კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ არ აძლევდა მთელი ცხოვრება მოსვენებას ლია ელიავასა და ოთარ კობერიძეს


11 წლის წინ ქართულ კინოს კიდევ ერთი მშვენება გამოაკლდა. მისი მომაჯადოებელი ღიმილი და ვარსკვლავებივით მოციმციმე თვალების დანახვა მოაკლდა მის ოჯახს, მასზე შეყვარებულ ათასობით ადამიანს. ერთ დროს თბილისში ერთ-ერთი ულამაზესი წყვილის – ოთარ კობერიძისა და ლია ელიავას ცხოვრების გზა სულაც არ ყოფილა ია-ვარდებით მოფენილი. ეკრანს მიღმა ეს ადამიანები, თურმე, გულში ბევრ დარდს ატარებდნენ. მათმა ქალიშვილმა ძველი სკივრიდან მშობლების საინტერესო ფოტოები და მოგონებები გადმოგვილაგა.

ნანა კობერიძე: ლია და ოთარი როგორი ლამაზებიც იყვნენ, მთელი ჩემი ბავშვობაც, აი, ასეთი ლამაზი და მზის სხივებით განათებული იყო. მახსოვს, სულ პატარა ვიყავი, სოლოლაკში ვცხოვრობდით. ის ოთახი ლიას დედამ მაშინ მიიღო, როცა გადასახლებიდან დაბრუნდა. მანამდე ყველაფერი წაართვეს. სარდაფის პაწაწინა ოთახში ყველა ბედნიერად ვგრძნობდით თავს. გვყავდა არაჩვეულებრივი მეზობლები, ქურთების ოჯახი. საოცრად თბილი ადამიანები იყვნენ და დღესაც თვალწინ მიდგას, როგორ ვთამაშობდი მათ ბავშვებთან. ჩვენი ოჯახი ყოველთვის სავსე იყო დედას და მამას მეგობრებით, ძალიან საინტერესო ადამიანებით. შემდეგ ჩხეიძის ქუჩაზე ვცხოვრობდით, კინემატოგრაფთა სახლში, სადაც რეჟისორები, მსახიობები, ოპერატორები ცხოვრობდნენ. იქაც ბედნიერი წლები იყო.

– თქვენი მშობლები იმ დროს ხშირად დადიოდნენ კინოგადაღებებზე სხვადასხვა ქალაქში. როგორი იყო მათ გარეშე ცხოვრება?

– ოთარს წელიწადში სამი ფილმი მაინც ჰქონდა, მაგრამ, რომ ჩამოდიოდა, სითბოსა და ყურადღებას არ მაკლებდა. ვერ ვგრძნობდი იმას, რომ ჩემ გვერდით არ იყვნენ, ამიტომ არ ვტიროდი. მე ბებიასთან, ლიას დედასთან, ეკატერინე კერესელიძესთან ვიზრდებოდი. რატომღაც, გადაღებებზე არც ერთს არ დავყავდი. მხოლოდ ერთხელ ვარ ნამყოფი და ძალიან მომეწონა. საერთოდ, მე და ოთარს თავიდანვე მეგობრული ურთიერთობა უფრო გვქონდა, ვიდრე მამაშვილური. გადაღებებიდან, რომ ჩამოვიდოდნენ ჩვენს სახლში მათზე მონატრებული, იმდენი ხალხი მოდიოდა, გაოცებული ვიყავი. ძალიან მხიარული ოჯახი გვქონდა.

– დედა თუ გიყვებოდათ თავის პირად ცხოვრებაზე, რა უხაროდა, რა სწყინდა? მაგალითად, რატომ არ გააჩინა მეორე შვილი და რა დამოკიდებულება ჰქონდა ოთარის ყოფილ ცოლთან და შვილთან.

