რუსთაველის თეატრში გიო მგელაძის სპექტაკლის პრემიერა შედგა
რუსთაველის თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე რეჟისორმა გიო მგელაძემ სპექტაკლი დადგა, პრემიერა რომლის სახელწოდებაა, „გაიღიმეთ, ჩიტი გამოფრინდება“, 19-20 დეკემბერს შედგა. რეჟისორიც და პიესის ავტორიც თავად გიო მგელაძეა. სპექტაკლში რუსთაველის თეატრის ახალგაზრდა მსახიობები: ეკა მოლოდინაშვილი, დათუნა გოცირიძე, გოგა ბარბაქაძე, რუსკა მაყაშვილი, ქეთი ხიტირი, დავით პაპუაშვილი, ზუკა პაპუაშვილი და ზაალ ბარათაშვილი მონაწილეობენ. თეატრის მოყვარულები გიოს სპექტაკლებით განებივრებული ნამდვილად არ არიან. თუ მის კინოშემოქმედებას გადავხედავთ, სავარაუდოდ, სპექტაკლიც თანამედროვე ახალგაზრდებსა და მათ პრობლემებზე იქნება.