კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა აკმაყოფილებს ხატია შამუგიას და ვინ არის მისი „მაგარი კაცი“


როცა ლამაზ ქალს ეუბნები, ცოტა ხნით საკუთარი თავი „კაცის ტყავში“ უნდა წარმოიდგინოო, ისეთი რეაქცია აქვს, მამაკაცი აშკარად შეგეცოდება. ანუ, ამით იმის თქმა მინდა, რომ ძნელად მოიძებნება ქალბატონი, რომელიც კაცის საქმესაც აკეთებდეს, ქალისასაც და, მიუხედავად ამისა, საკუთარი სქესის უპირატესობის დემონსტრირებას არ ახდენდეს. ქალობა კარგია და ამის დასამტკიცებლად ერთი მარტივი, მაგრამ ძალიან დამაჯერებელი არგუმენტიც კმარა: თუ ქალად არ დაიბადე, ვერასოდეს გახდები დედა. ზუსტად ასე ფიქრობს ხატია შამუგიაც. მისთვის ქალად ყოფნა ბედნიერებაა და თავისთვის პატარა აღმოჩენაც კი გააკეთა.


ხატია შამუგია: ნამდვილად მიფიქრია იმაზე, რა იქნებოდა, კაცად რომ დავბადებულიყავი-მეთქი და ეს პერსპექტივა ისე არ მომწონებია, რომ დარწმუნებული ვარ, ჩემს ყველა წინა ცხოვრებაში ქალი ვიყავი. მძაფრად ვგრძნობ საკუთარ ქალობას და მიხარია, რომ სწორედ ქალად დავიბადე. ძალიან, ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი სქესით. ჩემი შინაგანი სამყარო აბსოლუტურად ემთხვევა გარეგნულს. უფრო მარტივად რომ ვთქვა, თმის ღერიდან ფეხის ფრჩხილამდე ქალი ვარ (იცინის) და... აშკარად გამიმართლა.

– ქალის ძალა მის სისუსტეშიაო, ამბობენ.

– რა თქმა უნდა. ქალი სუსტი ჩანს და ასეც უნდა იყოს, მაშინ „სუსტი სქესი“ არც ერქმეოდა. მაგრამ, ამასთან, ქალს უდიდესი ძალაც აქვს. ბევრი მამაკაცი ვერ შეძლებს იმას, რისი გაკეთებაც ქალს შეუძლია. გამოდის, რომ რაღაც მომენტში მამაკაცზე ძლიერები ვართ. ტკივილსაც რომ მამაკაცებზე მედგრად ვიტანთ, ესეც ხომ ფაქტია. ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების დროს მამაკაცი ისეთი მშიშარა და დაუცველია, შეგეცოდება. არც აქტიურობაში ჩამოვრჩებით. ზოგჯერ იმდენ საქმეს ვაკეთებ, ვიღაცამ, შეიძლება, ვერც წარმოიდგინოს, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს. 18 წლიდან სულ ვმუშაობ. ჩემთვის ეს ნორმალური მდგომარეობაა. ისეთ ოჯახში გავიზარდე, სადაც ყოველთვის ყველა მუშაობდა და დამოუკიდებლობის ფასი ძალიან კარგად ვიცი. ჩემი გამზრდელი დეიდა, რომელიც გადაყოლილი იყო ჩემზე, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, ერთ-ერთი პირველი იყო იმ ქალბატონებიდან, რომელსაც მანქანა ემსახურებოდა და თვითონაც იჯდა საჭესთან. ასე რომ, დამოუკიდებელი, ძლიერი ქალები ჩვენი ოჯახის ტრადიციაა. 18 წლიდან ვმუშაობდი-მეთქი, რომ ვთქვი, მატერიალურად ნამდვილად არ მქონდა ამისი აუცილებლობა. ტყუილი იქნება, რომ ვთქვა, ოჯახი მყავდა შესანახი-მეთქი. პირიქით, ყოველთვის რამდენიმე ადამიანი ზრუნავდა ჩემზე. ძალიან ბევრი პატრონი მყავდა, მაგრამ შინაგანად მქონდა იმის მოთხოვნილება, ჩემი შემოსავალი მქონოდა, თან ვსწავლობდი. ჩემი პირველი სამსახური რადიო „საქართველოს ხმა“ იყო. დილით ლექციებზე მივდიოდი, საღამოს – სამსახურში. ძალიან ცოტა მეძინა, მაგრამ არ ვიღლებოდი.

