კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

თიკო ბარდაველიძე: „ძალიან აქტიური ადამიანი ვარ, სიამოვნებით მივიღებ შემოთავაზებას და ავყვები“


24 წლის თიკო ბარდაველიძე სამოდელო სააგენტო „ვი აი პის“ მოდელია, სწავლობს თურქეთის საელჩოში თურქულ ენას და იმავდროულად, მოსწავლეებს ინგლისურს ასწავლის.

თიკო: ძალიან სასიამოვნოა პოდიუმზე გამოსვლა, თუმცა ფოტოების გადაღება უფრო მომწონს. მაგრამ, ეს საქმე საქართველოში გასართობი უფროა, შეგიძლია სიამოვნება მიიღო და არა შენს პროფესიად და შემოსავლის წყაროდ იქცეს.

– ალბათ, როგორც ყველა ქალს შენც გსიამოვნებს კომპლიმენტების მოსმენა?

– რა თქმა უნდა, თუმცა გააჩნია, კომპლიმენტს, რეაქცია ყოველთვის ნორმალური მაქვს.

– როგორ ფიქრობ, ქალმა უნდა გამოაჩინოს რაც ლამაზი აქვს?

– ძალიან არა, მაგრამ ზომიერების ფარგლებში ვაჩენ იმას, რაც ლამაზი მაქვს. ზაფხულში მიყვარს მოკლე კაბა, ზამთარში – არა, ცივა.

– შენც იოლად ენდობი ადამიანებს, შეგიძლია მათთან გაიხსნა?

– არა, იოლად არ ვენდობი. უნდა დავინახო, რომ ეს სწორედ ის ადამიანია, რომელსაც შეიძლება, მივენდო. ვიხსნები, მაგრამ ბოლომდე არა, სანამ არ მივხვდები, რომ იმ ადამიანს შეიძლება, ბოლომდე ენდო.

– როგორც ყველა გოგონას, შენც გეყოლება თაყვანისმცემლები.

– კი, არ განვიცდი თაყვანისმცემელთა უკმარისობას. ყველანაირი კატეგორიის თაყვანისმცემელი მყავს. ვამბობ ხოლმე, ყველა არანორმალურს მე ვიზადავ-მეთქი, რაღაც უცნაურები არიან.

– არ მოგწონს უცნაური მამაკაცები?

– არ მიყვარს სტანდარტული მამაკაცები, რაღაც უცნაური, უცხო უნდა გააკეთოს მან – კრეატიული გონება უნდა ჰქონდეს, რომ მომხიბლოს. სიურპრიზები მიყვარს. ერთხელ ერთმა ბიჭმა „მარშრუტკაში“ ლექსი დამიწერა, მომაწოდა, ეს თქვენო, ფული გადაიხადა და ჩავიდა. არ მიყვარს ერთფეროვნება, უფრო ორიგინალური რაღაცეები მიზიდავს.

– ალბათ, პირველ ეტაპზე მამაკაცის გარეგნობას აქცევ ყურადღებას?

– თავიდან, რა თქმა უნდა, გარეგნობას, შემდეგ კი ხასიათს ვაქცევ ყურადღებას. თუმცა, ზოგიერთი გარეგნობით კარგია, მაგრამ არც ჭკვიანია, არც ორიგინალური, არც უცნაური და მერე უკვე აზრს კარგავს მისი გარეგნობა. საერთოდ, ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევ მამაკაცის ხელის თითებს, გრძელი და თხელი უნდა ჰქონდეს.

– რა შემთხვევაში მისცემ მამაკაცს შენთან ურთიერთობის შანსს?

– რაიმე ორიგინალურით უნდა მომხიბლოს, რომ რაღაცაზე დავთანხმდე, თუნდაც შეხვედრაზე, დალაპარაკებაზე, გაცნობაზე.

– როგორ ფიქრობ, მამაკაცმა ქალის გულის დასაპყრობად ბოლომდე უნდა იბრძოლოს?

– თავის დაფასება არ მიყვარს, თუმცა ხშირად ვამბობ უარს და ჰგონიათ, რომ თავს ვიფასებ. შეიძლება, არ ვუთხრა, მომწონხარ-მეთქი, მაგრამ რაღაცაზე დავთანხმდე. თუმცა, მიმაჩნია, რომ ბიჭმა, თუ გოგონა მოსწონს, ბოლომდე უნდა გაიტანოს თავისი, ერთ უარზე არ უნდა დაიხიოს. მაშინ ის ვერც ცხოვრებაში მიაღწევს რამეს. თან თუ ბიჭი ჭკვიანია, უნდა მიხვდეს, გოგონა, როგორ ეუბნება უარს.

– როგორ ფიქრობ, ქალი და მამაკაცი ერთმანეთს ყველაფერში არ უნდა აჰყვნენ?

– კი, ძალიან კარგია, როდესაც ქალი და მამაკაცი ერთმანეთს ყველაფერში ჰყვებიან. მომწონს, ასეთი ჯანსაღი ურთიერთობა. მე არ ვარ ისეთი, რომ არ ავყვე, პირიქით, არ მიყვარს სახლში ჯდომა. ძალიან აქტიური ადამიანი ვარ, სიამოვნებით მივიღებ შემოთავაზებას და ყველაფერში ავუბამ მხარს.

– რა უნდა გააკეთოს ქალმა, რომ მისი საყვარელი მამაკაცი სხვა ქალთან არ წავიდეს?

– როდესაც ცოლი ხარ უკვე და ქმარი სხვა ქალთან მიდის, ეს ხშირად ქალის ბრალია. ამიტომ ქალი ყოველთვის უნდა იყოს მრავალფეროვანი, არ უნდა მოსწყინდეს შენთან ურთიერთობა, უნდა დატკბეთ ცხოვრებით. სიყვარულის შენარჩუნება უფრო ძნელია, ვიდრე მოპოვება. ძალიან ერთგული ადამიანი ვარ, როდესაც ვინმე მომწონს, სხვისკენ არ ვიხედები და ისიც მინდა, ასეთი იყოს.

– რამდენ ხანს გრძელდება შენი სასიყვარულო გატაცებები?

– ალბათ, უფრო ცოტა ხანს, თუმცა თუ ვინმე შემიყვარდება, მას იოლად ვერ ვივიწყებ.

– რა გჭირდება ბედნიერებისთვის?

– კარიერა, სიყვარული, ჯანმრთელობა, ცოტ-ცოტა ყველაფერი.


скачать dle 11.3