ანეგდოტები
***
ბევრჯერ რეკლამირებული‚ საკმაოდ ცნობილი მწერალ Xის წიგნები ცნობილ იქნა ალტერნატიულ სათბობ ნედლეულად.
***
„ვინც არ რისკავს‚ ის არ სვამს შამპანურს‚ სვამს ლუდს არყით“.
***
– პატრული! პატრული! მიშველეთ!
– რა მოხდა‚ რით დაგეხმაროთ?
– ეს კაცი მაწუხებს!
– რა‚ სექსი შემოგთავაზათ?
– ეგ კი‚ მაგრამ...
– ააა‚ გაუკუღმართებული?
– თანაც, განსაკუთრებულად...
– როგორ?
– უფასოდ...
***
– არაყს დალევ?
– არა‚ უკვე კარგა ხანია‚ თავი დავანებე და წვენებზე გადავედი. მერე მივხვდი‚ რომ ესეც არ იყო სწორი გადაწყვეტილება...
– და წვენებსაც აღარ სვამ?
– მხოლოდ ალკოჰოლთან ერთად.
***
– ქმარი დილით ბრუნდება სახლში. სახე მთლიანად პომადითა და პუდრით აქვს მოთხუპნული‚ ტანსაცმელზე კი: წითური თმებია...
– სად ეგდე?
– არ დამიჯერებ‚ ძვირფასო‚ მაგრამ კლოუნი გადამეკიდა და მთელი ღამე ვეჭიდავებოდი...
***
პლაკატები ცირკთან:
„კიდევ ეწევით მასტურბაციას?! მაშინ ჩვენ მოვდივართ თქვენთან!“
***
რომანტიკულფილოსოფიური საუბარი:
– გოგონა‚ თქვენ ისე ვერცხლისფრად ბრწყინავთ‚ როგორც ახალდაჭერილი თევზი.
– თუ თქვენ კონკრეტული მიზანი დაისახეთ‚ ეს იმას არ ნიშნავს‚ რომ მე სურვილი გამიჩნდება, თქვენს ბადეში მოვხვდე.
***
ავტომობილების ნაწილების მაღაზიაში გაბრაზებული კაცი შედის.
– „ბამპერები“ გაქვთ?
– გვაქვს. რომელი მანქანისთვის გნებავთ?
– უკანა – „07-სთვის“‚ წინა „08-ისთვის“.
– ინებეთ.
– ახლა ტორმუზების კალოდკები მომეცით.
რომელი მანქანისთვის?
– აბა‚ თუ მიხვდები?!