– ამბობენ, რომ მამაკაცებს ეშინიათ ძლიერი ქალების. შენ ეს გიგრძნია?

– დავიწყოთ იმით, რომ მე არ მიმაჩნია საკუთარი თავი ისეთ ძლიერ ქალად, რომ მამაკაცებს ჩემი ეშინოდეთ. ნამდვილად არ ვარ ასეთი (იცინის). ბევრად უფრო ძლიერი ქალებიც მინახავს. ვერ ვიტყვი, შიშს ვიწვევ მამაკაცებში-მეთქი, თუმცა მიგრძნია, რომ დამოუკიდებელ ქალთან მამაკაცი უფრო თავდაჭერილი და მორიდებულია.

– როგორ ფიქრობ, რატომ?

– იმიტომ, რომ დამოუკიდებელი ქალი უფრო თამამია და ბევრ რამეს არ პატიობს მამაკაცს. მამაკაცზე დამოკიდებული ქალი, ცალ ფეხს უკან დგამს და, უნდა თუ არა, ძალიან ბევრ რაღაცას ითმენს, იმიტომ, რომ გასაქცევი არსად აქვს. როცა მამაკაცი ამას გრძნობს, ის ცოტა სხვანაირად იქცევა. რა თქმა უნდა, გამონაკლისებიც არიან, მაგრამ, ასეთ დროს მამაკაცები ძირითადად არ მიდიან კომპრომისებზე, მაშინ, როცა დამოუკიდებელი ქალის შემთხვევაში პირიქით არის.

– ანუ, ქალს უნდა ჰქონდეს თავისი შემოსავალი?

– აუცილებლად. როცა თავს თვითონ ირჩენ და ძალიან ბევრი საქმე და პრობლემა საკუთარ ზურგზე გაქვს აკიდებული, მამაკაცის მხრიდან უხეშობასა და უყურადღებობას რატომღა აიტან?! ამ დროს კაცთან ურთიერთობაში კომფორტი გინდა და წახვალ იმასთან, ვინც ამ კომფორტს შეგიქმნის. ეშინიათ, თუ არა მამაკაცებს ძლიერი ქალებისო, მკითხე. მე ვიცი ის, რომ მამაკაცებს არ მოსწონთ, როცა მათ ცოლებს მეტი შემოსავალი აქვთ. თუმცა, ვიცი ისეთი მამაკაცებიც, რომლებიც გადაყოლილები არიან თავიანთ მეორე ნახევრებზე და არანაირად არ სარგებლობენ თავისი მატერიალური თუ ფიზიკური უპირატესობით. მიუხედავად ამისა, იმასაც ვიტყვი, რომ ყველა ქალი, მნიშვნელობა არ აქვს, როგორი მამაკაცი ჰყავს გვერდით, ან, ჰყავს თუ არა ის საერთოდ, უნდა მუშაობდეს. ეს ისევ მისთვის არის კარგი.

– ანუ, ცოტათი „კაცის ტყავში“ უნდა შევძვრეთ და ქალისთვის ეს მხოლოდ სასარგებლოა?!

– მგონი, კი (იცინის). თუ მიზანდასახულობა და შრომისმოყვარეობა „კაცის ტყავში“ შეძრომას ნიშნავს, ასე გამოდის.

– როდისმე მოგდომებია კაცობა?

