კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ცვლილებებია მოსალოდნელი ქართულ პოლიტიკაში 2010 წელს და რატომ უნდა განვვლოთ ვეფხვის პერიოდი ფრთხილად და დაკვირვებულად


ნამდვილი ვეფხვის წელი ასტროლოგიურად 2010 წლის 14 თებერვალს დადგება, ვალენტინობის, ანუ სიყვარულის დღეს. თუმცა, როგორც ასტროლოგები ამბობენ, მომავალი წელი ნამდვილად არ იქნება მშვიდი და ჰარმონიული. თუ რას გვპირდება ვეფხვის წელიწადი პოლიტიკურ და საზოგადოებრივ სფეროში, მოსალოდნელია თუ არა სერიოზული ცვლილებები და კატაკლიზმები, ამის შესახებ ასტროლოგი, ბატონი მიხეილ ცაგარელი მოგვაწვდის ინფორმაციას.


მიხეილ ცაგარელი: 2010 წლის 14 თებერვალს, დილის 6 საათსა და 40 წუთზე თბილისის დროით, სამყაროში შემოაბიჯებს და ხარისგან მბრძანებლის მანტიას მოისხამს ვეფხვის ზოდიაქო – აღმოსავლური ასტროლოგიის მარგალიტი. ტრადიციულად, ვეფხვის წელიწადი უკავშირდება მსხვილ ცვლილებებს ეკონომიკაში, პოლიტიკურ კავშირებში, ურთიერთობებში საზოგადოებასა და სახელმწიფოებს შორის. ის ხელს შეუწყობს მეცნიერებისა და კულტურის განვითარებას, დაწყებული პროექტების უფრო კონკრეტულ ფორმაში გადაყვანას. სერიოზული ცვლილებები, რომლებმაც 2009 წელს მოიცვა მთელი მსოფლიო, დასრულდება 2010 წლის თებერვალში, ამიტომ ეს წელიწადი წარმოაჩენს ახალ შემოქმედებით შესაძლებლობებსა და რეალურ გეგმებს. ყოველივე ამას ხელს შეუწყობს, თევზების ზოდიაქოში იუპიტერისა და ურანის შეერთებით გამოწვეული რევოლუციურ-განმაახლებელი ენერგიები, რაც აუცილებელს გახდის ძველი გამოცდილების გადახედვასა და მომზადებას მნიშვნელოვანი ცვლილებებისთვის, კერძოდ: სამეცნიერო-ტექნიკურ სფეროში, პოლიტიკაში, მედიცინაში, ეკონომიკაში, საზოგადოებრივ-სოციალურ კავშირებში. ვეფხვის წელიწადში ბევრ ადამიანს ექნება შემოქმედებითი და კარიერული წინსვლისა თუ, ინტელექტუალური განვითარების საშუალება. იუპიტერისა და ურანის ენერგოვიბრაციების შეერთება აძლევს ადამიანებს შესაძლებლობებს, შეცვალონ საკუთარი სოციალური სტატუსი, პირადი ცხოვრება, მოახდინონ ძალების გადანაწილება და შავის თეთრისგან გარჩევა. შემოქმედებით და ენერგიულ ადამიანებზე მოთხოვნა გაიზრდება, ხოლო მათი ძველი გეგმები, მეტად აქტუალურ ელფერს შეიძენს, დაიმსახურებს როგორც საზოგადოების, ასევე სახელმწიფოს მხრიდან ყურადღებას. ამასთანავე, პლანეტა ნეპტუნის ზეგავლენა, რომელიც იმყოფება მერწყულისა და თევზების ზოდიაქოთა გასაყარზე, ხელს შეუწყობს გრძნობებისა და ინტუიციის გააქტიურებას, რაც, თავის მხრივ, მეტად განაპირობებს ორიენტაციას ფინანსურ და საქმიან კავშირებზე. ყოველივე ეს ხელს შეუწყობს მინიმალური ხარჯით წარმატების მოპოვებას. აღმავალი კარმული კვანძის ადგილმდებარეობა ცის კაბადონზე მთელი წლის განმავლობაში, ასევე შეუწყობს ხელს, აუცილებელი რეორგანიზაციის ჩატარებას, მათ შორის, სახელმწიფო აპარატში, სამთავრობო და ძალისმიერ სტრუქტურებში. ამიტომ, არაერთი ჩინოვნიკი და სახელმწიფო მოღვაწე დაკარგავს თავის თანამდებობას. ერთ-ერთი მთავარი პოზიტიური მოვლენა 2010 წელს უკავშირდება იმას, რომ დიდი „კოსმიური მასწავლებელი“ პლანეტა სატურნი დატოვებს ქალწულის ნიშანს და გადაინაცვლებს სასწორის ზოდიაქოში, რითაც დასრულდება სატურნის დაძაბული ურთიერთობა ოპოზიციურ პლანეტა ურანთან, რომლის ზეგავლენა 2008-2009 წლებში ქმნიდა კრიზისულ მოვლენებს, აპირისპირებდა ტრადიციებს რეფორმატორულ-ნოვატორულ ტენდენციებთან, აპირისპირებდა ძველ და ახალ თაობას. სასწორის ზოდიაქოში სატურნი კარგად გრძნობს თავს, ანუ იმყოფება აღმშენებლურ ასპექტში, ამიტომ ის უფრო ეფექტურად შეუწყობს ხელს ახალი ურთიერთობების ჩამოყალიბებას, მათ შორის – საერთაშორისო დონეზე, სახელმწიფო ძალაუფლებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების გაძლიერებას. 2010 წელს გაგრძელდება ბრძოლა კორუფციასთან, ხოლო ახალი ადამიანები, რომლებიც მოვლენ მთავრობაში, უფრო აქტიურად იმუშავებენ ახალ კანონებზე, რათა სასიკეთოდ შეცვალონ ურთიერთობა საზოგადოებასა და პოლიტიკურ ორგანიზაციებს შორის.

