საქართველოს ლატარიის კომპანია საქართველოს მოსახლეობას რევოლუციურ სიახლეს სთავაზობს
2009 წლის 21 დეკემბრიდან ქვეყნის მოქალაქეებს შეუძლიათ, შეიძინონ „ლოტოს“ ბილეთები და შეარჩიონ 6 იღბლიანი ციფრი 49 ციფრიდან. ეს არის საერთაშორისო სტანდარტებისა და თამაშის პრინციპის მქონე პროექტი, რომელსაც საქართველოს ლატარიის კომპანია კვირაში ერთხელ, ყოველ სამშაბათს შემოგთავაზებთ.
ლოტოს პირველი გათამაშება შედგება 29 დეკემბერს, ტელეკომპანიების – „იმედისა“ და „რუსთავი 2-ის“ ეთერში, 20.55 საათზე და თითოეული თქვენგანი შეძლებს, პირდაპირ ეთერში იხილოს შედეგები.
„ლოტოს“ ბილეთების ფასი არის 2 ლარი, რომელიც საწყის ეტაპზე მაქსიმალური პრიზის – ჯეკპოტის – 300 000 ლარის მოგების შესაძლებლობას გთავაზობთ, თუმცა, მაქსიმალური პრიზის გარდა, თითოეულ გათამაშებაზე იქნება სხვა საპრიზო კატეგორიებიც, რომლის საპრიზო ფონდი ჯეკპოტისგან დამოუკიდებლად არის განსაზღვრული.
თამაშის წესი საკმაოდ მარტივი და გასართობია: მომხმარებელმა უნდა აირჩიოს 6 ციფრი 1-დან 49 ციფრის ჩათვლით და შეიძინოს ბილეთი. ბილეთის შეძენაც მაქსიმალურად გამარტივებული წესით არის შესაძლებელი. ამისთვის კომპანია მომხმარებელს სთავაზობს შერჩევის ბარათებს, რომლებზეც გამოსახულია ცხრილები. შერჩევის ბარათების მიღება შესაძლებელია გაყიდვის წერტილებში.
6-ციფრიანი კომბინაციის შერჩევა და ბილეთის შეძენა შესაძლებელია შერჩევის ბარათის გარეშეც, ტერმინალის მეშვეობით. უბრალოდ, აკრიფეთ თქვენთვის სასურველი 6 ციფრი და მიიღეთ ლოტოს ოფიციალური ბილეთი.
ლოტოში სულ 6 სხვადასხვა საპრიზო კატეგორიაა. ბილეთი მოგებულია, თუ მომხმარებლის მიერ შერჩეული 6 ციფრიდან მინიმუმ 4 დაემთხვევა გათამაშებულ ციფრებს, აქედან – 3 ძირითად და 1 ბონუს ციფრს. პირდაპირ ეთერში გათამაშებისას ლოტოტრონის მიერ მოხდება 1-დან 49 ციფრის ჩათვლით 7 გამარჯვებული ციფრის გამოვლენა, რომელთაგან 6 არის ძირითადი და 1 დამატებითი, ბონუს ციფრი.
ნებისმიერი მოთამაშე, რომელიც შერჩეული 6 ციფრიდან დაამთხვევს ლოტოტრონის მიერ გათამაშებულ ექვსივე ძირითად ციფრს, მოიგებს მაქსიმალურ პრიზს – ჯეკპოტს.
მოგებული თანხის მიღება შესაძლებელი იქნება „საქართველოს ლატარიის კომპანიის“ სერვისცენტრსა და „სახალხო ბანკის“ ნებისმიერ ფილიალში.
პირველი და მეორე საპრიზო კატეგორიის თანხის მისაღებად უნდა მობრძანდეთ ჩვენს სერვისცენტრში, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, ¹34-ში.