– (იცინის) უნდა დავფიქრდე. შეიძლება, ზოგჯერ მითქვამს, ახლა რომ კაცი ვიყო, გავუერთიანებდი ამას თავ-ყბას-მეთქი და, ალბათ, ეს ბუნებრივია, როცა ხედავ, ვიღაც საზიზღრად რომ იქცევა, მიუხედავად იმისა, რომ არ ვარ კონფლიქტური ადამიანი. ძალიან ძნელია ჩემი წონასწორობიდან გამოყვანა. მამაკაციც ასეთი ვიქნებოდი, ძალიან მშვიდი და არანაირად – ჩხუბისთავი. ყოველთვის მაქსიმალურად ვცდილობ, სიტუაცია კონფლიქტამდე არ მივიდეს, არ დაიძაბოს მდგომარეობა და ყველასთან ნორმალური ურთიერთობა მქონდეს.

– როგორ ფიქრობ, შენში რამდენი პროცენტი მამაკაცი ცხოვრობს?

– არ ვიცი, შეიძლება, არც ერთი. საკუთარ თავში მამაკაცს საერთოდ ვერ ვხედავ. ის თვისებები, რომლებსაც რატომღაც მარტო მამაკაცებს მიაწერენ ხოლმე, მეც მაქვს. მაგალითად, პასუხისმგებლობის გრძნობა, პრინციპულობა, ზომიერება, მაგრამ ამით ჩემს ქალურობას არაფერი აკლდება.

– საჭესთან როგორი ხარ, კაცივით მართავ მანქანას?

– (იცინის) არ ვიცი. ვფიქრობ, რომ კარგად ვმართავ, მაგრამ, ჩემი ერთი მამრობითი სქესის მეგობარი მეუბნება, ვერაფრით ისწავლე მანქანის მართვა, გვერდზე ვერ იხედებიო. არ მიყვარს სწრაფად სიარული და ამიტომ, ალბათ, საჭესთანაც ქალი ვარ.

– მე ბევრი ქალი ვიცი, რომელსაც არანორმალური სიჩქარით დაჰყავს მანქანა, თანაც, არაფხიზელ მდგომარეობაში.

– რას ამბობ! მე ისედაც არ ვსვამ და, საჭესთან როცა ვარ, მით უმეტეს, გამორიცხულია. ერთადერთი ალკოჰოლი, რომლის გემოც ვიცი, არის ბეილისი. არც სიგარეტს ვეწევი. ქალი ვარ-მეთქი, მთელი ჩემი შინაგანი და გარეგნული მონაცემებით, ხომ გითხარი.

– წარმატებული ქალების შურთ მამაკაცებს?

– საკუთარ თავზე ასეთი რაღაც არ მიგრძნია. კაცები შურით მიყურებენ-მეთქი, ვერ ვიტყვი, მაგრამ, სანამ გამიცნობენ, სხვანაირი ნამდვილად ვგონივარ.

– როგორი?

– ამაყი, ძალიან თავდაჯერებული, ცოტათი „სწერვა“ (იცინის). რატომ ვტოვებ ასეთის შთაბეჭდილებას, ვერ ვხვდები.

–კაცების კარგად გესმის?

– მე შვილი მყავს კაცი, თანაც, ძალიან მაგარი კაცი. ასე რომ, მეტ-ნაკლებად მესმის მამაკაცების. ხომ პატარაა, მაგრამ ყველაფერში ვგრძნობ მის მამაკაცურ ბუნებას. როცა სადმე მნიშვნელოვან შეხვედრაზე მივდივარ, ყოველთვის ვეკითხები აზრს და საუკეთესო რჩევებს მაძლევს ჩემს ჩაცმულობასთან დაკავშირებით. ასეთი რჩევა, შეიძლება, კარლ ლაგერფილდმაც კი ვერ მომცეს. საოცარი თვალი აქვს. ისეთ ნიუანსებს ამჩნევს, გაოგნდები. ძალიან ბევრჯერ გავუოცებივარ. თავისი მამაკაცური პარფიუმი აქვს და სულ ფორმაშია (იცინის).

