კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ყველაზე მძიმე ვარსკვლავი ჯუჯა გალაქტიკაში აღმოჩნდა


2007 წლის აპრილში ასტრონომები აკვირდებოდნენ აფეთქებას შორეულ, ჯუჯა გალაქტიკაში. ეს იყო ზეახალი ვარსკვლავის აფეთქება, რომელსაც ზემასიური ვარსკვლავის დაღუპვა მოჰყვა. როგორც ისრაელის ვაიცმანის სახელობის ინსტიტუტის მკვლევართა ჯგუფის ხელმძღვანელმა ავიშაი გალ-იამამ განაცხადა, დაღუპული ვარსკვლავის მასა 200-ჯერ აღემატებოდა მზის მასას. დიდი ხანია, ასეთი პროცესები ცნობილია და აღწერილია თეორიულად, მაგრამ სწავლულებმა ეს მოვლენა პირველად ნახეს.

საქმე ისაა, რომ ვარსკვლავები, რომელთა საწყისი მასა 100-დან 140-მდე მზის მასის ტოლია, არსებობას, ჩვეულებრივ, ზეახლების აფეთქებით ამთავრებენ. მათ ბირთვებში წყალბადის რესურსების ამოწურვის შემდეგ, გრავიტაციის მოქმედებით ფორმირდება ზემკვრივი ობიექტი, ნეიტრონული ვარსკვლავი ან შავი ხვრელი. მას თან ახლავს გრავიტაციული ენერგიის მკვეთრი ამოფრქვევა და ზეახალის აფეთქება. თუ ზეახალი ვარსკვლავის შემადგენლობაში არ შედის მძიმე ელემენტები, ისეთები, როგორიც მეტალებია.

აქამდე ყველაზე მძიმე ვარსკვლავად ითვლებოდა ჩვენი გალაქტიკის ცენტრთან ახლოს მდებარე, 114 მზის მასის მქონე ვარსკვლავი.


скачать dle 11.3