დაუმორჩილებელნი 2
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹28-49(467)
წყვილი რესტორანში ჩავიდა. ისინი თითქმის ცარიელი დარბაზის სამხრეთი კედლის კუთხეში მიუსხდნენ მაგიდას, საიდანაც ლაჟვარდოვანი ზღვის თვალწარმტაცი ხედი იშლებოდა. ჰამომ საათს დახედა და თქვა:
– რამდენი დრო გასულა, ორის ნახევარია.
– მთელი დღე და ღამე გვაქვს წინ, – თქვა ლუდამ. შემდეგ ზღვას გახედა და ჰამოს უთხრა, – ფანტასტიკური ხედია, არა?
– კი, ძალიან ლამაზია.
– ორმა მიმტანმა მდიდრული სუფრა გააწყო და წყვილი სადილობას შეუდგა. ორივე ძალიან მშიერი იყო და თითქმის ნახევარი საათის განმავლობაში უხმოდ ჭამდნენ. მერე ჰკითხა:
– ცოტა არ დავლიოთ?
– დავლიოთ, – თქვა ჰამომ და გოგონას შამპანურის ბოკალი შეუვსო, შემდეგ თავადაც დაისხა და სასმელი მოწრუპა.
– რა რუსივით სვამ, – გაეცინა ლუდას და ჰამოს ირონიული მზერა ესროლა.
– რუსივით?
– მართალი არ ვარ? – თქვა ლუდამ და ბოკალი ასწია, – არ გასწავლეს, რომ სანამ დალევ, სადღეგრძელო უნდა წარმოთქვა?
– შენ თქვი.
– ვიტყვი კიდეც, – სერიოზული ტონით თქვა მედვედევამ და შამპანურით სავსე ბოკალი ასწია, – ამ სასმისით სიყვარულს გაუმარჯოს!
– გაუმარჯოს! – გაიმეორა ჰამომ, ისევ ცოტა მოწრუპა და ბოკალი დადგა.
ლუდამ ბოლომდე გამოცალა ბოკალი და ჰამოს უთხრა:
– შენ რა, შამპანური არ მოგწონს?
– მშვენიერი ჩამოსხმაა.
– აბა, რატომ არ სვამ ბოლომდე?
– ასე უფრო ვატან გემოს, ვკაიფობ.
– აი, მე კი ბოლომდე უნდა დავლიო, – თქვა ლუდამ, მარტო თავისი ბოკალი შეივსო, ასწია და თქვა, – ისევ სიყვარულს გაუმარჯოს!
მედვედევამ მთელი ბოთლი მარტომ გამოსცალა და ზედიზედ ექვსჯერ დალია სიყვარულის სადღეგრძელო, ჰამოს ბოკალი კი კვლავ ნახევრამდე იყო დაცლილი და, როდესაც ლუდამ მეორე ბოთლის შეკვეთა დააპირა, მთაწმინდელმა მას მკაცრად მიუთითა:
– გეყოფა, ლუდა! საკუთარი თავი ხელში აიყვანე. მშვენივრად იცი, რომ ახლა ამის დრო არაა და ვნებები მოთოკე!
ლუდამ ჯერ შეუბღვირა ჰამოს. შემდეგ საათს დახედა და მთაწმინდელს ირონიულად უთხრა:
– სამის ნახევარია. ერთი საათია, აქ ვართ. რამდენი დრო გასულა... წავედით!
– ჰო, წავედით, – თქვა ჰამომ და მიმტანს ფული გადაუხადა, შემდეგ წინ წასულ ლუდას დაეწია და მასთან ერთად გავიდა რესტორნიდან.
– ზღვაში ხომ არ გვებანავა? – ირონიულად გადაუჩურჩულა ლუდამ ჰამოს, როდესაც ისინი სასტუმროს ჰოლში გავიდნენ.
– გეყოფა, ლუდა, ვნებები მოთოკე, – გაბრაზდა ჰამო, – ირონიის დრო არაა ახლა!
– რა გულზვიადი გამხდარხარ, ბიჭუნი?! – ჩურჩულებდა ლუდა.
– ლუდა-მეთქი!..
– რაო, კვიცო, ძალიან გაბრაზდი ჩემს სიტყვებზე?
– წამოდი, ზევით ავიდეთ და დავისვენოთ!
– კარგი, კარგი, გეხუმრები, ჰამო. რაღაცით ხომ უნდა გავმხიარულდეთ? – უთხრა ლუდამ ჰამოს და მეორე სართულზე აჰყვა. თავის ოთახამდე ხუთიოდე მეტრი რომ იყო დარჩენილი, მოულოდნელად ფეხი ამოუბრუნდა, სქელ ხალიჩაზე უხმოდ დაეცა და გამწარებული სახით თქვა, – ფუი, ამის დედაც! ფეხი ვიღრძე...
– გეყოფა მაიმუნობა, ადექი და ოთახში შედი! – დაუყვირა ჰამომ.
– რა მაიმუნობა, შენ რა, სულ მთლად შეიშალე? ვერ ხედავ, რომ ლამის კოჭი მოვიტეხე? მომეხმარე და შემდეგ კი, შენს ნომერში დაბრუნდი. შენ რა უთავმოყვარეო გგონივარ? ამდენი უარის მერე, ფიქრობ, რომ ისევ შენთან ჟიმაობა მინდა?
