომ მოინჯღრა საბჭოთა კავშირი. წარმოიდგინე, სახლისთვის უცხოეთიდან ჩამოტანილი მაქვს უნიტაზი, „რაკოვინა“, მეტლახი... „ჟიგულით“ –რავარი საქმეა. ბავშვები პატარები იყვნენ მაშინ. პირველი რემონტი საკუთარი ხელით მაქვს გაკეთებული. მაშინ ბახტრიონზე ვცხოვრობდით. სად იყო აქ ლურჯი უნიტაზი, მე რომ მქონდა, თანაც მუქი ლურჯი.

– თქვენი ლურჯი უნიტაზის სანახავად ხომ არ მოდიოდნენ?

– სხვასთან ვერ ნახავდნენ, და... უცხო იყო ძალიან. ჩეხოსლოვაკიიდან ჭაღი ჩამოვიტანეთ. ახლა აქაც ყველაფერია. მაგრამ, მაშინ შპალერი და კაფელი, კარგი თუ გინდოდა, უცხოეთიდან უნდა ჩამოგეტანა. მე არ მქონდა იმდენი ფული, რაც მოგვეწონებოდა ყველაფერი რომ გვეყიდა. ზოგჯერ თუ მოვახერხებდი და ცოტა წითელ თუმნიანებს გავიყოლები, ლენინისთავებიანს. (იცინის).

– ტექნიკა არ გიყიდიათ უცხოეთში?

– ორკასეტიანი მაგნიტოფონი ჩამოვიტანე და შარს გადამკიდა. ჩაქვის „პერევალზე“ ავდიოდი ხოლმე და იქ ვიჭერდი თურქულ რადიოს. ვიცოდი, რომელ საათზე იყო უცხოური ჰიტები და ვიწერდი კასეტაზე. ჩვენ რადიოში ვინ მოგასმენინებდა უცხოურ ჯაზს და პოპს. 1985 წელი იყო. ასე წვალებით მოვუსმინე მაიკლ ჯეკსონის „ვი არ ზი ვორლდს“ პირველად და გავგიჟდი, რამდენი კაცი მღერის-მეთქი. დამიბარეს „კაგებეში“ და ახსნა-განმარტება დამაწერინეს. მანდედან ბათუმის პორტის აკვატორია ჩანს და რას აკეთებდიო. ძლივს დავაჯერე, რომ მარტო სიმღერებს ვუსმენდი.

– ბუხართან რომ „მდგმური“ გყავთ გაგვაცანით.

– ეს მდგმური კი არა, ჩვენი ოჯახის სრულფასოვანი წევრია. ჩვენი ზღვის გოჭუნია. საგანგებოდ ვასუქებთ. საახალწლოდ უნდა დავკლათ. (იცინის) ისე, მართლა ჭამენ ზღვის გოჭს ზოგიერთ ქვეყანაში. ამას გაუმართლა საქართველოში რომ აღმოჩნდა, თანაც ჩემს ოჯახში. ვგიჟდები მისთვის. (იცინის).


скачать dle 11.3