კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რის გამო მიმდინარეობს ომები ქართულ არხებს შორის და რამდენ ხანს გაგრძელდება „ჟამი ყვავილობისა“


მსახიობ ირაკლი აფაქიძეს კარგა ხანია ყველანი ბატონი კოტეთი მიმართავენ, ქუჩაშიც, გადასაღებ მოედანზეც, მაღაზიაშიც... პირველი ქართული საპნის ოპერის „ჟამი ყვავილობისას“ მთავარი როლის შემსრულებელი, ბატონი ირაკლი, ამ სერიალის ავტორიცაა. იგი გვიამბობს, თუ როგორ შეიქმნა და რამდენ ხანს გაგრძელდება ქართულ ტელეეკრანებზე ეს სერიალი, რატომ ჰქონდა მის პერსონაჟს ფილმის დასაწყის სერიებში სხვადასხვა ფერის თმა და იცოდა თუ არა წინასწარ მან, რომ მისი გმირი ასეთი ძლევამოსილი და „კარგი ტიპი“ იქნებოდა.


– ბატონო ირაკლი, როგორ დაიბადა ფილმის სცენარი, რომელიც აღსავსეა ქართული რეალობით?

– სულ მინდოდა, ასეთი ქართული პროდუქტი გაკეთებულიყო. რადგან გამუდმებით იყო საუბარი იმაზე, რომ ეყიდათ უცხოური პროდუქტი და გაეკეთებინათ მისი ქართული ვარიანტი. ამის პრაქტიკა არსებობს რუსეთშიც, უკრაინაშიც, ჩვენშიც.... ჩვენც ასე ვაპირებდით თავიდან. ძალიან ბევრ სცენარს გავეცანი ამ მიზნით და პარალელურად, ვფიქრობდი – დავიჯერო, ჩვენ არ შეგვიძლია ამაზე უკეთესი სცენარი დავწეროთ და გადავიღოთ-მეთქი?! მართალი გითხრათ, უფროსობის დაყოლიება ძალიან გამიჭირდა. მათ აპრობირებული პროდუქტის ყიდვა და გაკეთება ერჩივნათ, რადგან გარანტიები სასურველი შედეგის მიღებისა, გაცილებით მეტია. აქ კი, კაცმა არ იცის, როგორ დაწერდნენ, რა გამოვიდოდა. ბოლოს რისკზე წავედი და ყოველგვარი შეთანხმების გარეშე, დავიწყე სცენარზე მუშაობა. დავწერ და მერე ვნახოთ, რა გამოვა-მეთქი.

– ალბათ, დღეს უკვე, შეიძლება იმის თქმა, რომ გარისკვა ღირდა. თქვენ კმაყოფილი ხართ შედეგით?

– მიხარია, რომ ქართველმა მაყურებელმა ასეთ მოკლე დროში შეიყვარა „ჟამი ყვავილობისა“, იმისდა მიუხედავად, რომ ის საკმაოდ უხერხულ დროს გადის ეთერში. აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და ვიტყვი, რომ მუშაობაში დიდ სტიმულს გვაძლევს და სიუჟეტის განვითარებაში ძალიან გვეხმარება „რუსთავი 2-ში“ მოსული აქტიურ მაყურებელთა წერილები.

ამ სერიალამდე, მე არასდროს ვუყურებდი სერიალებს, მიუხედავად იმისა, რომ მანამდეც მქონდა რამდენიმე სერიალში მონაწილეობა მიღებული.

– კოტე აბულაძის გმირი, რომელსაც თქვენ ასახიერებთ, საკმაოდ ძლევამოსილი, დაფასებული პიროვნებაა, როგორც ახასიათებენ „კარგი ტიპია“. თავიდანვე იცოდით, რომ თქვენ უნდა გეთამაშათ მისი როლი და ამიტომაც შეამკეთ ასეთი თვისებებით იგი?

– სერიალის კანონებიდან გამომდინარე, აუცილებელია რამდენიმე ასეთი პერსონაჟი. ყველა ასაკობრივ სეგმენტში ჩნდება ასეთი პიროვნება. კოტე რომ უნდა მეთამაშა ვიცოდი, მაგრამ მართალი გითხრათ, არ ვიცოდი, ასეთი თვისებები და ხასიათი თუ ჩამოუყალიბდებოდა... დასაწყისში არ ვიცოდი. მინდა ვთქვა, რომ ძალიან დაგვეხმარა ხალხი. სანამ სცენარზე მუშაობას დავიწყებდით, დიდი კვლევები, გამოკითხვები ჩავატარეთ და იმისდა მიხედვით გადავწყვიტეთ, როგორი ტიპაჟები უნდა შეგვერჩია ამ პირველ ქართული საპნის ოპერაში გადასაღებად. „ჟამი ყვავილობისა“ ხომ პირველი ქართული საპნის ოპერაა.