– მართლა ძალიან გტკივა?
– ვგიჟდები. მომეხმარე!
ჰამომ ხელში აიყვანა ლუდა და სასტუმროს ნომერში შეიყვანა, შემდეგ ტახტზე დააწვინა და ტელეფონს დასწვდა, რომ პორტიესთვის ექიმის გამოძახება ეთხოვა, მაგრამ უცებ ლუდა ჰამოს კისერზე ჩამოეკიდა და ტახტზე დააგდო. შემდეგ ზემოდან მოექცა და კოცნა დაუწყო...
– კარგი რა, ლუდა... – კბილებში გამოსცრა ჰამომ, გველნაკბენივით წამოხტა და კარისკენ გაემართა.
მედვედევას კი ხარხარი აუტყდა და მთაწმინდელს მიაძახა:
– ტყუილად მეუბნები უარს, ტყუილად! მაგრამ, იმედს ვიტოვებ, რომ დაბრუნდები. აქ ვარ, კარს არ ვკეტავ და მოუთმენლად გელოდები, რომ დრო გავატაროთ...
ჰამოს ლუდას ბოლო სიტყვები არ გაუგონია და სწრაფი ნაბიჯით დატოვა იქაურობა, მაგრამ, სამი წუთიც არ იყო გასული, რომ შლეგივით შემოვარდა უკან და მედვედევას უთხრა:
– ლუდა...
– რაო, კვიცო, გადაიფიქრე ერთგულება და ჩემთან ჟიმაობა არჩიე?
– ლუდა, ფული დაიკარგა!
მედვედევა გველნაკბენივით წამოხტა ტახტიდან:
– როგორ თუ დაიკარგა?
– კეისი კვლავ წყლის ავზში იდო და, რომ ამოვიღე, საწოლის ქვეშ მინდოდა, შემენახა, მაგრამ გულმა არ მომითმინა, გავხსენი და შიგნით თეთრეულში გახვეული ოთხი აგური ვიპოვე.
– რა უნდა ვქნათ? – თქვა ლუდამ. თავზე ხელები შემოიწყო და იატაკზე გაფენილ სქელ ხალიჩაზე დაჯდა.
ჰამომ საათს დახედა და მედვედევას უთხრა:
– ახლა სამს უკლია თხუთმეტი წუთი. აქედან რომ რესტორანში ჩავედით, ორის ოცდახუთი წუთი იყო. ანუ, ერთი საათი და ოცი წუთია გასული. მოდი, დავფიქრდეთ, ვის შეიძლება მოეპარა ჩვენი ფული.
– რა დროს ფიქრია. აქ ჩვენ ვერაფერს ვიზამთ. მამას დავურეკავ, რომ მან თავისიანებს უბრძანოს ჩვენი დახმარება და ადგილობრივი „ეფესბე“ მოგვაძებნინებს ფულს.
– ეს უკიდურეს შემთხვევაში. მანამდე კი, მოდი, ჩვენ ვცადოთ.
– ვცადოთ, – თქვა ლუდამ, წამოდგა, ტახტზე დაჯდა და ჰამოს მიაჩერდა.
– ამ დილით, სასტუმროში რომ მოვედით, ჰოლში ჩვენ გარდა იყო ვინმე, თუ გახსოვს? – ჰკითხა ჰამომ ლუდას.
– მხოლოდ პორტიე, – უთხრა ლუდამ ჰამოს.
– ზუსტად გახსოვს?
– აბსოლუტურად.
– ნომრებში რომ შევდიოდით, მაშინ თუ შეგვხვდა ვინმე?
– არც მაშინ.
– ჰოდა, ჩვენი ფული პორტიეს ნაკოლითაა მოპარული, რადგან, არავის ვუნახივართ პორტიეს გარდა და შემთხვევითი ქურდი, ანუ გასტროლიორი, აქ არ შემოვიდოდა. ხუთვარსკვლავიანი სასტუმროა და გასტროლიორები აქ ძალიან იშვიათად დადიან. მით უმეტეს, ნაკოლი ნაღდად ჩემოდანზე იყო.
– კი მაგრამ, პორტიემ რა იცოდა, რომ ჩვენ კეისში ფული გვქონდა?
– პორტიემ ეს არც იცოდა.
– აბა, რისი ნაკოლი მისცა?
– ის, უბრალოდ, მიხვდა, რომ კეისში რაიმე ძვირფასი შეიძლება გვქონოდა, თუნდაც ფული, მაგრამ თანხის რაოდენობა მას არ ეცოდინებოდა. როდესაც მან რესტორანში დაგვიგულა, ქურდს შეატყობინა, რომ ნომრები ცარიელი იყო და ქურდმაც თავისი საქმე გააკეთა. ამაში თითქმის ასი პროცენტით ვარ დარწმუნებული.
– გამოდის, რომ პორტიე უნდა დავაკაჩავოთ?
– აუცილებლად.
– როგორ დავითრიოთ?
– პირდაპირ, ნაგლად!
– ეგ როგორ?