– ხატია, ერთ დილით გაიღვიძე და აღმოაჩინე, რომ მამაკაცი ხარ...

– ვაიმე, არა, რა! ნუ მაშინებ! ძლივს ქალად დავბადებულვარ და მაცალე ქალობა. ძალიან მომწონს, რომ ქალი ვარ და მიყვარს ჩემი სქესი. ძალიან სასაცილოები არიან მამაკაცები, როცა ამბობენ, კიდევ კარგი, ქალად არ დავიბადეო. წარმოდგენა არ აქვთ, რაზე ამბობენ უარს. ტყუილად ჰგონიათ, რომ ჩვენ ცუდი ცხოვრება გვაქვს. მარტო საქართველოში ჰგონიათ კაცებს, რომ ის, რაც არ გვეპატიება ჩვენ, მათთვის დაშვებულია. არ არის ეს ასე. თავისი წილი პასუხისმგებლობა ყველამ უნდა იტვირთოს. არც ერთგულებას აქვს სქესი. მე რომ მამაკაცი ვყოფილიყავი, არანაირად არ ვიქნებოდი პასუხისმგებლობისგან თავისუფალი და არც რამე პრივილეგიას ვიგრძნობდი იმით, რომ კაცი ვარ. არ ვუღალატებდი საყვარელ ქალს და ყველაფერს გავაკეთებდი მისი ბედნიერებისთვის. ჩემი აზრით, სწორედ ეს არის მაგარი კაცობა და არა ქალებში სირბილი და დროსტარება. რაც შეეხება მშობიარობის ტკივილს, რომლისაც ყველაზე მეტად ეშინიათ კაცებს, რომ იცოდნენ, დედობა რამხელა ბედნიერებაა, ნამდვილად გული დასწყდებოდათ, თანაც ძალიან.

– თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ქალი ღმერთმა ადამის ნეკნიდან შექმნა და ამიტომ აკლიათ კაცებს ერთი ნეკნი, ჩვენ უფრო სრულყოფილები გამოვდივართ.

– მეც ასე ვფიქრობ. ქალები რომ არ ვიყოთ, ძალიან ცუდად იქნებოდა კაცების საქმე.

– გამოქვაბულიდან გამოვიდოდნენ?

– ვერააა! (იცინის) არც ექნებოდათ ამისი სურვილი. ძალიან ცოდოები არიან ჩვენ გარეშე. ძლიერებიც არიან, დიდი შესაძლებლობებიც აქვთ, მაგრამ ზოგჯერ ისეთი უსუსურები არიან, ბავშვზე მეტად. ამიტომ სჭირდებათ გვერდით ქალი და ეს ყველა მამაკაცმა უნდა გაითვალისწინოს. ქალს კაცის დაღუპვა შეუძლია. კაცსაც შეუძლია, ქალი დაღუპოს, მაგრამ ესეც მაშინ, თუ ქალი მისცემს ამის საშუალებას. გონების დაკარგვამდე სიყვარულის მომხრე არ ვარ. ასეთი სიყვარული უფრო ილუზიაა, ვიდრე რეალობა.

– შენი და გურამიკოს სიყვარული ასეთ არ იყო?

– ასეთი რომ ყოფილიყო, მაშინ არც დავცილდებოდით. ძალიან გვიყვარდა ერთმანეთი და მართლა შეყვარებულები ვიყავით, მაგრამ, რადგან შეველიეთ ერთმანეთს, ესე იგი, შეგვეძლო უერთმანეთოდ ცხოვრება. ახლაც მეეჭვება, ისე შემიყვარდეს ვინმე, რომ თავი დავკარგო.


скачать dle 11.3