კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რაზე გიჟდებოდა სალომე წაქაძე და როგორ უვლის თავს მისი პოლიტიკოსი მეუღლე


მშვენიერი სალომე წაქაძე, რომელიც ქვემო ქართლის გუბერნატორის, დათო კირკიტაძის მეუღლეა, საკუთარ გარეგნობაზე ზრუნვას განსაკუთრებულად დიდ დროს არ უთმობს და მიაჩნია, რომ ქალი ყველაზე ლამაზი მაშინ არის, როდესაც უყვარს.

სალომე: ყოველ დილით, როდესაც სამსახურში მივდივარ დაახლოებით, ნახევარი საათი, 40 წუთი მჭირდება მოსამზადებლად. გამომდინარე იქიდან, რომ ჩემი ცხოვრების რიტმი საკმაოდ აქტიურია, თავის მოწესრიგებაც მცირე დროში მიწევს. წინა დღეს არასდროს ვარჩევ რა ჩავიცვა, დილით რომ ვდგები, მერე ვწყვეტ ხოლმე. თუ საღამოსთვის ვემზადები, არც მაშინ ვხარჯავ დიდ დროს თავის მოსაწესრიგებლად. შემიძლია, 40 წუთში ქორწილში წასასვლელად მოვემზადო.

– ყოველდღიურად იკეთებ მაკიაჟს?

– როდესაც „საზოგადოებრივ მაუწყებელში“ მივედი სამუშაოდ, საერთოდ არ ვხმარობდი მაკიაჟს. მაგრამ, ტელევიზიის სპეციფიკიდან გამომდინარე, თითქმის ყოველდღე მიწევდა მაკიაჟის გაკეთება. მაკიაჟმა მიჩვევა იცის. ამიტომ, ჟურნალისტად 3-წლიანი მუშაობის შემდეგ, ნელ-ნელა დავიწყე რაოდენობის შემცირება. დღესდღეობით ვცდილობ, ყოველდღიური მაკიაჟი ძალიან სადა იყოს, თუმცა არის დღეები, როცა ფერად ხასიათზე ვიღვიძებ და მინდება ვარდისფერი, ან წითელი ტუჩის საცხი გამოვიყენო. მაკიაჟის გაკეთება მეხერხება, შემიძლია, საღამოს მაკიაჟიც გავიკეთო და ეს დიდ მოწონებას იმსახურებს. ხშირად მეგობრებსაც ვუკეთებ, მაგრამ საკუთარ თავზე უფრო კარგად გამომდის.

– როგორ უვლი სახის კანს?

– სახისთვის მკვდარი ზღვის ნიღაბს და მხოლოდ დამატენიანებელ მკვებავ კრემს ვხმარობ, რომლებიც არ არის ძალიან პოპულარული ფირმის. აფთიაქში ვამჯობინებ ხოლმე ყიდვას. ვფიქრობ, ნაკლებად იქნება ქიმიური. სახის კანი სულ ოთხჯერ-ხუთჯერ მექნება გაწმენდილი, ისიც ზედაპირულად. კოსმეტოლოგის თქმით, ჩემი კანი არ საჭიროებს მეტი სიხშირით გაწმენდას, სერიოზულ ჩარევას. სახის კანზე ზრუნვა, ჩემი აზრით, მარტო ძვირად ღირებული საცხებისა და პუდრების გამოყენებას არ გულისხმობს. ყველაზე ეფექტური სწორი ძილი და კვების რეჟიმია. აუცილებელია, ადამიანმა დღე-ღამეში 7-8 საათი იძინოს, თუმცა ამას ყოველთვის ვერც მე ვახერხებ.

– თმას როგორ უვლი? გიყვარს ექსპერიმენტები?

– თმაზე ექსპერიმენტების ჩატარება ნამდვილად არ მიყვარს. მომწონს გრძელი თმა და შეჭრის დროს ძალიან ვნერვიულობ, რომ ბევრი არ მომაჭრან. ხელით მიჭირავს ბოლოები, ძალიან, რომ არ დამიმოკლდეს. საკმაოდ დამყოლი თმა მაქვს და შემიძლია, ყოველდღე სხვადასხვანაირად გავიკეთო. ზოგჯერ ტალღოვანი მაქვს, ზოგჯერ სწორი, ან აწეული. ამისთვის მაქსიმუმ, 10 წუთი მჭირდება.

– გახსოვს, პირველად როდის გაგიჩნდა ინსტინქტი, რომ ქალი ხარ და რა გააკეთე?

