კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელმა ქალმა პოლიტიკოსებმა გაუძლეს პოლიტიკურ „ბრძოლებს წესების გარეშე“ და გახდნენ ყველაზე გავლენიანები მსოფლიო პოლიტიკის ისტორიაში


10 ყველაზე სკანდალური, საინტერესო და უცნობი ფაქტი

სოციოლოგების გამოკითხვით, პლანეტის მამაკაცების უმეტესობას მიაჩნია, რომ პოლიტიკაში ქალის ადგილი არ არის; მათი აზრით, ქალი სახლში უნდა იჯდეს და ოჯახს უვლიდეს. ამ თეორიის საპირისპიროდ, ჟურნალი „თბილისელები“ შემოგთავაზებთ ბოლო პერიოდის ყველაზე ცნობილი ქალი-პოლიტიკოსების ათეულს, რომლებმაც გაუძლეს პოლიტიკურ „ბრძოლებს წესების გარეშე“ და თავისი წვლილი შეიტანეს თანამედროვე მსოფლიოს ფორმირებაში.

1. არა მარტო მომხიბლავმა გარეგნობამ და გონებრივმა შესაძლებლობებმა, უკრაინელი იულია ტიმოშენკო ბოლო პერიოდის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ქალ-პოლიტიკოსად აქცია როგორც პოსტსაბჭოთა სივრცეში, ისე დანარჩენ მსოფლიოში. „ნარინჯისფერი რევოლუციის“ სიმბოლო ტიმოშენკო უკრაინის 2010 წლის საპრეზიდენტო არჩევნების გამარჯვების სავარაუდო კანდიდატად ითვლება და, იმის გათვალისწინებით, რომ 46-მილიონიანი უკრაინის ლიდერობა მომავალში, შეიძლება, მან იტვირთოს, რთული გამოსაცნობი არ არის, თუ რატომ მოხვდა ტიმოშენკო თანამედროვეობის ათ ყველაზე გავლენიან ქალ-პოლიტიკოსთა რიცხვში.

2. სირივამო ბანდარანაიკე 1960 წელს კუნძულ ცეილონის (ამჟამად შრი-ლანკის) პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი გახდა. ეს თანამდებობა მას მეუღლის, პრემიერ-მინისტრ სოლომონ ბანდარანაიკეს სიკვდილის შემდეგ ერგო, ცნობისთვის, სოლომონი მისი პოლიტიკით უკმაყოფილო ბუდისტმა ბერმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა. პრემიერ-მინისტრის პოსტი სირივამოს სამჯერ ეკავა 1960-1965, 1970-1977 და 1994-2000 წლებში. აღსანიშნავია, რომ მესამე პრემიერ მინისტრობის პერიოდში შრი-ლანკის პრეზიდენტი მისი ქალიშვილი, ჩანდრიკა კუმარატუნგე იყო.

3. ბენაზირ ბჰუტო – ისლამური რესპუბლიკა პაკისტანის პრემიერ-მინისტრი 1988-1990 და 1993-1996 წლებში. თანამედროვე მსოფლიოში პირველი ქალი-პოლიტიკოსი, რომელიც მუსლიმანებით დასახლებული ქვეყნის მინისტრთა კაბინეტს ედგა სათავეში. ბენაზირი ისლამური სამყაროს ისტორიაში პირველი ქალი-მმართველი იყო. იგი აქტიურად იბრძოდა კორუფციისა და სიღარიბის წინააღმდეგ, თუმცა 1996 წელს მისი გადადგომა სწორედ კორუფციულ სკანდალს უკავშირდებოდა, რის შემდეგაც იგი იძულებული გახდა, რამდენიმე წლით დაეტოვებინა პაკისტანი. 2007 წელს პაკისტანის ქალაქ რავალპინდში გამართულ მიტინგზე ბენაზირ ბჰუტო მოკლეს ტერორისტული აქტის დროს. აღსანიშნავია, რომ ბჰუტოს პირად დაცვას ეცვა ჯავშანჟილეტები, ხოლო თვითონ ბენაზირს – არა. ტერორისტმა გულსა და კისერში ესროლა ბჰუტოს, რის შემდეგაც თავი აიფეთქა.

4. კორასონ აკინო – ფილიპინების პრეზიდენტი 1986-1992 წლებში. ის იყო პირველი პრეზიდენტი ქალი აზიის ქვეყნებში. ჟურნალმა „თაიმმა“ 1986 წელს აკინო „წლის ადამიანად“ დაასახელა. გარდა ამისა, იმავე ჟურნალმა ის მეოცე საუკუნის 20 ყველაზე გავლენიან აზიელს შორის მოიხსენია.