– ამბობენ, ვეფხვის წელიწადი პოლიტიკურად მშვიდი ნამდვილად არ იქნებაო. თქვენ რას გვეტყვით, რას გვპირდებიან ამ კუთხით მომავალ წელს ვარსკვლავები?

– ვეფხვის წელიწადს მშვიდს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ, რადგან გადაყენებული ან წამსვლელი ლიდერები ეცდებიან ძალაუფლების შენარჩუნებას, რასაც მოჰყვება სკანდალები, მათ შორის, სკანდალური პუბლიკაციები პრესაში. ვეფხვის წელიწადში მეტი ყურადღება მიექცევა იმ ღონისძიებებს, რომლებიც უკავშირდება ახალგაზრდა თაობის სწავლას, პენსიონერებს, ინვალიდებს. ახალი კანონები ცვლილებებს შეიტანენ იპოთეკურ სესხებსა და საბინაო პირობების გაუმჯობესების საკითხებში. თუმცა, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სატურნსა და პლუტონს შორის დაძაბულობა გვამცნობს, რომ ეს კანონები 2010 წლის მსვლელობაში ვერ მიიღებენ სათანადო მატერიალურ დაფინანსებას, ამიტომ მათი რეალიზება მეტად მოხდება 2011-2012 წლებში. შემოქმედებით და სულიერად განვითარებული ადამიანებისთვის მოსალოდნელია კარიერული წინსვლა, მათგან ახალი ლიდერების ჩამოყალიბება. ისინი ამ წელს ახალი ფორმით ძველი გეგმების განხორციელებასაც შეძლებენ. ვეფხვის წელიწადი ხელს უწყობს ფართო ფენების მასობრივ გამოსვლებს მთავრობის წინააღმდეგ, ეკონომიკურად კი არასტაბილური პერიოდი გველის. სოციალურ-პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მოსალოდნელია ხასიათებისა და ინტერესების სერიოზული შეჯახება, ამიტომ, არ არის გამორიცხული ახალი ადამიანების წინა პლანზე გამოჩენა და გავლენის სფეროების გადანაწილება. ტრადიციულად, ვეფხვის წელიწადში შეიმჩნევა დიდი რაოდენობით მოხელეების გადადგომა თანამდებობებიდან, ახალი სახეების დანიშვნა, მოულოდნელი ცვლილებების განხორციელება, მათ შორის, მაღალ სახელმწიფოებრივ დონეზე, ახალი ტენდენციების გამოვლენა დიპლომატიაში და ახალი ბიზნესსახეების გამოჩენა. ამიტომ, ეს წელიწადი საკმაოდ რთულია ყველა კატეგორიის ხელმძღვანელი პირებისთვის, სახელმწიფო ლიდერებისთვის. ბევრი ადამიანი გამოავლენს გადამეტებულ ემოციურობასა და იმპულსურობას, იმოქმედებს ყოველგვარი მორალისა და ეთიკის გარეშე. მთლიანობაში, ვეფხვის წელიწადი – ეს არის დიდი ცვლილებების პერიოდი, როგორც