კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სიცოცხლის რომელ პერიოდშია ადამიანისთვის კრიტიკული ხანა და როდიდან იწყება სიცოცხლის წერტილის ზოდიაქალური ათვლა


როცა ადამიანი იბადება, თავისი გზის ათვლას სიცოცხლის წერტილიდან იწყებს. ანუ, მოძრაობას „ვერძის“ ზოდიაქოს ნიშნიდან, სიჩქარით 4,3 გრადუსი წელიწადში. ყოველ ზოდიაქოს ნიშანში ადამიანი 7 წლის განმავლობაში იმყოფება, საწყის პოზიციაში კი ბრუნდება 84 წლის შემდეგ, რომელიც შეესაბამება პლანეტა ურანის სრულ ციკლს. ყოველ შვიდწლიან ცხოვრებისეულ ეტაპს თავისი პირობითი სახელწოდება და მნიშვნელობა აქვს.

დაბადებიდან 7 წლამდე – „მუდმივი ძრავა“ –სიცოცხლის წერტილი „ვერძშია“, ყველაზე ენერგიულ ნიშანში. ამიტომ, ბავშვებში მოჭარბებულია ენერგია. მათ ახასიათებთ „ვერძისეული“ მოუსვენრობა, მოუთმენლობა, ცნობისმოყვარეობა. ამ ასაკში მთავარი ამოცანაა არსებული ნიჭისა და უნარის გამოვლენა. მშობლებმა უნდა ასწავლონ თანაგრძნობა და სიყვარული. მაქსიმალურად გააღვივეთ მათში ბუნებისადმი სიყვარული და ნებისყოფის გრძნობა.

7-დან 14 წლამდე – „ურთიერთობის სკოლა“ – სიცოცხლის წერტილი „კუროს“ ზოდიაქოს ნიშანშია. ამ ასაკში ხდება ფასეულობათა მარაგის დაგროვება, ჭირს ემოციების მართვა. ამ პერიოდში სურვილი არ ეთანხმება შესაძლებლობებს. აუცილებელია სმენის და მეხსიერების მაქსიმალური განვითარება, ჰარმონიულ ურთიერთობათა ჩამოყალიბება, რადგან მოზარდი ადვილად აღიქვამს ურთიერთობათა ენერგოვიბრაციას.

15-დან 21 წლამდე – „ცოდნის წყარო“ – სიცოცხლის წერტილი „ტყუპებშია“, რომელიც ითხოვს გონების, ლოგიკის, დამოუკიდებლობის განვითარებას. კრიტიკული ასაკია 15-16 წელი, როცა ადამიანი იწყებს სქესთა შორის ურთიერთობებში გარკვევას. მნიშვნელოვანია ამ ასაკში მოგზაურობა, კითხვა, ინფორმაციის მიღება. მთავარი პრობლემაა უდისციპლინობა და არაორგანიზებულობა, ასევე, უპასუხისმგებლობა და ჭორებისადმი მიდრეკილება. ხასიათის ამ სისუსტეებმა შესაძლოა, შემდგომში „უიღბლობის სინდრომი“ წარმოქმნას.

21-დან 28 წლამდე – „საკუთარ თავში ჩახედვა“ – სიცოცხლის წერტილი „კირჩხიბშია“. ადამიანმა უნდა შეძლოს საკუთარი თავის თვითანალიზი, საკუთარ ფასეულობათა სისტემის შექმნა, თაობების გამოცდილებათა გადაფასება. კრიტიკული ასაკია 25-26. შეიძლება ამ დროს ყველაფრისთვის თავის დანებების სურვილი გაჩნდეს. დაუფიქრებელმა ნაბიჯმა კი მომავალი დაგინგრიოთ. ასტროლოგიურად, ბავშვის ყოლისთვის აქტიური ფაზაა.

