სულის ჰარმონია
ამბობენ, რომ ადამიანს, განსაკუთრებით კი ქალბატონს, აუცილებლად სჭირდება გვერდით ვიღაც, ვინც მუდმივად აღფრთოვანებული იქნება მისით. ეს ქალის სულის ჰარმონიული მდგომარეობისთვის არის საჭირო. მაგრამ, რა ქნას ქალმა, რომელსაც არავინ ჰყავს, ანუ, ჯერ ვერ იპოვა მამაკაცი, რომლისთვისაც გაიპრანჭება? სიყვარულის ფენომენი ჯერ კიდევ არ არის ამოხსნილი. ზოგიერთ ფსიქოლოგს მიაჩნია, რომ ადამიანს, რომელსაც უყვარს, სულის განსაკუთრებული მდგომარეობა აქვს. ანუ, ჩვენ მხოლოდ განსაკუთრებულ სულიერ მდგომარეობაში გვიყვარდება. თუ ქალს შეუძლია, იყოს შეყვარებული მაშინაც კი, როცა გვერდით მამაკაცი არ ჰყავს, ის არავითარ შემთხვევაში არ დარჩება შეუმჩნეველი. ვინ შევიყვაროთ?! – სულერთია, ამას მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, სიყვარული თქვენი თანმხლები იყოს. შეცვალეთ თქვენი ცხოვრების ყოველდღიური რიტმი, რადგან. ემოციები გჭირდებათ, ნათელი ფერები და სიხარული. მიირთვით ბევრი ტკბილეული, შეეცადეთ, ყოველ ახალ დღეს ახალი იმედებითა და განსხვავებული განწყობით შეხვდეთ. ზოგჯერ ბედი თვითონ გვიწყობს ისეთ სიურპრიზს, გაოცებულს გვტოვებს. შეიძლება, თითიც არ გაანძრიოთ, ისე მოვიდეს თქვენთან დიდი გრძნობა და ყველაფერი გამოვიდეს. არ არის ცხოვრება ნაცრისფერი, ის სიცოცხლით, სიხარულით არის სავსე. თქვენი სულისთვის შესაფერისი განწყობა შეიქმენით და ბედნიერებასაც იპოვით.