საახალწლო საჩუქარი დუეტ “ჯორჯიïასაგან„
როგორც იქნა, დუეტ „ჯორჯიას“ ურიცხვი გულშემატკივარი მათ პირველ ვიდეოკლიპს ნახავს. თამამად მინდა, აღვნიშნო, რომ ცდა ღირდა, რადგან „ჯორჯიამ“ ისეთივე თბილი, კეთილი და საყვარელი კლიპი გვაჩუქა, როგორებიც თავად მაკა და რატი არიან. სიმღერის თემა, რომლის სავარაუდო სახელწოდება „ესა-მესა“ იქნება, ვაჟა დურგლიშვილის მიუზიკლ – „სათაგურიდან“ არის აღებული. მუსიკის ავტორი, როგორც მიხვდით, რატის მამა, ბატონი ვაჟა დურგლიშვილია, ხოლო ტექსტი გივი ჭიჭინაძეს ეკუთვნის. კლიპის გადაღება საკუთარ თავზე აიღო საპროდიუსერო კომპანია „კაიმანმა“ და შედეგიც არაჩვეულებრივი მიიღო. კლიპის რეჟისორი პაატა ჭელიძეა. რაც შეეხება სიუჟეტს, კლიპში ნაჩვენებია ახალი წლის ღამე, რომელიც ყველასთვის სასწაულების მომტანი იქნება.