კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ირაკლი ბათიაშვილის ქალიშვილი ვალერი გელაშვილის რძალი გახდა

ირაკლი ბათიაშვილის უმცროსი ქალიშვილი, 19 წლის ირინა, ცოლად ვალერი გელაშვილის უფროს შვილს, ვალერის მიჰყვება. შეყვარებულმა წყვილმა მშობლებთან ერთად საქორწინო თარიღიც კი დათქვეს. მეგობრები და ყოფილი პოლიტიკური პარტნიორები, ირაკლი ბათიაშვილი და ვალერი გელაშვილი ოფიციალურად სექტემბერში დამოყვრდებიან, მანამდე კი ახალდანიშნულები საკუთარ ოჯახებში იცხოვრებენ. ირინა ამჟამად დედასთან ერთად ვილნიუსში იმყოფება – ის გელაშვილების ოჯახს სტუმრად რამდენიმე დღით ეწვია. მომხიბვლელი პატარძალი ქართულმა საზოგადოებამ მას შემდეგ გაიცნო, როცა ის მამის დაკავების შემდეგ ახალგაზრდების ოპოზიციურ მოძრაობაში ჩაერთო. რაც შეეხება სიძეს, უმცროს ვალერი გელაშვილს, ის 23 წლის არის, განათლება უცხოეთის პრესტიჟულ სასწავლებლებში აქვს მიღებული და გაცნობისთანავე ძალიან კარგ და სასიამოვნო შთაბეჭდილებას ტოვებს. ახალგაზრდების დაქორწინების ამბავი ბატონმა ვალერიმ ექსკლუზიურად გაგვანდო. ვულოცავთ ირინასა და ვალერის ოჯახის შექმნას, დიდ ბედნიერებას და გამრავლებას ვუსურვებთ!

– ბატონო ვალერი, გილოცავთ შვილის გაბედნიერებას. როგორ დაიწყო ირინასა და ვალერის სიყვარულის ისტორია?

– ირინამ და ვალერიმ ერთმანეთი ჩვენგან, მშობლებისგან გაიცნეს. რამდენიმე წელია, რაც მე და ირაკლი ვმეგობრობთ, კარგი ურთიერთობა აქვთ ჩვენს მეუღლეებსაც. როდესაც ჩვენ საქართველოში ჩამოვდიოდით, ხშირად ვხვდებოდით ხოლმე ერთმანეთს, ოჯახებშიც მივდიოდით სტუმრად ერთმანეთთან. გასულ წელს ჩემი შვილი საკმაოდ დიდხანს დარჩა თბილისში და მაშინ უფრო ახლოს გაიცნო ირინა. ზუსტად არ ვიცი, როდის გაჩნდა მათ შორის გრძნობა, მაგრამ, მეც და ირაკლიც მივხვდით, რომ მათ ერთმანეთი მოსწონდათ. მოგვიანებით ამის შესახებ ვალერი თავად გამომიტყდა, მითხრა, მამა, ირინა ძალიან მომწონსო. მე ჩემს შვილთან ძალიან მეგობრული ურთიერთობა მაქვს, ჩვენ ძალიან ბევრ რამეზე ვსაუბრობთ ერთმანეთთან და ვიცოდი, რომ არც თავის გრძნობებს დამიმალავდა. თუმცა, მეც და ირაკლიც მაინც ვაკონტროლებდით ჩვენს შვილებს. მე არასდროს არაფერი გამომპარვია ვალერის შესახებ და არც ეს დამრჩებოდა გაუგებარი. სიმართლე გითხრათ, ძალიან გამიხარდა ეს ამბავი, რადგან, ჯერ ერთი, მინდოდა, რომ ჩემს შვილს ქართველი გოგონა მოეყვანა ცოლად, ამას გარდა, ჩემი მეგობრის შვილი თუ გახდებოდა მისი ცოლი, ამას რა სჯობდა?! (იცინის) ახლა მე და ირაკლი უკვე ახლო ნათესავებიც გავხდებით და დავმოყვრდებით.

– ეს ქორწინება თქვენ და ბატონ ირაკლის პოლიტიკურადაც უფრო დაგაახლოვებთ.

– არა, მე პოლიტიკური გეგმები არ მაქვს და სამომავლოდ ჩემს ცხოვრებას პოლიტიკას აღარ დავუკავშირებ, თუმცა, რა თქმა უნდა, ყოველთვის დავრჩები ჩემი მეგობრებისა და „რესპუბლიკური პარტიის“ ერთგული. ეს ქორწინება ნამდვილად არაა პოლიტიკური ქორწინება, არც მე და არც ირაკლის სამაგისო არაფერი გვჭირდა. ჩვენს შვილებს ერთმანეთი შეუყვარდათ და ჩვენთვის ეს ახალი ცხოვრების და დიდი ბედნიერების დასაწყისი გახდა.

– უფროსები არ ჩარეულხართ მათ ურთიერთობაში?

