ქალურობის ხიბლი
ქალი ყველა ასაკში ქალია. მაგრამ მაინც არის მის ცხოვრებაში ეტაპები, როცა სხვადასხვანაირად გრძნობს საკუთარი ქალურობის ხიბლს.
1. 25 წლის ასაკში განსაკუთრებით ოპტიმისტი ხარ, არარეალურად ოპტიმისტიც კი. ცხოვრებას ვარდისფერი სათვალით უყურებ და წვიმაც კი გიხარია. ამ დროს ცვლილებებს ადვილად იტან, ცოტას ფიქრობ და სულ მოქმედებაში ხარ. ეჭვი არ გეპარება, რომ ხვალ ყველაფერი კარგად იქნება, თანაც, ძალიან კარგად. 25 წლის ქალი ცხოვრობს პრინციპით: „ამაზე ხვალ ვიფიქრებ!“ ისე, კაცმა რომ თქვას, ამაში ცუდი არაფერია – შენ ხომ 25 წლის ხარ, ანუ ყველაფერი ჯერ კიდევ წინ გაქვს!
2. 35 წლის ქალი ნამდვილი ქალია, თუკი ის რეალურად აცნობიერებს ამას. ქალისთვის თავისი ქალურობა სერიოზული იარაღია. ორგანიზმში ამ დროს მიმდინარეობს ჰორმონული ცვლილებები და, თუ ეს ცვლილებები სწორი გზით წარიმართა და სწორი მიმართულება მიეცა, შეუძლებელს შეძლებთ. მაგრამ ამ ასაკს ახასიათებს რადიკალიზმიც და ღრმა აპათიაც. ყველაფერი მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული. მთავარია, პირადი ცხოვრება გამიჯნოთ საქმისგან და ისე მიაღწიოთ ორივე ფრონტზე წარმატებას.
3. 35-დან 50 წლამდე: ეს ცვლილებების დროა, სასიკეთო და იღბლიანი ცვლილებების. ბევრი ქალი ამ ასაკში საკუთარ თავში შემოქმედს აღმოაჩენს ხოლმე. ახალ-ახალი შესაძლებლობები ისეთ პერსპექტივებს უხსნის, შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვას. ასაკთან დაკავშირებულ პრობლემებს აქტიურობა გადაგალახვინებთ. თქვენ ქალი ხართ – ეს არის მთავარი უპირატესობა.
4. 50 წლის ზემოთ: ქალი ამ დროს შეცდომების გამოსწორებაზე „მუშაობს“; ადამიანებში მხოლოდ პოზიტიურს ხედავს და ცდილობს, ყველასთან კარგი ურთიერთობა ჰქონდეს. ამ ასაკში მეტი დრო გრჩებათ საკუთარი თავისთვის. ძირითადი ეტაპები გავლილია, საკუთარი „მე“ ნაპოვნია და ახლა შეგიძლია, მშვიდად იცხოვრო, მაგრამ არ უნდა მოეშვა. არავითარ შემთხვევაში – წინ კიდევ მთელი ცხოვრებაა!