კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სად გარბის ნუკი ყარალაშვილი პირველი და როგორ ცდილობს ის ხალხის გაოცებას


„ვიცე-მის საქართველო 2009“ ნუკი ყარალაშვილი ძალიან მხიარული და კარგი გოგონაა, იგი თავს ყოველთვის უვლის, თუმცა ამას დიდ დროს არ უთმობს. ჩვენ ინტერვიუ სწორედ მაშინ ჩავწერეთ, როდესაც „მარიონელაში“ საერთაშორისო კონკურსზე წასაღებ, სპეციალურად მისთვის შეკერილ საღამოს კაბებს ისინჯავდა.


ნუკი: თუ უნივერსიტეტში მივდივარ, ვცდილობ, მსუბუქი მაკიაჟი გავიკეთო და შესაბამისად, თავის მოსაწესრიგებლად დიდი დრო არ მჭირდება. მაგრამ, როდესაც ქასთინგზე ან საღამოს წვეულებაზე მიწევს წასვლა, მაშინ დაახლოებით, საათი – საათ-ნახევარი მჭირდება, რომ სასურველ ფორმაში ვიყო.

– სამოსს დილით არჩევ თუ წინა დღეს?

– მთავარია, მოვიფიქრო, რა სტილის სამოსი უნდა ჩავიცვა – კლასიკური, თუ სპორტული და მერე უკვე იოლად ვარჩევ ტანსაცმელს. სტილის არჩევის შემდეგ უკვე მიადვილდება გადაწყვეტილების მიღება. უნივერსიტეტში ძირითადად კედებით, სპორტულად ჩაცმული დავდივარ.

– თავად თუ იკეთებ მაკიაჟს?

– ვისწავლე მაკიაჟის გაკეთება. ყოველდღიურად არ ვხმარობ ტონალურს, შეიძლება ოდნავ წავისვა რუჟი და ტუში. როდესაც სადმე წვეულებაზე მივდივარ, მაშინ ვისვამ ტონალურს, ტუშს, თვალის ფანქარს, „ჩრდილებს“.

– როგორ უვლი სახის კანს? ჯერ პატარა ხარ და ალბათ, სერიოზული კოსმეტოლოგიური ჩარევები არ გჭირდება.

– კოსმეტოლოგთან არასდროს ვყოფილვარ, თუმცა, დამატენიანებელ ნიღბებს ყოველთვის ვიკეთებ. სხვათა შორის, მითხრეს, შოკოლადია ძალიან კარგიო და ზაფხულში გავიკეთე შოკოლადის ნიღაბი – გავადნე და დავიდე სახეზე.

– ხომ არ შემოგეჭამა?

– არა, კინაღამ სხვას შემოვეჭამე.

– როგორც მივხვდი, კონკურსისთვის თმა დაიგრძელე.

– კი, „შვარცკოფის“ ჩვენებაზე შემჭრეს ძალიან მოკლედ და ახლა დავიგრძელე. იმედია, ფინალურ შოუმდე გამიძლებს. საერთოდ, ძალიან მიყვარს თმაზე ექსპერიმენტები, როცა ვარცხნილობასთან დაკავშირებული ქასტინგია, პირველი მე გავრბივარ. შარშან თმა ამხოტრეს და ნახევარი წითლად შემიღებეს, ერთი მხარე გრძელი მქონდა, მეორე – მოკლე, სასწაული ვარცხნილობა გამოვიდა, ძალიან მომწონდა. ერთხელ, ძალიან მომინდა და თავი გადავიპარსე. ყველას უკვირს ჩემი ასეთი საქციელი, მიყვარს ხალხის გაოცება.

– ალბათ ამ ყველაფრის შემდეგ, შენს თმას განსაკუთრებული მოვლა სჭირდება.

– დიახ და სულ ვიკეთებ ნიღბებს, ბალზამს ვხმარობ, შამპუნსაც ვარჩევ, თუმცა, ერთსა და იმავეს – არა. ჩემი ბუნებრივი თმა არ არის მაინცდამაინც კარგი ხარისხის და ფენი და საღებავი ყოველთვის წვავს. შესაბამისად, ვცდილობ გავუფრთხილდე.