5. ლიბერიელი „რკინის ლედი“, ეკონომისტი ელენ ჯონსონ-სირლიფი პირველი ქალია, რომელიც სათავეში ჩაუდგა აფრიკულ სახელმწიფოს. პოლიტიკური მიმომხილველები ჯონსონ-სირლიფს მარგარეტ ტეტჩერს ადარებენ და „აფრიკელ რკინის ლედად“ მოიხსენიებენ. აღსანიშნავია, რომ საპრეზიდენტო არჩევნების დროს, ჯონსონ-სირლიფმა ხმების რაოდენობით, უკან მოიტოვა ყოფილი ლიბერიელი ფეხბურთელი, ლეგენდარული ჯორჯ ვეა.

6. გერმანიის მოქმედი კანცლერი, ანგელა მერკელი ბოლო პერიოდის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ქალ-პოლიტიკოსად ითვლება მსოფლიოში. მან ზედიზედ ორჯერ მოახერხა მამაკაცი კანდიდატების დამარცხება არჩევნებში. გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის ლიდერი მერკელი თამამად შეიძლება ჩაითვალოს ყველაზე გავლენიან პოლიტიკოსად როგორც ევროპაში, ისე დანარჩენ მსოფლიოში.

7. გოლდა მეიერი – ისრაელის მეოთხე პრემიერ-მინისტრი, კიევში დაიბადა. იგი იყო ისრაელის პირველი სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი საბჭოთა კავშირში. მისი პრემიერ-მინისტრობის პერიოდში ისრაელის მთავრობაში იმატა უთანხმოებამ მმართველ კოალიციაში, რამაც შემდგომში იომ-ქიფურის, ანუ, 1973 წლის არაბეთ-ისრაელის ცნობილი ომი გამოიწვია. მისი გადადგომის შემდეგ ქვეყნის მმართველობა იცხაკ რაბინმა ჩაიბარა. გოლდა მეიერის პირადი ბრძანების თანახმად „მოსადის“ აგენტებმა მოძებნეს და გაანადგურეს პალესტინური ტერორისტული ორგანიზაცია „შავი სექტემბრის“ მებრძოლები, რომლებმაც 1972 წელს მიუნხენის ოლიმპიადაზე ტერორისტული აქტი მოაწყვეს ებრაელი სპორტსმენების წინააღმდეგ.

8. ბარონესა მარგარეტ ტეტჩერი – დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი 1979-1990 წლებში, ცნობილი, როგორც „რკინის ლედი“; პირველი და ჯერჯერობით უკანასკნელი ქალია, რომელსაც ეკავა პრემიერ-მინისტრის პოსტი ბრიტანეთში. დასავლეთში ის ითვლება „ცივი ომის“ გამარჯვებულად ამერიკის პრეზიდენტ რონალდ რეიგანთან ერთად. მარგარეტ ტეტჩერის „რკინის ლედის“ სტილს დღემდე ჰყავს თაყვანისმცემლები. თანამედროვე ქალი-პოლიტიკოსები, რომლებიც პრეტენზიას აცხადებენ მსოფლიო ლიდერობაზე, ცდილობენ, რომ რაღაცით მაინც დაემგვანონ მას.

9. ინდირა განდი – ინდოეთის პრემიერ-მინისტრი 1966-1977 და 1980-1984 წლებში; მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი პოლიტიკოსი ქალი, რომელსაც ინდოელი ხალხი „ერის დედად“ მოიხსენიებს. მისი განკარგულებებიდან კი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ადგილი „იძულებითი სტერილიზაციის“ პოლიტიკას უკავია. ამ გზით განდიმ დემოგრაფიული კრიზისის გამომწვევი პრობლემების მოგვარებას დაუდო სათავე. ინდირა განდი საკუთარმა პირადმა მცველმა მოკლა, მისი ფერფლი ჰიმალაების თავზე გაფანტეს.

10. მისი უდიდებულესობა დედოფალი ელიზაბეთ მეორე – დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის მოქმედი მონარქი. იგი ასევე არის თანამეგობრობის 15 სახელმწიფოს დედოფალი, ანგლიკანური ეკლესიის მმართველი, შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი და კუნძულ მენის ლორდი. ალბათ, საკმარისია იმ რეგალიების ჩამოთვლა, თუ რატომ ითვლება ელიზაბეთ მეორე ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ქალად მსოფლიო პოლიტიკაში უკანასკნელი 50 წლის განმავლობაში.


скачать dle 11.3