პოლიტიკურ, ასევე, ეკონომიკურ სფეროში, ამიტომ ის ხელს შეუწყობს მასების აქტიურობის გამოვლენას და ახალი, უშიშარი ლიდერების „დაბადებას“. ეს წელიწადი დაკავშირებულია მშვიდი ლითონის სტიქიასთან, თუმცა მისი შინაგანი ცეცხლის იან-ენერგია მეტად განაპირობებს განახლებებს, განწმენდას, სულიერ განვითარებას, ბედ-იღბლის შეცვლას. აღმოსავლეთში ამბობენ, რომ ვეფხვის წელიწადი საჭიროა იმისთვის, რომ გამოვლინდეს საუკეთესო ჩვენს შორის. ამიტომ წელს მოსალოდნელია არა მარტო განწმენდა „მავნე ნაერთებისგან“ და ფარული ნიჭის გამოვლენა, არამედ ის ხელს შეუწყობს წარსულის გამოცდილების გამოყენებასა და შესაძლებლობების ახალი გზების მოძიებას, გლობალური მასშტაბის პრობლემების გადაწყვეტას. ვეფხვის წელიწადში პოლიტიკურ სფეროში, როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოში, მოსალოდნელია მსხვილი პოლიტიკური სკანდალები, დაპირისპირებები, დაინტერესებათა სფეროს შეჯახება, სამხედრო გადატრიალება და ასე შემდეგ. აღმოსავლეთში ამბობენ, რომ ვეფხვი შეტევაზე გადადის წლის პირველ ნახევარში, მეორეში კი ის მონადირებულ მსხვერპლს ბოლომდე მიირთმევს. ამიტომ, მაქსიმალური ყურადღებაა საჭირო ახალი წინადადებების, სიტუაციებისა და მოვლენების მიმართ წლის დასაწყისში, რადგან ამით გასაგები გახდება, როგორ დაიწყება და როგორ დასრულდება წელიწადი. გარდა ამისა, ლითონის სტიქია აღმოსავლეთში დაკავშირებულია შემოდგომის პერიოდთან, ამიტომ წლის ამ დროს შეიძლება გამოვლინდეს ვეფხვის წელიწადის ძირითადი პოზიტიური და ნეგატიური ტენდენციები. ზოგი ადამიანი ამ პერიოდში მიაღწევს ახალ პროფესიულ ან მატერიალურ წარმატებას, ზოგი კი დაშვებულ შეცდომებს გააანალიზებს. აქვე გეტყვით, რომ ვეფხვის წელიწადში მოიმატებს ადამიანებში სექსუალურობა და შემოქმედებითი ნიჭის გამოვლენის უნარი. იმასაც გეტყვით, რომ ამ წელს სასიყვარულო ურთიერთობები არასტაბილურ სახეს მიიღებს, საქმიანი კავშირები მოგთხოვთ სერიოზულ ტრანსფორმაციას, კონკურენტული ბრძოლა კი ხშირად ულმობელი იქნება. ვეფხვის წელიწადში წარმატება იმათ მხარეზე იქნება, ვინც შეძლებს არა მარტო სასიყვარულო, მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობების გამოყენებას, არამედ კონკრეტული მიზნის დასახვასაც.

