ანეგდოტები
***
ქმარი მივლინებიდან ბრუნდება. საძინებელში ხედავს ცოლი და თავისი ძმაკაცი ერთ ამბავში არიან... იღებს პისტოლეტს და ესვრის ძმაკაცს.
ცოლი გრაციოზულად დგება‚ მიდის სარკესთან‚ იღებს პომადას და ასევე გრაციოზულად ისვამს, თან მსუბუქი ამოსუნთქვით ეუბნება ქმარს:
– ძვირფასო‚ შენ ასე თანდათან ყველა მეგობარს დაკარგავ...
***
არ ანდოთ საბავშვო ბაღის საახალწლო ზეიმების გადაღება მამებს, თორემ, მიიღებთ ფირს‚ რომელზეც თქვენი ბავშვების სახეების ნაცვლად‚ ზუსტად მის სიმაღლეზე იქნება აღბეჭდილი აღმზრდელთა სხეულის სხვადასხვა ნაწილები.
***
– „სილამაზე ძალაა‚ რომელიც მსხვერპლს მოითხოვს. სილამაზე გადაარჩენს სამყაროს“!..
– ვერ გავიგე‚ როგორ შეიძლება, ძალამ‚ რომელიც მსხვერპლს მოითხოვს‚ სამყარო გადაარჩინოს?!
***
– ექიმო‚ თქვენთან სინდისის ამპუტაცია თუ შეიძლება?
– შეიძლება‚ მაგრამ, ფული წინასწარ...
***
კრივში ორი ახალი წესი შემოვიდა: დარბაზის დახმარება და ზარი ახლობელთან.
***
– ამბობენ‚ შენი გოგო ძალიან მახინჯიაო... გასაგებია‚ რომ ძალიან გიყვარს‚ მაგრამ ჩვენს დროში ათასი შესაძლებლობაა...
– მივიყვანე პლასტიკურ ქირურგთან‚ მაგრამ მითხრა, კუდის მიკერება გაცილებით ადვილიაო.
***
საელჩოში:
– თქვენი სახელი და გვარი...
– თუ ვიზას არ ჩამირტყამთ – ანა კარენინა...
***
მამაკაცისთვის იდეალური მაშინ იქნება სამყარო‚ როდესაც ქალები მიხვდებიან‚ რომ ტვინი კი არ არის სექსისთვის შექმნილი‚ არამედ სულ სხვა ორგანოები.
***
ცირკში ყველაზე დამჯერი დათვები შაქრიანი დიაბეტით დაიხოცნენ.