– მე და შენ ახლა ქვევით ჩავალთ კიბეებით. მე კედელს ამოვეფარები, შენ კი ხელს დაუქნევ, მიიხმობ და, თუ მოვა, დავითრევთ, ამოვათრევთ და დავაკაჩავებთ.
– თუ არ მოვიდა?
– მაშინ მივალთ და ჰოლიდანვე წამოვათრევთ. სხვა რა გზა გვაქვს, რო?!
– მართალი ხარ, წავედით! – უთხრა ლუდამ ჰამოს და წყვილი კიბეებზე დაეშვა.
შეთანხმებისამებრ, ჰამო კედელს ამოეფარა და მედვედევას ჰკითხა:
– რა ხდება?
– ჰოლში არავინაა და დახლთან მარტო დგას.
– მიდი, დაუძახე!
ლუდამ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა, შეშფოთებული სახე მიიღო და პორტიეს ხელი დაუქნია, თან დაუძახა:
– მოდით აქ, ჩქარა, ჩქარა!
– რა ხდება? – გამოსძახა პორტიემ ლუდას და დახლიდან გამოვარდა.
– მოდით, ჩქარა აქ მოდით!
პორტიემ ნაბიჯს აუჩქარა, კიბეებს მიუახლოვდა და სახეშეშფოთებულ ლუდას ჰკითხა:
– რა მოხდა? – მაგრამ, უცებ კედელზე აკრული ჰამო დაინახა, ყველაფერს მიხვდა და გაქცევა სცადა. თუმცა ლუდამ ხელი სტაცა პორტიეს და თავისკენ მიიზიდა. ჰამომ კი მუხლი ამოჰკრა ნიკაპში და გათიშა, შემდეგ მხარზე გადაიკიდა და თავის ნომერში აათრია.
– გააშიშვლე ეს ნაბოზარი და მეც ახლავე მოვალ, – უთხრა ჰამომ ლუდას და სააბაზანოში შევიდა.
– გავაშიშვლებ, – მხიარულად თქვა ლუდამ, – ეს საინტერესოც კი არის.
ჰამო სამიოდე წუთის მერე დაბრუნდა და ხელში შხაპის ელასტიკური მილი ეჭირა, რომელიც სააბაზანოში მოგლიჯა. პორტიე უკვე ხალიჩაზე ეგდო დედიშობილა, ლუდა კი ირონიულად დაჰყურებდა. მთაწმინდელმა კოპები შეკრა და ლუდას უთხრა:
– რას მიშტერებიხარ, რამე საინტერესო ნახე?
– ფუი, – თავი გააქნია ლუდამ, – რამდენნაირი არ მინახავს, მაგრამ ასეთი მინიატურული, სუპერპატარა, ჯერ არსად შემხვედრია. საზღვარზე რომ ნიფხვისამარა კაპეპეს უფროსი ვნახეთ, ამასთან შედარებით რასპუტინია.
– მეტი დარდი არ გაქვს? – შეუღრინა ჰამომ ლუდას, – რა დროს ეგენია! აი, ეს კაპრონის თოკი გამოაბი კვერცხებზე და დაკაჩავება დავიწყოთ!
– კვერცხებზე კიდევ შეიძლება, მაგრამ... – აღარ დაასრულა ლუდამ და კაპრონის თოკი მითითებულ ადგილზე მოაბა პორტიეს, თან გადაიკისკისა.
პორტიემ თვალები გაახილა და ამოილუღლუღა:
– სად ვარ?
– დედოფლის საძინებელში, გრიშკა! – უთხრა პორტიეს ლუდამ.
– მე გრიშკა არ ვარ, ვოვა მქვია.
– ნუ იტყუები, შენ გრიშკა რასპუტინი ხარ და განსაკუთრებული ნიშნით გიცანი.
– დამცინით? – აკვნესდა პორტიე.
ჰამომ კაპრონის თოკი მოქაჩა და პორტიე ააყვირა, რომელსაც ლუდამ პირზე დააჭირა ფეხი, მთაწმინდელმა კი უთხრა:
– დაგცინით კი არა, გაწამებთ, შე ნაბოზარო და, თუ არ გვეტყვი, ვინ მოიპარა ჩვენი კეისი, აი ამ შლანგს შეგირჭობ უკანალში და დენში შევაერთებ, შედეგებზე კი შენ იფიქრე.
– რისთვის მკლავთ, რა დაგიშავეთ? – აღრიალდა პორტიე.
ჰამომ უფრო მაგრად მოქაჩა კაპრონის თოკი, ლუდამ კი მთელი ძალით დააჭირა პორტიეს პირზე წიხლი და მთაწმინდელმა კბილებში გამოსცრა: – შენი ნაგლი დედაც! რას გერჩით, არა?! ჩვენი კეისი ვინ მოიპარა, ვის დაუნაკოლე? ჩქარა, თქვი, თორემ წამების მეორე საფეხურზე გადავალთ!
ლუდამ პორტიეს პირიდან ფეხი აუშვა, პორტიემ კი ამოისლუკუნა:
– მაპატიეთ, შევცდი!
– სახელი და მისამართი!