– კონკრეტულად, ასტროლოგიური კუთხით, რა ცვლილებებია მოსალოდნელი წლის დასაწყისში?

– წლის დასაწყისში, 25 იანვრიდან 7 თებერვლამდე, მოსალოდნელია კოსმიური ენერგიების საშუალო ძალის ნეგატიური ზეგავლენა დედამიწის ბიოსფეროზე, რაც მეტად განაპირობებს ავარიების, ტრავმების, დეპრესიის, აგრესიის, შეცდომების დაშვების, კონფლიქტების ალბათობას როგორც პირადი კუთხით, ასევე სახელმწიფოებს შორის; მოიმატებს ჯანმრთელობის გაუარესება ეპიდემიის ფონზე. თებერვალში, განსაკუთრებით კი 5-10 რიცხვების შუალედში, მაღალია მიწისძვრისა და სხვა ეკოლოგიური თუ ტექნოლოგიური კატასტროფების ალბათობა, რაც ითხოვს სათანადო ყურადღებას შესაბამისი სამსახურების მხრიდან. ამ პერიოდში მსოფლიოს ეკონომიკაში მოსალოდნელია აქციათა ფასების მნიშვნელოვანი ცვლილებები, ვალუტის კურსის არასტაბილურობა. გართულდება კრიმინოგენური სიტუაცია, მაღალია ტერორისტული აქტების წარმოქმნა, პროვოკაციების ალბათობა, მათ შორის საქართველოს საზღვრისპირა რეგიონებში, კერძოდ, აფხაზეთსა და სამაჩაბლოში.

– სიტუაცია გამოსწორებას რა პერიოდში დაიწყებს?

– საერთო სიტუაცია გაუმჯობესებას დაიწყებს 28 თებერვლიდან, ამიტომ მარტი შედარებით პოზიტიურ ელფერს შეიძენს, თუმცა, 6-10 მარტის შუალედში არ არის გამორიცხული გარკვეული ცვლილებები პოლიტიკურ ასპარეზზე, როგორც ჩვენთან, ასევე რუსეთში. შესაძლებელია, შეიცვალოს ზოგიერთი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ლიდერი, რომლებმაც ვერ შეძლეს თებერვალში წარმოქმნილი პრობლემების სწორად შეფასება და მათი გადალახვა. მარტის მეორე ნახევარი უფრო სასიკეთო კოსმიური ენერგიებით იქნება გაჯერებული, ამიტომ შიდა და გარე წრეებში წარმოქმნილი წინააღმდეგობები და კონფლიქტები ამ პერიოდში უფრო ადვილად და ნაკლები ძალისხმევით მოგვარდება.

– პოლიტიკურ-საზოგადოებრივად, ვეფხვის წელიწადში წლის რომელი პერიოდია ყველაზე არასტაბილური?