– უკრაინელი მსახიობის მოწვევა ელენეს როლზე ვისი იდეა იყო?

– იდეა, არაქართველი მსახიობის დასაქმებისა ამ სერიალში, ეკუთვნის ფილმის რეჟისორს ლაშა ცერიაშვილს. მიზეზი ამისა იყო ის, რომ ელენეს პერსონაჟის შემსრულებლის შერჩევისას „გავიჭედეთ“ სხვადასხვა მიზეზის გამო.

– რა მიზეზებს გულისხმობთ, არ გვეტყვით?

– გეტყვით: მიზეზი იყო ის, რომ საკმაოდ გულახდილი სცენები იყო გადასაღები, რაზედაც ზოგიერთმა თავი შეიკავა. მეორე მიზეზი გახლდათ რომ, გვეგონა, ბევრი მსახიობი გაართმევდა ამ როლს თავს, მაგრამ ვერ შეძლეს და მესამე – ჩვენთან, ტელევიზიებს შორის მიმდინარეობს კორპორატიული ომები, აქ დასამალი არაფერია. ჯანსაღი კონკურენცია ყველა ქვეყანაში მიმდინარეობს, მაგრამ ჩვენ, ხომ იცით, ყველაფერი ნამეტანი ვიცით. ამიტომ, თუ ვინმეზე შევაჩერებდით არჩევანს, ყველგან ისმოდა: მე ამას არ გამოვუშვებ, ეს იმ არხის სახეა, ეს – ამის. ბოლოს ვეღარ ავარჩიეთ: თან კარგი გარეგნობის, თან ნიჭიერი, თან გულახდილი სცენების კარგი შემსრულებელი.... სერიოზული პრობლემის წინაშე დავდექით, ვეღარ ვიწყებდით გადაღებას, რადგან ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი არ გვყავდა. რა გვექნა, მე ხომ არ ჩავიცვამ კაბას, ან ლაშა?! მაშინ გაჩნდა იდეა, უცხოეთიდან ჩამოგვეყვანა ელენეს როლის შემსრულებელი. განიხილებოდა 120 მსურველი, რომელთაგან ავირჩიეთ ორი, საბოლოოდ კი ერთი – ტანია კაზანცევა.

– ხშირი იყო ფილმზე მუშაობის პროცესში გაუთვალისწინებელი შემთხვევები?

– როგორ არა. ყველაზე მოულოდნელი და ძალიან სასაცილო შემთხვევა მე გადამხდა, ჯერ კიდევ გადაღებების დაწყების პირველსავე დღეებში. ჰოლანდიაში გადაღებებისთვის მბანდნენ ხოლმე სპეციალური შამპუნით, რომელიც თმას აძლევს ტონს, ბზინვარებას და ამავე დროს ჭაღარა რჩება მაინც. მე თბილისშიც მოვინდომე ასეთი რამ და მივაკითხე იმ სალონს, რომელიც გადამღებ ჯგუფს ემსახურება. გულდასმით ავუხსენი, რა მინდოდა. მომისმინეს, დამსვეს, წამისვეს რაღაცეები, მე რა ვიცი, რას მიკეთებდნენ. რომ დასრულდა ყველაფერი და სარკეში ჩავიხედე გული გამისკდა – თმა შეღებილი მქონდა. ეს რა მიქენით-მეთქი, რომ ვთქვი, ახლავე გამოვასწორებთო და იმის შემდეგ კიდევ სამი რაღაც წამისვეს. საბოლოო ჯამში, გამოვედი ხაკისფერი. სერიოზული პანიკა ატყდა ამის გამო. გადაღება გადაიდო. თუ დააკვირდით, პირველ სერიებში სულ სხვადასხვა ფერის თმა მაქვს. ხან რას მისმევდნენ უკვე დამწვარ და დაფუფქულ თავზე, ხან – რას. ერთგან, ლანასთან სცენაში, ფილმი რომაა „ვარსკვლავური ომები“, იმის ერთ პერსონაჟს ვგავარ. (იცინის) ასე გამაწამეს.