– მგონი, ეს ინსტინქტი ჩემთან ერთად გაჩნდა. დედაჩემის ფეხსაცმლით, კაბებით ვიდექი სარკესთან და ვიპრანჭებოდი. მარტო კი არ ვიპრანჭებოდი, ვთამაშობდი, ვითომ გადაცემები მიმყავდა. თუმცა, მხოლოდ პრანჭია გოგონა არ ვყოფილვარ. ბავშვობიდან ვგიჟდები ფეხბურთზე და 3 წლის ასაკიდან „დინამოს“ სტადიონზე გამართული არც ერთი მატჩი არ გამომიტოვებია. 7 წლის ვიქნებოდი, როცა ვიფიქრე, ნეტავი, ბიჭი ვყოფილიყავი, ხომ მაგარი ფეხბურთელი გამოვიდოდი-მეთქი. 17 წლის რომ ვიყავი, სამოდელო „იმიჯ-ცენტრში“ მივედი. სწორედ იქ ვეზიარე პირველად მაკიჟის ხელოვნებას. საკმაოდ საინტერესო ლექციები გვქონდა.

– არ ფიქრობ, რომ ქალი როგორც სახეზე, სხეულზეც უნდა ზრუნავდეს?

– თავის მოვლა არ არის მხოლოდ მაკიაჟის გაკეთება და თმის დავარცხნა. ქალს უნდა ეტყობოდეს, რომ ქალია. ძალიან მიყვარს დუშ-გელებიც და ლოსიონებიც, მათი გამოყენების შემდეგ სხეული უფრო გამოცოცხლებული, განაზებული და არომატულია. დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ არომატს, არ უნდა იყოს მკვეთრი. სხეულის მოვლის ყველაზე კარგი საშუალება სპორტული და ჯანმრთელი ცხოვრების სტილია. დუშ-გელებისა და მსგავსი კოსმეტიკური ნაწარმის გამოყენება კი უბრალოდ, სხეულის წახალისებაა.

– გიყვარს მასაჟები?

– მასაჟით, განტვირთვის ერთ-ერთი კარგი საშუალებაა, თუმცა აუცილებელია, პროფესიონალს მიმართო. ყველაზე კარგად ჩინეთის სპა-ცენტრი მახსენდება, იქ გავიკეთე მასაჟი და მეგონა, თავიდან დავიბადე.

– ქალი ყოველთვის უნდა უვლიდეეს თავს, მაგრამ როდესაც მას გვერდით საყვარელი მამაკაცი ჰყავეს, ეს მას უფრო მეტ სტიმულს არ აძლევს?

– ქალი ყოველთვის ერთნაირად უნდა უვლიდეს თავს, გვერდით ჰყავს თუ არა მამაკაცი. თავად გსიამოვნებს, როდესაც ესთეტიკურად და ლამაზად გამოიყურები. მთელი დღის განმავლობაში სახლიდან გასვლას რომ არ ვაპირებდე, მაინც ვაკონტროლებ იმას, რომ ნორმალურად გამოვიყურებოდე.

– მეუღლის კომპლიმენტი ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანია?

– კომპლიმენტის მოსმენა ძალიან სასიამოვნოა, მაგრამ თუ მეუღლე დაღლილი მოვა სახლში, კომპლიმენტის თქმა დაავიწყდება, მეორე დღეს აღარ უნდა მოვწესრიგდე? უპირველეს ყოვლისა, ამ ყველაფერს იმიტომ ვაკეთებ, რომ ქალად ვიგრძნო თავი.

– მეუღლის გარდერობის, სუნამოს შერჩევაში თუ იღებ მონაწილეობას?

– ჩემი მეუღლე თავის მოვლას, უპირველეს ყოვლისა, სპორტში ხედავს. კვირაში სამჯერ, სამუშაო დღის შემდეგ, აუცილებლად თამაშობს ფეხბურთს მეგობრებთან ერთად, კვების რეჟიმის დაცვასაც ცდილობს. რაც შეეხება გარდერობს და სუნამოს, ძალიან ხშირად მეკითხება აზრს და ითვალისწინებს ჩემს რჩევას.

რჩევა: ქალი ყოველთვის ლამაზი და მომხიბვლელი რომ იყოს, მთავარია, განწყობა ჰქონდეს ამაღლებული, უხაროდეს, შინაგანად იღიმოდეს და რაც მთავარია, უნდა უყვარდეს. ამ შემთხვევაში თვალები და გამომეტყველება ისეთი გაბრწყინებული ექნება, რომ მსოფლიოში მას ასე საუკეთესო ვიზაჟისტებიც ვერ გაალამაზებენ.


скачать dle 11.3