– მე ბევრად უფრო ჩაკეტილი და მორცხვი ვარ, ვიდრე ლია იყო. ლიას ნაკლებად უყვარდა თავის თავზე ლაპარაკი, მაგრამ მაინც ძალიან გულღია იყო. ამბობენ, „ცისფერი სისხლის“ ადამიანებს აქვთ ის დაავადება, რაც ლიას ჰქონდა. საშიში იყო მეორე ბავშვის გაჩენა და ვეღარ გარისკა. რაც შეეხება ჩემს ძმას, გია ჩემზე ათი წლით უფროსია. გიას და დედას ერთმანეთთან ყოველთვის კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. თვითონ ლია იყო იმდენად თბილი, რომ მასთან არავის გამოსდიოდა ცივი ურთიერთობა. გიას დედა სუხიშვილების მოცეკვავე გახლდათ. დედას მასთანაც ნორმალური დამოკიდებულება ჰქონდა. მართალია, ლია მათთან სახლში არ დადიოდა, მაგრამ მამიდაჩემთან ხვდებოდნენ ხოლმე ერთმანეთს, ვინაიდან მამიდა ორივე რძალთან მეგობრობდა. ასე რომ, ამ მხრივ არ ჰქონდათ პრობლემა.

– თქვენმა მშობლებმა „ბაში-აჩუკის“ გადაღებებზე გაიცნეს ერთმანეთი. თუ იხსენებდნენ თქვენთან იმ დღეს აღტაცებით?

– ოთარისგან ვიცი, რომ „ბაში-აჩუკის“ ის სცენა უნდა გადაეღოთ, სადაც დედას ბაში-აჩუკთან გასაცნობად აბდუშაჰილი მიჰყავს. ლიას კარგა ხნით დაუგვიანია. ოთარი გაბრაზებულა და რეჟისორისთვის უკითხავს, – კი მაგრამ, ვინ არის ეს ლია ელიავა, მე ვარ მთავარ როლში თუ ისო. ესაკიას უთქვამს – აი, მოვა და ნახავ, ვინ არის ლია ელიავა. მერე მიხვდები, რატომაც ველოდებით ამდენ ხანსო. მართლაც, ლია რომ გამოჩნდა, დავიბენი, პირველი შეხვედრისთანავე შემიყვარდაო. მერე „მამლუქში“ ითამაშეს. სხვათა შორის, ძალიან ცოტა ფილმში არიან ერთად გადაღებული. როგორც ვიცი, ლიასაც, პირველი დანახვისთანავე არ შეჰყვარებია ოთარი. დამეგობრდნენ და რაღაც პერიოდის შემდეგ გაჰყვა ცოლად. იმ დროს ლია მოსკოვში თეატრალურზე სწავლობდა და, რომ ჩამოვიდა, ერთი წლის შემდეგ დასთანხმდა. ოთარი უკვე გაშორებული იყო ცოლთან. ქორწილი არ გადაუხდიათ, რადგან საშუალება არ ჰქონდათ.

– ისინი, ალბათ, არ იყვნენ ტიპური ქართველი ცოლ-ქმარი. ალბათ, მათ თავიანთი ქცევის ნორმები ჰქონდათ, რომლის იქით, უბრალოდ, თავს უფლებას არ მისცემდნენ, გადასულიყვნენ.

– რა თქმა უნდა, არ იყვნენ ტიპური ცოლ-ქმარი, თუმცა მათაც ბევრ რამეზე ჰქონდათ აქტიური კამათი, რაღაცეებში არ ეთანხმებოდნენ ერთმანეთს, მაგრამ, საერთო ჯამში, კარგად ცხოვრობდნენ. ორივეს ძალიან უყვარდა სახლი. ისე დიდხანს არ იყვნენ ხოლმე შინ, რომ ჩამოდიოდნენ, საერთოდ არ უნდოდათ სახლიდან გასვლა. ლია, უბრალოდ, იმაზე ბრაზობდა, რომ ოჯახში ყველაფერ იმის გაკეთება, რაც მამაკაცს ეხება, მას უწევდა, მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის გვყავდა დამხმარე. ასე იმიტომ ხდებოდა, ოთარი ხშირად არ იყო თბილისში.