– ფომკაა, ფროლოვი, მაცესტელი. თქვენ რომ რესტორანში ისხედით, მაშინ შევიდა თქვენს ნომერში და გაასუფთავა. საღამოს მასთან უნდა მივიდე სახლში, ნაქურდალი უნდა დავითვალოთ და გავიყოთ, – უთხრა ჰამოს პორტიემ.
– ოღონდ, ის ახლა, ალბათ, კისრისტეხით გარბის, რაც შეიძლება შორს და ცდილობს, რომ 20 მილიონი ევრო შეიტყაპუნოს.
– დამცინით, არა? – გაღიმება სცადა პორტიემ.
ჰამომ საკმაოდ ძლიერად მოქაჩა კაპრონის თოკს და პორტიეს უთხრა:
– მაგ ბლისტოლა ყვერებს რომ გადაგაყლაპებ, მერე გაიგებ სიმართლეს. მიდი, ლუდა, ძირში მოაგლიჯე ამ ნაბოზარს და მწარე რეალობა ანახვე!
ლუდამ მარჯვენა ხელი მაგრად ჩაავლო პორტიეს კვერცხებში, მოუჭირა და უთხრა:
– აბა, რასპუტინო, ჩქარა გვითხარი, როგორ მოვიხელთოთ ეგ ვიღაც ფომკა ფროლოვი, თორემ მართლა მოგაგლეჯ და არც კი დამენანება... მაინც არანაირი ღირებულება არ გააჩნიათ.
– გამიშვით, გემუდარებით, გამიშვით, ნუ მაწამებთ და ყველაფერს მოვაგვარებ! – ღრიალებდა პორტიე.
– როგორ მოაგვარებ, შე ნაბიჭვარო! – უყვირა პორტიეს ჰამომ, – შენზე ბევრად ჭკვიანი ჩანს ეგ ფომკა და 20 მილიონი ევრო ტრაკქვეშ აქვს, ჩვენ კი აქ შენი ყვერებით ვთამაშობთ.
– აღარ მაწამოთ, გევედრებით, შემიბრალეთ და ყველაფერი მოგვარდება... – სლუკუნებდა პორტიე, – მე ვიცი, სადაც უნდა ვიპოვოთ.
– სად იპოვი 20 მილიონი ევროს პატრონ ქურდს, მით უმეტეს, ისეთ შენძრეულს, რომელმაც შენისთანა ნაძირალაც კი გააცურა?! – თავი გააქნია ჰამომ.
– ვიპოვი, აუცილებლად ვიპოვი! ფომკა ამ საღამოს ექიმ პოზნერთან უნდა მივიდეს ნემსის გასაკეთებლად და იქ მივაგნებთ.
– პოზნერი ვინღაა?
– ცნობილი სოჭელი ვენეროლოგი. ფომკას სიფილისი სჭირს, მასთან მკურნალობს და დღეს ბოლო ნემსი აქვს გასაკეთებელი.
– 20 მილიონის პატრონი ექიმთან მივა? მით უმეტეს, იცის, რომ ეს ამბავი შენთვისაა ცნობილი, – უთხრა ჰამომ პორტიეს.
– მან არ იცის, რომ მე მისი ავადმყოფობის ამბავი ვიცი.
– დარწმუნებული ხარ?
– აბსოლუტურად.
– ხომ არ გეშლება?
– არა.
– არ მჯერა, გვაბოლებ!
– არ გაბოლებთ.
– როგორ დაგვიმტკიცებ?
– არ გაბოლებთ, ვფიცავ!
– თქვი, საიდან იცი, შენი დედაც! – შეაგინა პორტიეს ჰამომ და კაპრონის თოკი მოქაჩა.
პორტიემ დაიკივლა:
– აღარ მაწამოთ. თუ არავის ეტყვით, ვიტყვი!
ჰამომ უფრო მაგრად მოქაჩა თოკს და პორტიეს უთხრა:
– არ მგონია, რომ შენს მდგომარეობაში მყოფი კაცი პირობებს აყენებდეს, – შემდეგ კვლავ დააპირა თოკის მოქაჩვა, მაგრამ პორტიემ ხელები ასწია და შეევედრა:
– გეტყვით, გეტყვით! ფომკას მე თვითონ ავკიდე სიფილისი!
– შენ თვითონ? კი მაგრამ, რას ერჩოდი? – ჰკითხა პორტიეს ლუდამ.
– ჩემს ცოლს ჟიმავდა და იმიტომ.
ლუდამ გადაიკისკისა:
– გაჟიმავდა, აბა, რას იზამდა! შენი ღირსების პატრონს ცოლი საერთოდ როგორ გაუჩერდა, ის მიკვირს!
– ჰოდა, ამიტომაც დავსაჯე, – ამაყად თქვა პორტიემ.
– მაინც, როგორ მოახერხე?
– როგორ და, ბაქტერიოლოგიურ ლაბორატორიაში ჩემი თანაკლასელი მუშაობს. სისხლში გარეული ვირუსი მისგან ვიყიდე 300 დოლარად და ჩემს ცოლს სისხლში შევურიე.
– სისხლში შეურიე?
