კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ჩავიცვათ პირველი ლედივით

მას შემდეგ, რაც ამერიკის შეერთებული შტატების ახალმა პრეზიდენტმა, უფრო სწორად, პირველმა ლედიმ, ქალბატონმა მიშელ ობამამ, ნარცისო როდრიგესის კაბა ჩაიცვა, დიზაინერის პოპულარობა ერთიორად გაიზარდა. იყო პირველი ლედის საყვარელი დიზაინერი, თან, იმ ლედის, რომლის დახვეწილი გემოვნების შესახებ მთელი მსოფლიო ლაპარაკობს, დიდი პატივია, მით უმეტეს, რომ ქალბატონი მიშელი განსაკუთრებით ჩაცმის სტილის გამო ექცევა ყურადღების ცენტრში. მისი ყოველდღიური თუ გამოსასვლელი სამოსის ყველა ნიუანსს განსჯა-განხილვა მოჰყვება ხოლმე.

კუბელი ემიგრანტების შვილს, ნარცისო როდრიგესს, ოჯახის მხრიდან დიდი წინააღმდეგობები ჰქონდა, მათ სურდათ, შვილი ექიმი ან იურისტი გამოსულიყო და როდესაც ნარცისომ მშობლებს თავისი სურვილის შესახებ გაანდო, ისინი სიცილით დაიხოცნენ, თუმცა, როგორც თავად დიზაინერი ყვება, მიუხედავად იმისა, რომ რამდენჯერმე უთხრეს „არა“, ის თავის საქმეს მაინც განაგრძობდა. დონა კარანთან და ქელვინ კლაინთან მუშაობის შემდეგ, 1997 წელს, ნარცისომ საკუთარი ლეიბლი შექმნა. პირველი წარმატება მოდის სფეროში მას საქორწილო კაბამ მოუტანა, რომელიც ნარცისომ ქეროლინ ბესეტ კენედისთვის – ჯონ კენედი უმცროსის საცოლისთვის შექმნა. მიუხედავად უამრავი პრობლემისა, რომელიც კომპანია „ნარცისო როდრიგესს“ შეექმნა, საქმეები მაინც კარგად მიდიოდა, რადგან დიზაინერთან ისეთი ცნობილი ქალბატონები იცვამდნენ და იცვამენ, როგორებიც არიან: სელმა ჰაიეკი, სარა ჯესიკა პარკერი, სონია ბრაგა და სხვა. მიშელ ობამას კი, ნარცისო როდრიგესის კაბა პირველად მაშინ ეცვა, როდესაც ბარაკი, ოფიციალური კანდიდატის რანგში, პირველად წარდგა ამომრჩევლის წინაშე, ჩიკაგოს გრანდ პარკში. ეს კაბა დიზაინერმა 2008 წელს, ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე წარმოადგინა, კოლექციას „სტრეს-რელიეფი“ ერქვა. აღსანიშნავია, რომ როდრიგესი ობამას საარჩევნო კამპანიაში მის სერიოზულ მხარდამჭერად მოგვევლინა.

ნარცისო როდრიგესის ახალი, 2009 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია, სხვადასხვაგვარად შეფასდა. „ნინძა – როკმენის მოქმედების კვალდაკვალ!“ – არა, ეს ახალი ვიდეოთამაშის სახელწოდება არ გეგონოთ, ეს არის ოთხსიტყვიანი შეფასება იმისა, თუ როგორ გააერთიანა გაზაფხული-ზაფხული ნარცისო როდრიგესმა. თუმცა, ყველა მოდის კრიტიკოსი ასე არ ფიქრობს. ერთიანობაში ნარცისო როდროგესმა ცოტა უცნაური, მაგრამ მიმზიდველი და საინტერესო კოლექცია წარმოადგინა. სამოსის დიდი უმრავლესობა თეთრ და შავ ფერებში იყო გადაწყვეტილი, თუმცა იყო შინდისფერი, ჩამქრალი ცისფერი და ნაცრისფერისა და მდოგვისფერის სინთეზი. მაგრამ ამ ჩვენებას ჭრელს ნამდვილად ვერ დაარქმევდით. ნარცისომ ძირითადად, კაბები წარმოადგინა, კაბები, რომლებიც ულამაზესი მოდელების ტანზე საკმაოდ სექსუალურად გამოიყურებოდა: მოჭრილი ბიუსტჰალტერი, მასზე მიბმული ლენტები და ქვემოთ – ქვედა კაბა. რომ არა ეს ლენტები, ამ კოსტიუმს კაბას ნაკლებად დაარქმევდით, რადგან სექსუალური კორსეტისა და ქვედა კაბისგან შექმნილი სამოსის ერთიანობაში აღქმა ცოტა რთული იყო. ამერიკელმა მოდის არქიტექტორმა შავ-თეთრი ფერისგან ულამაზესი კონსტრუქციები წარმოადგინა, შარვლისგან და მოკლესახელოებიანი პიჯაკისგან ზოლებიანი ცათამბჯენი ააგო და მასში ქალი მიუწვდომლად შეფუთა. კაბების უმრავლესობა კი ბრტყელი და სქელი ლენტებისგან იყო შექმნილი, მკერდის ნაწილი ოდნავ გამჭვირვალე ქსოვილს ისე ჰქონდა დაფარული, რომ მოდელის ულამაზესი მკერდის წარმოსადგენად დიდი ფანტაზია სულაც არ იყო საჭირო.

რაც შეეხება ფეხსაცმელს, ნარცისომ აქცენტი შავ საზაფხულო ფეხსაცმელზე გააკეთა, რომელიც, მართალია, ბევრ ადგილას არის გაჭრილი, მაგრამ კოჭამდე მაინც ამოდის. ისე, ქალის ფეხსაცმლის მოდა იქით მიდის, რომ დიზაინერები ზაფხულშიც და ზამთარშიც ზუსტად ერთნაირი ფეხსაცმლით „გვატარებენ“. ეკონომიურობის თვალსაზრისით ეს ძალიან კარგია, მაგრამ ეს სულაც არ ეხება ნარცისო როდრიგესის მუდმივ კლიენტებს.



ანა სარალიძე


скачать dle 11.3