– როგორც ვიცი, ქალბატონი ლია დედის გარეშე გაიზარდა. მოგვიყევით ამის შესახებ. რატომ მოხდა ასე?

– ლია ძალიან პატარა იყო, მამა რომ დაუხვრიტეს. დედა გადასახლებაში იყო. რომ ჩამოვიდა, ლია 17 წლის დახვდა. მახსოვს, ყვებოდა, როგორ გაუჭირდა, რომ მისთვის „დედა“ დაეძახა, იმიტომ, რომ ბებია-ბაბუასთან იზრდებოდა. მერე ბებია ჩვენთან ცხოვრობდა. არაჩვეულებრივი შვილი იყო. ცდილობდა, დედამისისთვის არაფერი მოეკლო – ზაფხულობით დასასვენებლად კარგ ადგილას გაეშვა, სახლის საქმეებით ზედმეტად არ დაეტვირთა. ამბობდა, მამას ვგავარო, თუმცა მამამისი ასეთი ლამაზი არ იყო. დედის მხრიდან ფოტოებში ვინც მყავს ნანახი, ძალიან ლამაზი ხალხია, მაგრამ ლიას განსაკუთრებული სილამაზე ჰქონდა.

– დედა როგორი ბუნების ადამიანი იყო?

– უყვარდა უბრალო ადამიანებთან ურთიერთობა, ყოველთვის დადიოდა რაიონებში და სოფლებში. ალბათ, ამიტომაც იყო ასეთი ამბავი მისი გარდაცვალების დღეებში. მერე მითხრეს, ამდენი ხალხი ერთი ეროსი მანჯგალაძის დაკრძალვაზე იყო და მეორე – ლიას დაკრძალვაზეო. ეს ნაზი ქალბატონი საკმაოდ პრინციპული, სამართლიანი და მამაცი იყო. პირდაპირ იტყოდა იმას, რასაც ფიქრობდა. დაჯდებოდა, ჩაის ან ყავას დალევდა, კლასიკურ მუსიკას უსმენდა. უყვარდა კითხვა და ყოველთვის ცოტა დრო რჩებოდა საკუთარი თავისთვის. არ მახსოვს, სარკესთან გაუთავებლად მდგარიყო და გაპრანჭულიყო. მაშინ მსახიობებს არ ჰქონდათ იმდენი საშუალება, რომ ფული საკუთარ თავზე დაეხარჯათ. ოთარს 82 ფილმში აქვს ნათამაშები, ლიას – 34 ფილმში და ეს გვყოფნიდა იმისთვის, რომ კარგად გვეცხოვრა, მაგრამ სამკაულების, ძვირფასი ბეწვის ან ანტიკვარიატის ყიდვა არ შეეძლოთ. თუმცა, რაც ჰქონდათ, ყველაფერი ლამაზი და ხარისხიანი იყო. არაფერი გვაკლდა: ზამთარ-ზაფხულს სადმე წასვლა და დასვენება, უამრავი სტუმრის მიღება.

– ორივე გამორჩეული გარეგნობის ადამიანი იყო. როგორ უმკლავდებოდნენ თაყვანისმცემელთა არმიას. მახსოვს, ბატონი ოთარი ამბობდა, ლიასთვის სულიერად არასდროს მიღალატიაო.