– ჰო, სისხლში. წყალში საძილე წამალი ჩავუყარე და, რომ დაეძინა, დუნდულა მსუბუქად გავუჭერი, ვირუსი ჩავაწვეთე და სიფილისი ავკიდე. იმან კი ფომკას აჰკიდა და ახლა ის კრეტინი მკურნალობს. მე შიდსის შეყრა მინდოდა ორივესთვის, მაგრამ ვირუსი ვერ ვიშოვე. ის, თურმე, განსაკუთრებული კონტროლის ქვეშაა და ლაბორატორიიდან გამოტანა შეუძლებელია.
– შენი ცოლი სადაა?
– ლპება ეგ ნაბოზარი!
– ეგ როგორ?
– დაავადება ძალიან გაურთულდა და პოზნერის ანონიმურ კლინიკაში სტაციონარულად მკურნალობს.
– ფუი, შენი დედაც! – შეაგინა ჰამომ პორტიეს, – ამდენ ჩალიჩს, არ გერჩივნა, რომ ორივე გაგეგორებინა?
– კაცის მოკვლა ცოდვაა, თანაც, ამდენ სიამოვნებას ვერ მივიღებდი, მათი წამებიდან რომ ვიღებ. ახლა კი მათზე მაგრად ვკაიფობ.
– პოზნერთან რომელ საათზე უნდა იყოს ფომკა? – ჰკითხა ჰამომ პორტიეს.
– საღამოს რვაზე.
ჰამომ საათს დახედა:
– ოთხი სრულდება, ესე იგი ოთხი საათი დარჩა. ახლა ჩაიცვი და შენი მოვალეობების შესასრულებლად დაბრუნდი. მაგრამ, იცოდე, რომ, თუკი რამე ეშმაკობას დააპირებ, ცოცხლად დაგწვავთ! ჩვენ „ეფესბეშნიკები“ ვართ და სპეცდავალებას ვასრულებთ. ღმერთი არ გაგიწყრეს, თორემ ვერსად წაგვიხვალ!
– „ეფესბეშნიკები“? – შიშით გაიმეორა პორტიემ.
ლუდამ წითელი წიგნაკი გაუშალა პორტიეს და უთხრა:
– ხომ დარწმუნდი, რომ სიმართლეს გეუბნებით? რასპუტინ, იცოდე, რამე არ მიჰქარო! რომ მოგვატყუო და მოკვდე, იმდენს ვიზამთ, რომ გაგაცოცხლებთ და მერე კი ნელ-ნელა, ხელახლა მოგკლავთ წამებით.
– არაფერს გატყუებთ, ვფიცავ და არც დავაპირებ. ზუსტად 7 საათზე პოზნერთან წავიდეთ. ახლა კი გამიშვით, თორემ სამსახურიდან გამაგდებენ, – ლუღლუღებდა პორტიე.
– არ ხარ, რომ, გასაგდები, შე ნაკოლშჩიკო?! – შეუღრინა პორტიეს ლუდამ.
– აღარ ვიზამ, გამოვსწორდები, მაპატიეთ, ნუ ჩამიშვებთ! – იმეორებდა პორტიე.
– ჩაიცვი და წადი, კისერიც გიტეხია, – უთხრა პორტიეს ლუდამ, – ნუღარ მენახვები შიშველი, რასპუტინ, თორემ კაცის სახსენებელს მაზიზღებ და ჟიმაობის სურვილი მიქრება!
პორტიე სწრაფად იცვამდა, თან ლუდას ეუბნებოდა:
– რატომ დამცინი, მშვენიერო გოგონა? ყველას ერთნაირი ფიზიკური მონაცემები ხომ არ აქვს? ზოგი ლამაზია, ზოგიც – მახინჯი. განა ჩემი ბრალია, რომ ასეთი გავხდი?
– თავს ნუ გვაცოდებ. ჩაიცვი, აახვიე და ჩემი სიტყვები არ დაგავიწყდეს. ეშმაკმა არ შეგაცდინოს, თორემ დანაპირებს აგისრულებთ, – კბილებში გამოსცრა ჰამომ.
– არა, როგორ გეკადრებათ, – თავი გააქნია პორტიემ, წამოხტა და სწრაფად გავიდა ნომრიდან.
ლუდამ გადაიკისკისა და ჰამოს უთხრა:
– ხედავ, რა ბოღმა ყოფილა რასპუტინი? ორ ადამიანს სიფილისი აჰკიდა და – ვკაიფობო, ამბობს. არადა, როგორ გინდა, ასეთ კაცთან იჟიმაო, თან, ისე, სხვა არ მოგინდეს?! ჰო, მართლა, ამ გახსენებაზე, ხომ არ გვეჟიმავა?
– მაგ შენმა სექსსურვილებმა მიგვიყვანეს აქამდე და ისევ არ იშლი, ხომ? – გაბრაზდა ჰამო.
– რა ვქნა, ასეთი ვარ, – თავი მოისაწყლა ქალმა...
ლუდას სიტყვებზე ჰამომ ხელი ჩაიქნია:
– ჰოდა, რომ არ შეგიძლია, ახლა ახალ შარში უნდა გავყოთ თავი და ოცი მილიონი ევროს დაბრუნებაზე ვიჩალიჩოთ.