– აპრილი, მაისი და ივნისი ყველაზე არასტაბილური პერიოდებია მთელი 2010 წლის განმავლობაში. კოსმიური ენერგიების დისჰარმონიული ზეგავლენა უკვე თვალში საცემი გახდება 3-8 აპრილის პერიოდში. ამ დროს მოსალოდნელია ეთნიკური პრობლემების გამწვავება, ჯანმრთელობის გაუარესება, სამხედრო დაპირისპირება, მათ შორის რუსეთთან და შეიქმნება დესტაბილიზაცია სავაჭრო სფეროში. ანალოგიური სიტუაცია შეიძლება, განმეორდეს 23 აპრილისა და 12 მაისის შუალედში. აპრილის შუა პერიოდი კი შედარებით პოზიტიური და ჰარმონიული იქნება. ის ხელს შეუწყობს არსებული პრობლემების კონსტრუქციულად გადაწყვეტას. ბიოსფეროს მდგომარეობა მაისში, განსაკუთრებით მის პირველ ნახევარში, ნეგატიურ გავლენას მოახდენს ჯანმრთელობაზე და ადამიანთა შორის ურთიერთობაზე. მხოლოდ 12 მაისის შემდგომ გახდება სიტუაცია სტაბილური, ურთიერთობები კი ჰარმონიულ ელფერს შეიძენს. ამ პერიოდში გაუმჯობესდება და გაფართოვდება ეკონომიკური და კულტურული, ასევე საქმიანი კავშირები. მეტი შესაძლებლობა მიეცემა ბიზნესის განვითარებას, საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ურთიერთობებს, 25 მაისიდან კი დედამიწა გადაინაცვლებს ძლიერ დისჰარმონიული კოსმიური ენერგიების ზონაში, რაც კვლავ განაპირობებს ტექნო და ეკოლოგიურ კატასტროფებს, ხანძრების, საავტომობილო და სარკინიგზო ავარიების მატებას. ამ პერიოდში განსაკუთრებული ყურადღება ესაჭიროება ოპერაციებს, რადგან მათმა შეცდომით ჩატარებამ, შესაძლოა, შექმნას გარკვეული პრობლემები, მათ შორის, საჰაერო ტრანსპორტთან მიმართებაში. ამას გარდა, შესაძლებელია, წარმოიქმნას სირთულეები აეროპორტებში, სადგურებში, რაც გამოწვეული იქნება ტექნიკური გაუმართაობით ან მოძრაობის გრაფიკის ცვლილებით. ამიტომ, 25 მაისიდან 10 ივნისის ჩათვლით პერიოდი რთულია მოგზაურობისა და საქმიანობისთვის. 20-28 ივნისის შუალედში კვლავ მოიმატებს პრობლემები, კონფლიქტები, ამიტომ, მოსალოდნელია პარტნიორული ურთიერთობების დაძაბვა, აქციათა ფასისა და ვალუტის კურსის ცვალებადობა.

– წლის მეორე ნახევარიც მსგავს არასტაბილურ გარემოს გვპირდება?

– თითქმის მთელი ივლისი პოზიტიური პერიოდია, განსაკუთრებით – 8-21 ივლისის შუალედი. ის მეტად შეუწყობს ხელს პრობლემებისა და კონფლიქტების გადაწყვეტას, ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, მეგობრული და პოლიტიკური კავშირების განმტკიცებას, ახალ პოზიტიურ ცვლილებებს. 28 ივლისის შემდეგ კი დედამიწა კვლავ აღმოჩნდება დისჰარმონიული კოსმიური ენერგიების ზონაში, რომელიც 23 აგვისტომდე გასტანს და, ალბათ, ამ პერიოდს შეიძლება ეწოდოს ყველაზე დესტრუქციული ზონა მთელი წლის განმავლობაში. ამ პერიოდში მაღალია სტიქიური უბედურებების, ტექნოგენური ავარიების, სამხედრო კონფლიქტების, სახელმწიფოებს ან ცალკეულ პირებს შორის ურთიერთობების დაძაბვის სიხშირე, ეკონომიკის მდგომარეობის გაუარესების ალბათობა. ყურადღებას ითხოვს გულ-სისხლძარღვთა სისტემა. შესაძლოა, პრობლემები შეიქმნას ვაჭრობის სფეროშიც, სავაჭრო ადგილების შემცირების გამო. ამ დროს ადამიანთა ხასიათში მოიმატებს აგრესიულობა, ძალადობისადმი მიდრეკილება. მაღალია ასევე, შეცდომების დაშვების გამო სატრანსპორტო ავარიების ალბათობაც. პოლიტიკოსების მიერ ამ დროს მიღებული არაპოპულარული გადაწყვეტილებები და მორალურად დაძველებული კანონების გამოყენება, გამოიწვევს მღელვარებას და მიტინგების ტალღის აგორებას საზოგადოებაში, რაც გამოიწვევს ეკონომიკური და სოციალური სიტუაციის გართულებას, მათ შორის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. 23 აგვისტოს შემდეგ დედამიწა გამოვა დისჰარმონიული ენერგიების ზონიდან და 2-15 სექტემბრის შუალედში შესაძლებელი იქნება უმრავლესი შექმნილი პრობლემის მოგვარება ან სასიკეთოდ გადაწყვეტა, გარკვეული დანაკარგების კომპენსირება. ამ პერიოდში ხასიათში მოიმატებს ოპტიმიზმი, შესაძლებელი იქნება კულტურული და საქმიანი კავშირების განახლება, გაუმჯობესდება როგორც ცალკეული ადამიანებს, ასევე, ორგანიზაციებსა და სახელმწიფოებს შორის ურთიერთობა. სექტემბრის ბოლოს კი გაუმჯობესდება ჯანმრთელობის მდგომარეობა და ადამიანთა ემოციური ფონი. ამ დროს მოსალოდნელია აგრეთვე, კონსტრუქციული და ევოლუციური ცვლილებები.

