კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„კეთილად“ „გამძღრები“


ანუ გაბრიყვება იოლია

საქმე სამაღარიჩოდ არა მხოლოდ ქართველ პედაგოგებს აქვთ, უამისოდ ვერც ქართველი პენსიონერები გადარჩებიან. მართალია, მათთვის, მომავალი თაობის აღმზრდელებისგან განსხვავებით, 100-ლარიანი ვაუჩერი არ მიუციათ (გასათბობად და გასანათებლად) და იმ 5 ლარსაც (ნოემბერში რომ დაუმატეს პენსიებზე, მიუხედავად სტაჟისა და დამსახურებისა) ვადა მაისამდე აქვს, სამაგიეროდ, ჩვენს მხცოვან თანამემამულეებს „სახალხო ბანკმა“ (პენსიების გამცემმა) საახალწლო სიურპრიზი მაინც მოუმზადა. კერძოდ, პენსიონერებს ამიერიდან (თუმცა არც ისაა გამორიცხული, 5 ლარისა არ იყოს, მხოლოდ მაისამდე) წინასწარ არა მხოლოდ 3, მთელი 5 თვის პენსიის გატანა შეუძლიათ! „სახალხო ბანკის“ ერთ-ერთმა მესვეურმა ეს სიახლე ისეთი გამომეტყველებით გვამცნო, რაზეც გურამ დოჩანაშვილის ვასიკო იტყოდა: „გავძეხიო“. მათ ამ პათოსს არც ქართული საერთო მაუწყებლები ჩამორჩნენ: გვახარეს, რომ პენსიონერებს საახალწლო სუფრის გაშლის შესაძლებლობა მიეცათ, რადგან კეთილი „სახალხო ბანკი“ ამ თანხას, სულ რაღაც, 3-პროცენტიანი განაკვეთით გასცემსო. თუმცა აღარავის დაუკონკრეტებია, თუ პენსიონერმა 5 (ან, თუნდაც, 2) თვის პენსია საახალწლო სუფრას (უფრო ზუსტად, ხეირიანად გამოკვებას) დაახარჯა, რით უნდა ისულდგმულოს შემდგომი ხუთი თვის განმავლობაში. თუმცა, ეს საქმის ისეთი პროზაული დეტალია, რაზეც ვერც „სახალხო ბანკის“ მესვეურები მოცდებოდნენ და, მით უმეტეს, ვერც საერთო მაუწყებლები.

რაც შეეხება კეთილ „სახალხო ბანკს“: ქართული ელმედიის მიერ დაქუხებული 3 პროცენტი, რეალურად 15 პროცენტია, რაც ერთ წელზე გადაანგარიშებით 36-პროცენტიანი კრედიტი გამოდის (სიამოვნებით გავესაუბრები „სახალხოელ“ კრედიტ-ოფიცერს, რომ საპირისპიროში დამარწმუნოს). კერძოდ, თუკი თქვენი 5 თვის პენსია 420 ლარს შეადგენს, მისი წინასწარ აღების შემთხვევაში მას 63 ლარი გამოაკლდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ზემოხსენებული „კეთილი“ თქვენი თითქმის ერთი თვის პენსიას თავის ჯიბეში ჩაიტოვებს. სავარაუდოდ, „კეთილები“ ან იმედოვნებენ, რომ პენსიონერები არითმეტიკას არად დაგიდევენ, ან იმას, რომ მათი გაბრიყვება ყველაზე იოლია.


скачать dle 11.3