შეკითხვა ასტროლოგს
კითხვა: დავიბადე 1976 წლის 13 ივნისს, დილის საათებში. ფინანსების გამო რომელ უცხოურ ქვეყანაში მირჩევთ სამუშაოდ წასვლას?
პასუხი: თქვენთვის უცხოეთი საშუალოა, ვერ გეტყვით, რომ ის კოსმიური მისიაა, ან დიდი წარმატების მომტანი. თუმცა, მატერიალურად რომ მომაგრდეთ, ცოტა ხნით წასვლა ცუდი არ არის. ქვეყნებიდან კი მისაღებია: უკრაინა, პოლონეთი, კვიპროსი, ირლანდია, შვეიცარიის აღმოსავლეთი ნაწილი, ბელგია, მოლდავეთი, ფინეთი, არგენტინა, ესტონეთი, ლატვია, ეგვიპტის ჩრდილოეთ ნაწილი, ბულგარეთი, ისრაელი, დანია, გერმანიის ბავარიის მხარე, მაროკო, კუნძულებიდან – კორსიკა, სიცილია, ნორვეგია, კუბა, შვედეთის დასავლეთი ნაწილი, მექსიკა, უნგრეთი. ეს ქვეყნები წამოწიეთ წინა პლანზე.
კითხვა: დავიბადე 1979 წლის 1 იანვარს. მაინტერესებს, რა არის ჩემი კარმული მისია, უცხოეთის რომელი ქვეყანაა ჩემთვის წარმატების მომტანი და რომელი პროფესიაა მისაღები?
პასუხი: უცხოეთი თქვენი კოსმიური მისია არ არის, თუმცა არ გეკრძალებათ იქ გამგზავრება. ქვეყნებიდან კი მისაღებია: ჩეხეთი, საფრანგეთი, შვეიცარიის დასავლეთი მხარე, იტალიის ჩრდილო ნაწილი, ამერიკის შეერთებული შტატებიდან – კალიფორნიის შტატი; ავსტრია, პერუ, ესპანეთი, თურქეთის დასავლეთი მხარე, სანკტ-პეტერბურგი რუსეთიდან. თუ ბარიერებს და სირთულეებს გადალახავთ წარმატების მეტი შანსი გაქვთ შემდეგ ქვეყნებში: გერმანია, იაპონია, ხორვატია, ინდოეთის დასავლეთი მხარე, ლიტვა, საბერძნეთი, კუნძული კრეტა, ამერიკის შერთებული შტატებიდან – ვირჯინიის შტატი, შვეიცარიის ჩრდილოეთი ნაწილი და ბელორუსია. რაც შეეხება კოსმიურ მისიას, გეტყვით რომ, უნდა იყოთ მეტად აქტიური, ინიციატივიანი, ენერგიული. უნდა შეგეძლოთ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება, ლიდერული და ორგანიზატორული თვისებების წარმოჩენა, უნდა დაეყრდნოთ ცოდნის ბაზას, ოპტიმიზმს, კომუნიკაბელურობას და კეთილშობილებას. ეცადეთ, ოჯახურ ურთიერთობებში სრულ ჰარმონიას მიაღწიოთ ეს თქვენი კოსმიური მისია და გამარჯვების ფაქტორია. ასევე, უნდა იყოთ ორგანიზებული, დისციპლინირებული, შეუპოვარი, მიზანსწრაფული, მომთმენი, შრომისუნარიანი, ფულის ყაირათიანი მხარჯველი, მოწესრიგებული, უხალტურო მუშაკი, მარტოხელა მებრძოლი. საქმეს სერიოზულად უნდა მიუდგეთ, გამოიჩინოთ პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა. ამ თვისებების წარმოჩენა სწორ ევოლუციურ გზაზე დაგაყენებთ. პროფესიებიდან კი კარგია: პლასტიკური ქირურგია, კარდიოლოგია, სტომატოლოგია, სახელმწიფო ზემაღალ სტრუქტურებში ადმინისტრაციული საქმიანობა, იურისპრუდენცია, ლიტერატურა, პოეზია, ხელოვნების ფართო სპექტრი, სპორტი, საიუველირო საქმე ან ბიზნესი, დიზაინი, არქიტექტურა, სამოდელო სფერო, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური ბიზნესი ან შემოქმედება, ანტიკვარიატის ან ლომბარდის სფერო, სამასაჟო საქმე ან ბიზნესი, გასართობი ინდუსტრია, სადალაქო ინდუსტრია. თუ წინაღობებს გადალახავთ, წარმატება გელით ჟურნალისტიკაში, საბანკო, ეკონომიკურ, სავაჭრო, საფინანსო სფეროში, პედაგოგიკაში და სოციოლოგიაში.
კითხვა: დავიბადე 1989 წლის 28 ივლისს. პარასკევ დღეს, დილის 3 საათზე. რომელ პროფესიებში მელის წარმატება? ჩემი ტყუპისცალისთვის მეზღვაურობა თუ არის წარმატებული პროფესია?
პასუხი: მეზღვაურობა დიდი წარმატების მომტანი არ არის, თუმცა არც ცუდია. ერთი სიტყვით, ის საშუალოა მისთვის. თქვენთვის კი მისაღები პროფესიებია: ჟურნალისტიკა, რადიო, ტელევიზია, პრესა, სარეკლამო, საგამომცემლო ინდუსტრიის ფართო სპექტრი, ტურიზმი, ტურისტული ორგანიზაციების ბიზნესი ან შემოქმედება, პროფესიონალური დიპლომატია, ავიაციის ბიზნესი ან შემოქმედება, ქორეოგრაფია, სამეცნიერო-კვლევითი საქმე, ლინგვისტიკის ფართო სპექტრი, იურისპრუდენცია, ფოტოგრაფიის ხელოვნება ან ბიზნესი, კომპიუტერული ტექნოლოგიები, აუდიო, ვიდეო, მობილური სისტემები, ტექნიკა-მექანიკის ფართო სპექტრი, საკონსტრუქტორო, საგამომგონებლო საქმიანობა, სპორტი, სცენარისტობა, დრამატურგია, რეჟისურა. ამ სფეროებში წარმატების შანსი საკმაოდ მაღალი გაქვთ.