– როგორც მივხვდი, შედარებით გამოსწორდება სიტუაცია ვეფხვის წელიწადის ბოლო დეკადაში და მშვიდად და პოზიტიური განწყობით შევძლებთ მთელი განვლილი წლის მოვლენების ანალიზს?

– საერთო ჯამში, მეტ-ნაკლებად მშვიდი და პოზიტიური პერიოდია ოქტომბრის, ნოემბრისა და დეკემბრის პერიოდი, ანუ წლის ბოლო დეკადა. ის ხელს შეუწყობს შემდგომ ურთიერთკავშირების განვითარებას და სხვადასხვა ქვეყნებსა და ცალკეულ ადამიანებს შორის, გაუმჯობესდება მატერიალური მდგომარეობა. 1-20 ოქტომბრის შუალედში სასიკეთო ცვლილებების პერიოდია ყველა სფეროში, კერძოდ, ის ხელს შეუწყობს მშვიდობიან მოლაპარაკებებს, შემოქმედებითი გეგმების დასახვას და მათ ასრულებას, ბიზნესის პერსპექტიულ განვითარებას. საშუალო ძალის ნეგატიური პერიოდი მეტად თვალშისაცემი გახდება 5 ოქტომბრიდან, განსაკუთრებით – 1 ნოემბრამდე, თუმცა, მთლიანობაში გასტანს ნოემბრის 23 რიცხვამდე. ამ დროს მოსალოდნელია ადრეული პოზიტიური ტენდენციების დამუხრუჭება ეკონომიკასა და სოციალურ სფეროში. მაღალი იქნება აურის ენერგოდაბინძურების, მათ შორის, შავი მაგიის გამოყენებით კონკურენტების მოშორების ალბათობა. ხასიათში მოიმატებს შური, აგრესია, ეჭვიანობა, სამაგიეროს გადახდის სურვილი, რაც დაძაბავს სიტუაციას. ამ პერიოდში ნუ გათქვამთ საიდუმლო ინფორმაციას, რადგან შემდგომ გამოიყენებენ თქვენ საწინააღმდეგოდ. მოსალოდნელია, აგრეთვე, სოციალური მღელვარების დიდი ალბათობაც. გამწვავდება საქართველოს საზღვრებზე ურთიერთობა. დეკემბერი მეტად სასიკეთო ენერგიების მქონე აღმოჩნდება, ამიტომ ამ თვის პირველ ნახევარში შესაძლებელი იქნება არაერთი საკითხისა და პრობლემის გადაწყვეტა მოლაპარაკებების გზით, ცალკეულ აპარატებს, სახელმწიფოებსა და ადამიანებს შორის. დეკემბერი მეტად შეუწყობს ხელს ეკონომიკის განვითარებას, პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლას. დეკემბრის მეორე ნახევარი, ასევე, მეტად შეუწყობს ხელს ხელმძღვანელი პირების შეცვლას, ახალი ლიდერების გამოვლენას, ხოლო მათი პოზიტიური და არაორდინარული იდეები კი მეტად განაპირობებს რეალური გეგმების დასახვასა და ევოლუციური კანონების დანერგვას.


скачать dle 11.3