– მეც და ირაკლიმაც ვიცოდით, რომ ერთმანეთს ხვდებოდნენ, მაგრამ არ დაგვიშლია. პირიქით, გვინდოდა კიდეც, რომ გადაწყვეტილება მიეღოთ. მათი ბედნიერება ჩვენთვის ასმაგად დიდი ბედნიერებაა. მას შემდეგ, რაც ირინამ და ჩემმა შვილმა უფრო ხშირად დაიწყეს შეხვედრები, ჩვენც ჩაგვაყენეს საქმის კურსში და ყველაფერი ერთობლივად გადავწყვიტეთ. ჩვენ ახლა ჩავერევით საქორწინო სამზადისში და ყველანაირ მხარდაჭერას გავუწევთ ჩვენს შვილებს. ის, რომ ჩემი შვილი საქართველოში დაბრუნდება, ძალიან მახარებს. მე ბევრჯერ გადავწყვიტე მანდ ჩამოსვლა, მაგრამ ხან რამ შემიშალა ხელი, ხან – რამ, თუ ჩემი შვილები გადმოვლენ მანდ სამუდამოდ საცხოვრებლად ეს ჩემთვის დიდი ბედნიერება იქნება. ის კი დანამდვილებით ვიცი, რომ ვალერი და ირინა საქართველოში იცხოვრებენ. მინდა, რომ ვალერის ბიზნესი ჩავაბარო, ის წლების განმავლობაში ბიზნესის ადმინისტრირებას სწავლობდა, განათლება შვეიცარიაში, ლოზანაში აქვს მიღებული. 10 წლის იყო, როცა უცხოეთში გავგზავნე სასწავლებლად, მინდოდა, რომ სრულყოფილი სწავლა-განათლება მიეღო. ერთი წელი ლიტვურ ჯარშიც კი გავუშვი, რომ ცხოვრებისეული გამოცდები ჩაებარებინა. საკუთარი შვილის ქება არ ვარგა, მაგრამ ჩემი შვილით ძალიან კმაყოფილი ვარ, ირინაც ძალიან მომწონს, კარგი გოგონაა.

– ოფიციალური ნიშნობა უკვე შედგა?

– უფროსებიც შევთანხმდით ყველაფერზე და უმცროსებიც... (იცინის) მე ვიყავი ჩამოსული თბილისში, შევხვდი ირაკლის და ყველაფერზე მოვილაპარაკეთ. ახლა ირინა დედასთან ერთად ვილნიუსშია ჩამოსული, სტუმრად არიან ჩვენთან. მინდა, რომ უკეთესად გაიცნონ ჩვენი ოჯახი, უფრო მეტი დრო გაატარონ ბავშვებმა ერთად. მაია და ირაკლი ნამყოფები არიან ლიტვაში, მაგრამ მინდოდა, რომ ირინასაც ენახა აქაურობა. ათი დღე მაინც დარჩება აქ, დაათვალიერებს ქალაქს, გაიცნობს ჩვენი ოჯახის ახლობლებს. მთლად ტრადიციულად არ გამოგვდის ქორწინების წინა სამზადისი, ხან აქეთ, ლიტვაში ვართ, ხან – მანდ, მაგრამ ისე მივიყვანთ ამ საქმეს ბოლომდე, რომ ჩვენი ქართული ტრადიციები არ დავარღვიოთ – ქორწინებამდე სიძე-პატარძალი ცალკ-ცალკე იცხოვრებენ.

– რძალს საქორწინო ბეჭედი უყიდეთ?

– მგონი, მოვახერხებ რაღაცას (იცინის), საუკეთესო ბეჭედი უნდა შევურჩიო. მამამთილის როლს „ხუთიანზე“ შევასრულებ.

– ქორწილი როდის შედგება?

– ქორწილს გადავიხდით 20 სექტემბერს, თბილისში. საქორწინო ცერემონიალი გაიმართება „მეტეხი პალასში“. ძალიან ლამაზ და კარგ ქორწილს ვგეგმავთ. გვეყოლება ბევრი სტუმარი. მე არ ვიცი, ვის აირჩევენ ხელისმომკიდეებად ჩვენი შვილები, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი კარგად ჩაივლის და ლამაზი და ტრადიციული ქართული ქორწილი გამოგვივა.

– რძალსა და შვილს საქორწინო საჩუქრად რა უნდა მიუძღვნათ?

– ჯერ არ გადამიწყვეტია, თუმცა, რაც მე მაქვს ყველაფერი ჩემს შვილებს ეკუთვნით და ირინაც ჩემი შვილი გახდება. მთელი ჩემი ქონება ჩემი შვილების კუთვნილებაა, მათთან გასაყოფი არაფერი მაქვს. ქორწილამდე კიდევ არის დრო დარჩენილი და კარგ საქორწინო საჩუქარზე აუცილებლად ვიფიქრებ...

თამუნა სამადაშვილი

скачать dle 11.3