საქართველოს გზები “მუზაში„
17 დეკემბერს ხელოვნების ცენტრ „მუზაში“, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინიციატივითა და ორგანიზებით გამოიფინა უძველესი ფოტოები, რომლებიც საქართველოს გზების მშენებლობას ეძღვნებოდა. გზების დეპარტამენტი ამ პროექტს უკვე დიდი ხანია, ახორციელებს, თანამედროვე საქართველოს გზები ფოტოგრაფმა გოგა ჩანადირმა თავის ფირზე აღბეჭდა. გოგას ფოტოებთან ერთად გამოფენილი ძველი, უნიკალური შავ-თეთრი ფოტოები აქამდე კერძო კოლექციაში ინახებოდა და ფართო მაყურებელს მხოლოდ ახლა უჩვენეს.