კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ტოტალიზატორში მოგებული თანხა და ქალების გარეშე დარჩენილი ძმაკაცები


ჩემი ერთი მეგობარი ფეხბურთზე გიჟდება. ადრე თავადაც თამაშობდა რომელიღაც გუნდში. ახლა კი სხვისი შემყურე იკმაყოფილებს ამ თანდაყოლილ ჟინს. რა თქმა უნდა, ტოტალიზატორშიც თამაშობს, ოღონდ ისე კი არა, ზოგიერთებივით მთელი ქონება წააგოს და სახლ-კარიც ზედ მიაყოლოს. არა, მის თამაშს უფრო გასართობი ხასიათი აქვს. მეც ხშირად დამიდევს ფული მის საყვარელ „ბარსელონაზე“. მოკლედ, ერთ დღეს 10 ლარი დავდეთ ორივემ. ბილეთი 210 ლარის მოგების შანსს იძლეოდა. ვერ ვიჯერებდი, მაგრამ ყველა თამაში ისე დამთავრდა, როგორც ჩვენ გვაწყობდა. მეორე დილითვე მივედით და მოგებული მივითვალეთ. მართალია, ოჯახში არც ერთს გვილხინდა, მაგრამ 19-20 წლის ბიჭებს ეს რაში გვაინტერესებდა. ერთხმად გადავწყვიტეთ, ფული ქალებში დაგვეხარჯა. ჯერ ვიფიქრეთ, ქუჩიდან აგვეყვანა და წავედით იმ ადგილებში, სადაც „პროსტიტუტკები“ დგანან, მაგრამ არც ქალები მოგვეწონა გარეგნობით, თან ფულსაც კარგად ითხოვდნენ. ამიტომ ვიფიქრეთ, ქუჩაში ან კაფეში გაგვეცნო გოგოები, დაგვეპატიჟა რესტორანში, ფულის ხარჯვით ჩვენც ვისიამოვნებთ და ისინიც კმაყოფილები დარჩებიან. ერთი კაი საღამო გამოგვივა, ამ ქალებს რომ არ მივცეთ ფული, მხოლოდ ცხოველური ჟინისთვისო. მოკლედ, ჯერ რუსთაველზე ვიბოდიალეთ, მერე ბაღებში შევედით. იქ რამდენიმე გოგო კი გავიცანით, მარა რად გინდა (ტიტველი ვარ, ყურება შეიძლება, მარა შეხება არაო), ჯერ ერთმანეთი კარგად უნდა გავიცნოთ, რომ სადმე წამოგყვეთო. სხვამ – ასე უცებ ქალისთვის იმის თქმა, რომ საღამო ერთად გავატაროთ, უზრდელობააო (თითქოს დედა ვაგინე, ანდა ვაუპატიურებდი). ისეთებიც გამოჩნდნენ, რომ კოცნა როგორ შეიძლება, სანამ ქმარი არ გახდებაო და რა ვიცი... ცუდ დღეში აღმოვჩნდით. აქამდე რომ მხოლოდ ფული გვეგონა ამ საქმეში პრობლემა, თურმე ფულში კი არა, თავში ყოფილა საქმე. ასე, უშედეგო ხეტიალისგან დაღლილები საკრებულოს წინ მდგარ კაფეში შევედით, რომ საჭმელი მაინც გვეჭამა. ცოტა ხანში გვერდით მაგიდაზე ორი გოგო დაჯდა. შესახედავად არა უშავდათ, არც ჩაცმით ეტყობოდათ რამე გოიმობის, არც ლაპარაკით ჰგავდნენ ჩვენი მშვენიერი იდეოლოგიით გამოწრთობილ პურიტანელ სტერეოტიპებს. მალევე გადავჯექი და გაცნობა შევთავაზე. მათ უარი არ უთქვამთ, სუფრებიც გავაერთიანეთ და საჭმელ-სასმელით გავავსეთ. ორივე კარგი მოსაუბრე და თავისუფალი აზროვნების აღმოჩნდა. ჩვენც მეტი რა გვინდოდა. ვინც რომელს გაუგო, იმასთან მიჩოჩდა ახლოს. ისე შევხუმრდით, რომ აღარაფერს ვმალავდით ჩვენი სურვილებიდან. ისინიც იცინოდნენ და ისე ამჟღავნებდნენ თავიანთ ფიქრებს, რომ უეჭველად ემთხვეოდა ჩვენსას. თანაც ჩემმა მეგობარმა თავისი რჩეული საცეკვაოდ გაიყვანა და ცეკვისას, ისე მიეხუტა გოგონა, როგორც შეყვარებულებს ეხუტებიან ხოლმე. ტუჩებშიც აკოცა და მეტი რაღა უნდა ექნა კაფეში. ორივე კმაყოფილი და გახარებული ვიყავით. ესეც არ ვიკმარეთ და ახლა მე დავუწყე ჩემს რჩეულს: საღამოს ასე ხომ არ დავამთავრებთ, სადმე წავიდეთ და იქ გავაგრძელოთ გართობა-მეთქი. გოგომ – კარგი აზრიაო, თან ჩემი დაქალი მარტო ცხოვრობს და იქ ავიდეთო. უმალ გავიყვანე გვერდით ზურა (ჩემი მეგობარი) და ყველაფერი ვუთხარი. მოდი, მალევე წავიდეთ, დარჩენილი ფულით იქ ვიყიდოთ რაღაც-რაღაცეები, სანამ კიდევ დაგვრჩენია-მეთქი. მაგრამ როცა ჩვენი აზრი მათაც გავაცანით, კარგიო, გვითხრეს, მაგრამ ჯერ ადრეა, მეზობლებმა ხომ არ უნდა გაიგონ ყველაფერიო. ჩვენც მეტი რა გზა გვქონდა, ხომ არ დავაძალებდით, გინდა თუ არა, შენთან წავიდეთ ამ წუთშიო. კიდევ ერთი საათი გავიდა. ჩვენ მთვრალები ვიყავით უკვე. არც ისინი იყვნენ ფხიზლები, მაგრამ ადგომას არც აპირებდნენ. მაშინ მე კიდევ შევახსენე, მგონი, დროა, წავიდეთ და სახლში გავაგრძელოთ-მეთქი. ამაზე გოგოებმა, ერთი წუთით, ტუალეტს მოვივლით და წავიდეთო. ჩვენ იქვე დავრჩით, გოგოები კი გარეთ გავიდნენ. რამდენიმე წუთში ერთი დაბრუნდა, ჩემს მეგობარს კოსმეტიკა სჭირდებაო და ჩანთები წაიღო. გავიდა 10-15-20 წუთი, ნახევარი საათი, მაგრამ გოგოები არ ჩანდნენ. მთელი ანგარიში გადაგვახდევინეს იმის შიშით, ესენიც არ გაიპარონო. ზურა ისე გაცეცხლდა, კინაღამ ოფიციანტს ბოთლი თავში ჩაარტყა, როცა გვითხრა, თქვენ პირველები არა ხართო. ასე პირში ჩალაგამოვლებულებმა ჩამოვუარეთ ბარათაშვილის ხიდის ქვეშ მდგარ ქალებს, რომელთა თვალები თითქოს გვეუბნებოდა, ახია თქვენზეო.


скачать dle 11.3