– მერე, რა პრობლემაა, მასეთები გვიქნია?
– შენ ისევ ძველებურად უბერავ, – გამწარდა ჰამო, შემდეგ თავი უკან გადასწია და ჭერს შეხედა, ხელები აღმართა და პათეტიკურად წარმოთქვა, – ღმერთო, ამ შარს გადაგვარჩინე და ეს გოგო ჭკუაზე მოიყვანე!
– ჯანდაბას ჩემი თავი! გაგაწვალე, ხომ, კვიცო? მოდი ჩემთან და დაგამშვიდებ! – გადაიკისკისა ლუდამ.
ჰამომ ხელი ჩაიქნია, კარისკენ გაემართა და სანამ გავიდოდა, ლუდას უთხრა:
– ჰოლში ჩავალ და პორტიეს დავხედავ. შენ კი მზად იყავი, რა იცი, რა ხდება.
– ყოველთვის მზად ვარ. ჩემი სხეული და სარეცელი მოუთმენლად გელოდება! – მიაძახა ლუდამ.
– ბოზანდარას რა გამოასწორებს, – ქართულად ჩაილაპარაკა ჰამომ და ჰოლში ჩავიდა, სადაც პორტიე თავის დახლს უკან ტრიალებდა. მთაწმინდელი რომ დაინახა, გაუღიმა და მეგობრულად აუწია ხელი.
ჰამომ საათს დახედა. ისრები ექვსის ნახევარს უჩვენებდა, ამიტომ, გადაწყვიტა, რომ პორტიეს იქვე დალოდებოდა. ჰოლის მარცხენა კუთხეში, რესტორნის მოპირდაპირე მხარეს სავარძელში მოკალათდა და ილუსტრირებული ჟურნალის თვალიერებას შეუდგა.
სასტუმროს საათმა ექვსჯერ რომ დარეკა, ჰამომ პორტიესკენ გაიხედა, რომელიც უკვე თავის შემცვლელს ელაპარაკებოდა და მორიგეობას აბარებდა. შემდეგ ჰამოს გამოხედა, გაუღიმა და ხელით ანიშნა, ხუთ წუთში გავთავისუფლდებიო. ჰამომ თავი დაუქნია პორტიეს და ინსტინქტურად რესტორნისკენ გაიხედა, საიდანაც ყვირილის ხმები გამოდიოდა. რამდენიმე წამში ყვირილი ჩხუბში გადაიზარდა, რესტორნიდან მთვრალი ახალგაზრდები გამოცვივდნენ, რომლებიც ერთმანეთს დაუნდობლად სცემდნენ. სასტუმროს დაცვა უშედეგოდ ცდილობდა მათ გაშველებას. ერთ-ერთმა მოჩხუბარმა, რომელიც იატაკზე ეგდო, მოულოდნელად პისტოლეტი ამოაცურა და უმისამართო სროლა ატეხა. ჩხუბის ხმები შეწყდა, რადგან შიშისგან ყველა დაწვა და მხოლოდ გასროლის ხმები ისმოდა. ჰამო გაუნძრევლად იჯდა სავარძელში და ყურადღებით აკვირდებოდა მსროლელს. უცებ დახლში ჩაწოლილი პორტიეს განწირული ხმა გაისმა, რომელიც უმალვე შეწყდა, რადგან უმისამართოდ ნასროლმა ბრმა ტყვიამ მას გულში გაუარა და ადგილზევე მოკლა... მსროლელი, რომელსაც ტყვიები გაუთავდა, დაცვამ განაიარაღა. ჰამომ კი, როდესაც დარწმუნდა, რომ პორტიე მკვდარი იყო, სიმწრისგან ტუჩი მოიკვნიტა, სასტუმროს ნომერში დაბრუნდა და ლუდას უთხრა:
– ახალი პრობლემა გვაქვს: პორტიე დაბრიდეს.
– პორტიე დაბრიდეს?
– ჰო, დაბრიდეს. ვიღაც მთვრალმა ახვარმა უმისამართო სროლა ატეხა და ვოვას გული გაუგლიჯა.
– ვინ ვოვას?
– პორტიეს ვოვა ერქვა, დაგავიწყდა? თუ, შენ მხოლოდ ზომებით იმახსოვრებ ხალხს და არა სახელებით?
– საბრალო ვოვა! მართლაც რომ მინიატურული ზომები ჰქონდა, მაგრამ მაინც გულწრფელად მეცოდება. ახლა რა უნდა ვქნათ?
– რა უნდა ვქნათ და ჩვენ თვითონ უნდა ვიჩალიჩოთ. კიდევ კარგი, რომ იმ ბაცაცას ვინაობა გვითხრა და ექიმ-ვენეროლოგის შესახებაც გვიამბო.
– ვენეროლოგის გვარი პოზნერია, ბაცაცას კი ფომკა ფროლოვი ჰქვია, ხომ?
– მშვენიერი მეხსიერება გქონია და, როგორც ჩანს, არა მარტო ზომების. ახლა კი ცნობათა ბიუროში დარეკე და ჯერ პოზნერის კლინიკის მისამართი დაადგინე, შემდეგ კი კლინიკაში დარეკე და თავად მას ელაპარაკე. მიდი, უკვე 7 საათი სრულდება და თუ დროზე არ მოვაყომარეთ ეს საქმე, ჩვენი ოცი მილიონი სიფილისიან ხანიგას დარჩება.