თავიდან ფილმის შესახებ, სიუჟეტები გაკეთდა სხვადასხვა გადაცემაში, სადაც ხშირად მეკითხებოდნენ სერიალის შინაარსის შესახებ. მეც, როგორც კოტე აბულაძე, ვუყვებოდი, რომ მყავს შვილი – ლევანი, რომელიც სწავლობს ლონდონში და ასე შემდეგ. ამ სიუჟეტებს მოჰყვა ის, რომ ჩემი სიდედრისა და სიმამრის ოჯახში დარეკეს რამდენჯერმე და ძალიან მორიდებით აღნიშნავდნენ: უიმე, ჩვენ არ ვიცოდით, რომ ირაკლის ლონდონშიც ყოლია ოჯახიო. (იცინის) ხალხმა მართლა დაიჯერა, რომ ლევანი ჩემი შვილია... ეს სასაცილოა და კარგიცაა.

– უკვე ქუჩაშიც გცნობენ?

– მცნობენ, რა თქმა უნდა, ქუჩაში, მაღაზიაში: ყველგან ბატონო კოტეთი მომმართავენ. ზოგი მოდის, ზოგი შორიდან მიღიმის. ყველა პერსონაჟი პოპულარულია უკვე ხალხში. ამას წინათ ზაზა იაქაშვილი, თემურის როლის შემსრულებელი მიყვებოდა. სოლოლაკში მანქანა გავაჩერე, ვკეტავ და ვხედავ, რომ ორი ხანშიშესული ქალბატონი ძალიან გამომცდელი და გამჭოლი მზერით მიყურებს. უხერხულად ვიგრძენი თავი, ვიფიქრე, მივესალმებიო და რომ დავაპირე პირის გაღება, ამ დროს ერთ-ერთმა მათგანმა მომაძახა: „თემურ, შენ არ გაიხარეო“, მერე ორივე შეტრიალდა და წავიდაო.

– როგორ ცხოვრობდა ირაკლი აბულაძე, მანამ, სანამ დადგებოდა „ჟამი ყვავილობისა“?

– დავამთავრე თეატრალური ინსტიტუტი. გიზო ჟორდანიას ჯგუფი. მე და ცხონებული მამუკა კიკალეიშვილი ჯგუფელები ვიყავით. სწავლა რომ დავამთავრე, გავხდი რუსთაველის თეატრის მსახიობი. მერე ჩავაბარე სარეჟისოროზე. გამიმართლა, ბატონ მიშა თუმანიშვილთან ვსწავლობდი რეჟისურას. შემდეგ მოხდა ისე, რომ წავედი ემიგრაციაში, სადაც გავატარე 14 წელი და უკვე 3 წელია, რაც საქართველოში დავბრუნდი. ვმუშაობ გრიბოედოვის სახელობის თეატრში, როგორც მსახიობი და პარალელურად, ვმოღვაწეობ „თიბისი ტივი-ში“. ვარ სერიალ „ჟამი ყვავილობისას“ ავტორი და მთავარი როლის შემსრულებელი. სცენარზე მინდა ვთქვა, რომ უშუალოდ მე არ ვწერ. მე მეკუთვნის სიუჟეტი, მონახაზი, პერსონაჟები... შემდეგ ეს ყველაფერი იღებს სცენარის სახეს, რაზეც მუშაობენ: ნანა ჭავჭანიძე, ნათია გოგოჭური, თენგო თხილავა და ბექა ონიანი.

– კიდევ ბევრი ახალი პერსონაჟი გამოჩნდება ფილმში?

– რა თქმა უნდა: უკვე გამოჩნდა ანეტა, დაზმირი. კიდევ ბევრი საინტერესო და სახასიათო პერსონაჟი გამოჩნდება.

– გადაღებები რამდენ ხანს გაგრძელდება?

– გადამღები ჯგუფი ძალასა და ენერგიას არ იშურებს, რომ მაყურებლის იმედები და ინტერესები გაამართლოს. მინდა აღვნიშნო: იმაში, რომ ეს პროექტი შედგა ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის მის რეჟისორს ლაშა ცერიაშვილს, რომელსაც თითქმის ფორსმაჟორულ სიტუაციაში უწევს მუშაობა. გადასაღებად დაგეგმილია 120 სერია. გეგმით, მისი ტრანსლაცია აპრილში დამთავრდება. პატარა პაუზა გვექნება საახალწლოდ. ერთ საიდუმლოსაც გაგიმხელთ – პირველი ქართული საპნის ოპერა ძალიან კარგად მიიღო მაყურებელმა და ჩვენმა დამკვეთმა სურვილი გამოთქვა, შემდეგ სეზონზეც გავაგრძელოთ მისი გადაღება.


скачать dle 11.3