28-დან 35 წლამდე – „გამარჯვებათა დრო“ – სიცოცხლის წერტილი „ლომშია“. მთავარია, ენერგია სწორად მართოთ. იმატებს ზღვარგადასული სიამოვნების მიღების სურვილი. გაუძელით ცდუნებას, განავითარეთ ცნობიერება, სწორად მართეთ კოსმიური კანონზომიერებები. გარდამტეხია 28-32 წლის შუალედი. ამ დროს მიმდინარეობს გრძნობების გადაფასება. ნუ მიიღებთ დაუფიქრებელ გადაწყვეტილებებს.

35-დან 42 წლამდე – „პირველი გამოცდა“ – სიცოცხლის წერტილი „ქალწულშია“. დაგროვილი ენერგიის ნაწილი უნდა გასცეთ. იმოქმედეთ თანმიმდევრულად, გამოიჩინეთ პრობლემების დიპლომატიურად გადაწყვეტის უნარი. ეს პერიოდი ხელს უწყობს კარმული პროგრამის კორექციას. იყავით ყურადღებით ცხოვრებისეული ცვლილებების მიმართ.

42-დან 49 წლამდე – „გამოდარების დრო“ სიცოცხლის წერტილი „სასწორშია“. ამ პერიოდში ადამიანი იწყებს აქტიურ შემოქმედებით მუშაობას, აღწევს პირადულ და საზოგადოებრივ ჰარმონიას. მთავარია, ეთიკის და მორალის განსაზღვრულ ზღვარს არ გადააბიჯოთ. არ გახდეთ ეგოისტი და დიქტატორი, რადგან ყოველივე ამას წარუმატებლობა არ მოჰყვეს. კარგი დროა ნიჭის და უნარის გამოსავლენად.

49-დან 56 წლამდე – „სუფთა ფურცელი“ – იწყება „მორიელის“ პერიოდი. საკმაოდ რთული ასაკია. ცხოვრება გაიძულებთ რაღაცის რადიკალურად შეცვლას. ინტუიცია გაძლიერებულია. მათ ვინც ცხოვრებაში შეცდომები დაუშვა, ვარსკვლავები აძლევენ შანსს კვლავ დაიწყონ ყველაფერი სუფთა ფურცლიდან ანუ თავიდან.

56-დან 63 წლამდე – „მეორე გამოცდა“ – სიცოცხლის წერტილი „მშვილდოსანშია“. ინფორმაცია გონივრულად გადაახარისხეთ. თუ „ქალწულის“ პერიოდის ამოცანები სწორად შეასრულეთ, მაშინ ისევ შეძლებთ შრომას და მუშაობას. არ შეგაშინებთ საპენსიო ასაკი.

63-დან 70 წლამდე – „ახალი შანსი“ – სიცოცხლის წერტილი „თხის რქაშია“. თქვენ კვლავ შეგიძლიათ, შეცვალოთ თქვენი ცხოვრება სურვილისამებრ. მნიშვნელოვანია მაცდუნებელი ფაქტორები რეალური შესაძლებლობებისაგან გაარჩიოთ. სწორი არჩევანი გაძლევთ ჰარმონიულ, სიხარულით აღსავსე, ემოციურად დატვირთულ შუალედს.

70-დან 77 წლამდე – „უპირველესად“ – სიცოცხლის წერტილი „მერწყულშია“. ეს არის დრო, როცა ცხოვრებას უნდა შეხედოთ მაყურებლის თვალით. გამოიჩინეთ ინტერესი ახლობლების მიმართ და მათგანაც მეტ სიყვარულს მიიღებთ. თუ კარმულ პროგრამას სწორად შეასრულებთ, მეტ სიამოვნებას მიიღებთ ცხოვრებისგან.

77-დან 84 წლამდე – „წინასწარმეტყველების უნარი“ – სიცოცხლის წერტილი „თევზებშია“. ადამიანი, როგორც არასდროს, ისე გრძნობს კავშირს კოსმიურ ძალებთან. ვინც ცხოვრებისეულ გზაზე სწორად გადაანაწილა საკუთარი ძალები, შესაძლებლობები და არ ასცდა თავის ზოდიაქალურ გზას, ბედ-იღბალი უბოძებს წინასწარმეტყველების უნარს, კოსმოსისა და დედამიწის სულიერ ჰარმონიას.


скачать dle 11.3