ლუდამ ცნობათა ბიუროში დარეკა, პოზნერის კლინიკის მისამართი, ტელეფონის ნომერი გაიგო და ჰამოს უთხრა:
– ლუდვიგ ისააკოვიჩი რქმევია, – შემდეგ კლინიკაში დარეკა და იკითხა, – ვენეროლოგიური კლინიკაა?
– დიახ, მორიგე გისმენთ!
– თუ შეიძლება, ლუდვიგ ისააკოვიჩს სთხოვეთ!
– ლუდვიგ ისააკოვიჩი ტელეფონთან არ მოდის, გოგონა. თქვით, რა გნებავთ და პასუხს მე გაგცემთ ან აქ მობრძანდით.
– მე გოგონა არ ვარ, შე კრეტინო, სარა ვარ, ლუდვიგის ცოლის და. მობილური გათიშული აქვს, ვერ ვუკავშირდები და სასწრაფო საქმე მაქვს. სწრაფად დაუძახე, თორემ ხვალიდან უკვე აღარ იმუშავებ მანდ!
– ბოდიში, ახლავე, ვეცდები, – ენა დაება პოზნერის კლინიკის თანამშრომელ ქალს და ორი წუთის მერე ტელეფონის ყურმილში მამაკაცის ხმა გაისმა:
– გისმენთ, სარა!
– გამარჯობა, ლუდვიგ ისააკოვიჩ! მაპატიეთ, რომ ასეთი მეთოდით მომიწია თქვენთან დაკავშირება, მაგრამ ძალზე კონფიდენციალური საქმე მაქვს. თქვენთან რეკომენდაცია ჩვენმა ერთმა ძალიან ახლობელმა ადამიანმა გამიწია, რომლის ვინაობის გამხელაც ტელეფონით არ მინდა.
– გისმენთ, ძვირფასო, ბრძანეთ, რა გნებავთ!
– ლუდვიგ ისააკოვიჩ, ტელეფონით არ მინდა გელაპარაკოთ და პირისპირ უნდა შეგხვდეთ, თანაც, რაც შეიძლება მალე.
– რა პრობლემაა, შეგიძლიათ, ახლავე მობრძანდეთ!
– მე მარტო არ ვარ, მეგობარი მახლავს.
– არც ესაა პრობლემა, მეგობართან ერთად გელოდებით.
– დიდი მადლობა. ნახევარ საათში გეახლებით, – უთხრა ლუდამ პოზნერს, ტელეფონის ყურმილი დაკიდა და ჰამოს მიუბრუნდა:
– ნახევარ საათში გველოდება ორივეს.
– წავედით და სიყვარულისგან დაავადებული წყვილი უნდა გავითამაშოთ.
– მე კი სიყვარულით დაავადებული წყვილი მერჩივნა, თანაც, არა თამაშში, არამედ სინამდვილეში, – უთხრა ლუდამ ჰამოს და გაუღიმა, – წასვლამდე რეპეტიცია ხომ არ გაგვევლო?
– რა დროს რეპეტიციაა, 7 საათი შესრულდა და ოცი მილიონი ევრო ხელიდან გვეცლება. სწრაფად ქენი!
წყვილი რომ ჰოლში ჩავიდა, იქაურობა მილიციით იყო სავსე და მოკლული პორტიე საკაცეზე ესვენა. ლუდამ თავი გააქნია და ჰამოს უთხრა:
– საცოდავი ვოვას ცოლი, რა დროს დაქვრივდა, რა კაცი დაკარგა?
– სწორედ რომ, დროზე დაქვრივდა, – თავი დააქნია ჰამომ, – თორემ ეს უბედური ნამდვილად სპიდს აკიდებდა იმ ნაბიჭვარს და, პოზნერი კი არა, ვერავინ უშველიდა.
ჰამო „ბეემვეს“ საჭეს მიუჯდა და სასტუმრო „პრიმორსკაიას“ ეზოდან დინჯად გაიყვანა. შემდეგ სისწრაფეს მოუმატა და ძველი სოჭისკენ აიღო გეზი, სადაც ეგრეთ წოდებულ სოჭნარში პოზნერის ვენეროლოგიური კლინიკა მდებარეობდა. ძველებური შენობა ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის ოცდაათიანი წლების მიწურულს იყო აშენებული სტალინის მითითებით და კრემლის სამკურნალო დაწესებულებას გადაეცა, სადაც საბჭოთა პარტიული მაღალჩინოსნები გადიოდნენ სარეაბილიტაციო კურსს. პოზნერმა კი ის ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისში იყიდა ჩალის ფასად, მისი მოდერნიზება მოახდინა და სუპერთანამედროვე სამკურნალო დაწესებულებად აქცია, რომელსაც კლიენტები არ აკლდა, რადგან, სოჭის სპეციფიკიდან გამომდინარე, დამსვენებელთა შორის დიდი მოთხოვნილება იყო სექსზე. ამ საქმის მიმდევართა მინიმუმ ხუთი პროცენტი კი აუცილებლად სხვადასხვა ვენერიული სნეულებით, რომლთაგან თითქმის ყველა, პოზნერს აკითხავდა საშველად და ლუდვიგ ისააკოვიჩის ბიზნესი საერთო-სახალხო სიყვარულის ფონზე ყვაოდა...