– ვიცი, რომ ბავშვობაში საკმაოდ ცელქი იყავი. როდის დაიწყე გაპრანჭვა, თავის მოვლა?

– დაახლოებით, ორი წლის წინ, რაც „იმიჯ-ცენტრში“ დავიწყე სიარული. ამდენ ლამაზ გოგონას რომ ვხედავდი, მივხვდი, მეც გოგონა ვიყავი და თავისთვის უნდა მომევლო, გავპრანჭულიყავი. სტილი არ შემიცვლია, უბრალოდ, უფრო დავიხვეწე, მაკიაჟის წასმა დავიწყე და ძალიან მომეწონა. თუმცა, ყოველდღიურად არავის ვურჩევ მაკიაჟის გაკეთებას, სახის კანმა უნდა დაისვენოს და ისუნთქოს.

– როგორ უვლი სხეულს, თუ გიყვარს დუშ-გელები, ბოდი-ლოსიონები?

– ვგიჟდები, ისე მიყვარს ბოდი-ლოსიონები და დუშ-გელები, მათი გამოყენება აუცილებელია. დედაჩემმა ახლახან მომიტანა „პაკო რაბანის“ ბოდი-ლოსიონი, მოტკბო სურნელი აქვს და ზამთარში ასეთი სურნელი მიყვარს. ზაფხულში უფრო გრილი, კიტრის სურნელის მქონე ლოსიონები მომწონს. სხეულის ფორმის შესანარჩუნებლად ძალიან კარგია ვარჯიში.

– როგორი სურნელის სუნამო გიყვარს?

– ზამთარში – მოტკბო, ზაფხულში კი გრილი. სუნამოს ამოჩემება არ ვიცი, მაქვს უნივერსიტეტის სუნამოები და საღამოს სუნამოები. სურნელოვანი აბაზანებიც მიყვარს. ზღვის მარილს ვხმარობ, ძალიან მომწონს.

– „პაემანის“ სუნამო არ გაქვს?

– კი, მაქვს, მაგალითად, „პაკო რაბანის ეფიქსს“, მოტკბო და თავდაჯერებული სურნელი აქვს.

– გიყვარს მასაჟები?

– ვგიჟდები მასაჟებზე, გაზაფხულსა და შემოდგომაზე ვიტარებ მასაჟების კურსს. ეს როგორც სხეულისთვის, ორგანოებისთვის, ხერხემლისთვის არის კარგი, ასევე ძალიან სასიამოვნო პროცედურა და კარგი განტვირთვაა. ჩემი მასაჟისტი მყავს, სახლში მოდის და მიკეთებს.

– როგორ ფიქრობ, მამაკაცი არ უნდა უვლიდეს თავს?

– როგორც ქალს, მამაკაცსაც სჭირდება თავის მოვლა, მოწესრიგება, სუნამოც უნდა დაისხას, თმაც უნდა ჰქონდეს წესრიგში და ფრჩხილებიც. მოკლედ, მოვლილი უნდა იყოს. სახეზე ტონალურის წასმა ზედმეტია, მაგრამ, თუ სოლარიუმში ერთი-ორჯერ წავა, არა უშავს. ისე, შეიძლება, გადაპარსული, გრძელთმიანი ან ხუჭუჭთმიანი ბიჭი მომეწონოს, მთავარია, მოწესრიგებული იყოს. ძალიან მიყვარს, როდესაც ბიჭს „ბულგარის აქვა“ ასხია.

– როდესაც ვიღაც მოგწონს, უფრო მეტად უვლი თავს?

– უფრო მეტად ვუვლი, ვცდილობ, უკეთეს ფორმაში ვიყო, სახეზეც უფრო ხშირად ვისვამ მაკიაჟს და ვიპრანჭები.

რჩევა: იმისთვის, რომ კარგად გამოიყურებოდე, ყველაზე მნიშვნელოვანია ძილი. ამიტომ, ყველას ვურჩევ, ბევრი იძინონ, რომ მერე უფრო ლამაზები იყვნენ; ხშირად არ წაისვან სახეზე კოსმეტიკური საშუალებები და ივარჯიშონ.


скачать dle 11.3