– ამას ორივე ნორმალურად ხვდებოდა. ლია საკმაოდ ბევრ წერილს იღებდა მის ქმარზე შეყვარებული ქალებისგან. მაგრამ, ისიც კარგად ესმოდა, რომ ერთ ოჯახში, რომელშიც ორი ასეთი ლამაზი მსახიობი იყო, თან, იმ დროისთვის ისინი მართლა ვარსკვლავები იყვნენ, სხვანაირად არ შეიძლებოდა რომ ყოფილიყო. მაშინ, ყოველდღე თავ-პირის მტვრევა უნდა ჰქონოდათ. არ მახსოვს, ეჭვიანობის გამო უსიამოვნება მოსვლოდათ. ოთარმა იცოდა, რომ ლიაზე გიჟდებოდა ყველა კაცი და ლიამაც იცოდა, რომ ოთარზე ყველა ქალი ჭკუას კარგავდა. ჭკვიანი ქალი იყო. უყვარდათ ერთმანეთი და ვიღაცის გამო ამ სიყვარულს არ დაკარგავდნენ. უბრალოდ, ასეთი ცხოვრება ჰქონდათ, რა უნდა ექნათ?! პირიქით, ძალიან სათუთად უვლიდნენ ერთმანეთს. დედა თავის პირად ცხოვრებაზე ისეთს არაფერს მიყვებოდა და მერე სულ ვფიქრობდი ამაზე – რატომ არაფერს ვეკითხებოდი დაწვრილებით-მეთქი. ჩემმა შვილმა უფრო იცის ჩემს ცხოვრებაზე, ვიდრე მე ვიცოდი დედაზე.

– რით გარდაიცვალა დედა?

– მიკროინფარქტი ჰქონდა. ამბობდა, გული არასდროს მაწუხებდა და არ ვიცი, რატომ დამემართაო. მას შემდეგ, რაც საავადმყოფოში იწვა და იმკურნალა, კარგად იყო. ბოლოს ძილში გაუსკდა გული. იმ დღეს მე და ჩემი შვილი, ანკა, თბილისში არ ვიყავით. სამი დღით წავედით ვენაში. მამა მარტო იყო სახლში. დილით მოახლე მოვიდა, კარი რომ გააღო, ასეთი ამბავი დახვდა. უცებ ყველგან გადარეკა-გადმორეკა. მე ჩემმა ქმარმა დამირეკა, მაშინ ერთად ვცხოვრობდით. დღესაც ძალიან მიჭირს ლიას გარეშე ცხოვრება. ვერ წარმოვიდგენდი, რომ ასე ადრე წავიდოდა ჩემგან, სულ მეგონა, რომ მოხუცდებოდა და მოხუცს მოვუვლიდი. სახლში იმ შეგრძნებით შევდივარ, რომ ისევ თვალს მოვკრავ. მეგონა, მამა საერთოდ გაგიჟდებოდა, ნერვებს ვერ მოთოკავდა და დღესაც ასეა.

– მის პირველ ქორწინებაზე რა იცით. ნანობდა, ვისაც მაშინ ცოლად გაჰყვა?

– პირველი ქორწინება მოსკოვში ჰქონდა, რომელიც ძალიან ცოტა ხანს – ერთ წელიწადს გაგრძელდა. მაშინ ლია ახალი ჩასული იყო მოსკოვში. ის ადამიანი იყო ქართველი ჟურნალისტი, სხვათა შორის, საკმაოდ წარმოსადეგი გარეგნობის, მაგრამ, რატომღაც, ვერ შედგა მათი ურთიერთობა. ეტყობა, ეს შეცდომით გათხოვება იყო. რაც შეეხება სინანულს, უფრო იმაზე წყდებოდა გული, რომელიღაც როლზე რომ ვერ მოხვდა, ან არ გადაიღეს.

– თქვენს გათხოვებას როგორ შეხვდნენ მშობლები?

– ჩემს გათხოვებას ცოტა რთულად შეხვდნენ. მართალია, პატარა ასაკში არ გავთხოვილვარ, 26 წლის ვიყავი, მაგრამ, ჩემი მეუღლე რომ გავიცანი, არ იყო ცოლს გაშორებული და ალბათ, ეს უფრო იყო მიზეზი, – არ უნდოდათ, ცოლიან კაცს გავყოლოდი. მეც მთელი ცხოვრება ვიცოდი, რომ ცოლიანი კაცი არ უნდა შემყვარებოდა, მაგრამ შემიყვარდა, ოცი წელი ვიყავით ერთად. ანკასაც ასე შეუყვარდა და გათხოვდა, ისინიც დაშორდნენ ერთმანეთს.


скачать dle 11.3