პოზნერის უზარმაზარ სოჭებში ჩაფლული სამკურნალო დაწესებულების ინფრასტრუქტურას ოთხმეტრიანი ღობე აუშნოებდა. ნახევრად სამხედრო უნიფორმაში გამოწყობილი, შეიარაღებული მცველები მთლიანად აკონტროლებდნენ ამ უზარმაზარ ტერიტორიას და მათ თვალს ჭიანჭველის გადაადგილებაც კი არ გამოეპარებოდა. გარდა ამისა, მთელ პერიმეტრზე ვიდეოკამერებიც იყო დამონტაჟებული. ჰამომ „ბეემვე“ კლინიკის შესასვლელის გასწვრივ მდებარე სადგომზე გააჩერა და, სანამ მანქანიდან გადავიდოდა, ლუდას უთხრა:
– ციხესიმაგრესავითაა აქაურობა მოწყობილი და ძალიან ყურადღებით უნდა ვიყოთ.
– ნუ გეშინია. კარგ ფორმაში ვარ და პოზნერის შეიარაღებული ქოფაკები ჩემს მომხიბვლელობას ვერ გაუძლებენ.
– იცოდე, არ გადაამლაშო, თორემ ოც მილიონს დავკარგავთ, – უთხრა ჰამომ ლუდას და წინ გაატარა, თავად კი უკან მიჰყვა.
როდესაც წყვილი სამორიგეო-გამშვები შენობის ჰოლში შევიდა, სუფთად გაპარსულმა უნიფორმიანმა ახალგაზრდამ მათ უთხრა:
– მიბრძანდით ფანჯარასთან და საშვი აიღეთ.
ლუდამ ფანჯარაში შეიხედა და კომპიუტერთან მჯდომ ახალგაზრდას უთხრა:
– საშვი თქვენ უნდა გამომიწეროთ?
– თქვენი პასპორტი, – მიუგო ლუდას კომპიუტერთან მჯდომმა, რომელსაც თავიც კი არ აუწევია.
– მე ლუდვიგ ისააკოვიჩთან ვარ, – თქვა ლუდამ.
ახალგაზრდამ თავი ასწია, ლუდას შეხედა, შემდეგ კომპიუტერს მიუბრუნდა და უთხრა:
– თქვენი სახელი მითხარით.
– სარა, – უთხრა ლუდამ.
– სარა? – გაიმეორა კომპიუტერთან მჯდომმა და გაუცინარი სახე გაებადრა, – ორნი ხართ, ხომ?
– დიახ, – თავი დაუქნია ლუდამ.
– მიბრძანდით, საშვი არაა საჭირო, – უთხრა ლუდას მორიგემ, ავტომატური შლაგბაუმი გაუღო და წყვილი ღიმილით გააცილა.
– საინტერესოა, – გადაუჩურჩულა ლუდამ ჰამოს, – რომ ვუთხარი, სარა ვარ-მეთქი. მორიგე ბიჭუნა რადიკალურად შეიცვალა და ლამის ჩესტით გაგვაცილა.
– ჰოო, – ჩურჩულით უპასუხა ჰამომ ლუდას, – მაგარი შებერტყილი ვინმე ჩანს ეგ პოზნერი.
– შენ რა იცი. კაცი ჯერ არ გინახავს...
– საქციელზე ეტყობა. აქ უქსივოდ ბუზიც ვერ შეფრინდება, ჩვენ კი მარტო სახელის თქმით გაგვატარეს.
– ეტყობა, დააინტერესა, ვინ სარა ვარ.
– მარტო მაგაში არ უნდა იყოს საქმე. ეტყობა, ხვდება, რომ სამკურნალოდ არ ვართ მოსულები და აინტერესებს, რა გვინდა.
– საიდან მიხვდი?
– იქიდან, რომ არც ვინაობა უკითხავს ტელეფონზე, არც იმაზე გავუფრთხილებივართ, რომ აქ ციხესავით სიმკაცრეა და ადვილად შემოგვიშვა. მაგრამ, საქმე ისაა, ასევე ადვილად თუ მოვახერხებთ აქედან გასვლას.
– მგონი, აჭარბებ!
– ვინ იცის, ვინ იცის... მაგრამ მაინც ძალიან ყურადღებით იყავი და ყველაზე ცუდისთვის მოემზადე!
– მე ყოველთვის მზად ვარ ყველაზე ცუდისთვის, – უთხრა ლუდამ ჰამოს და შეიარაღებულ მცველს გაუღიმა, რომელიც წყვილს მიუახლოვდა და ლუდას უთხრა:
– თქვენ ლუდვიგ ისააკოვიჩთან მიბრძანდებით, ხომ?
– დიახ, – უთხრა ლუდამ.
– მე გამომყევით!
გაგრძელება შემდეგ ნომერში