ანეგდოტები
***
„...დადგინდა“‚ ასევე‚ რომ ქალებისთვის მნიშვნელობა არ აქვს ზომას‚ მაგრამ, აუცილებელია გახსოვდეთ‚ რომ ეს შეეხება სუნამოს‚ ავტომობილს‚ სახლსაც კი...
***
დედამიწის მიზიდულობა ნიუტონამდე გაცილებით ადრე აღმოაჩინეს‚ უბრალოდ‚ მათ თავში ძალიან მძიმე საგნები ხვდებოდათ.
***
– გამარჯობა‚ მე განცხადების თაობაზე მოვედი.
– გამარჯობა. შემობრძანდით!
– აი‚ განცხადებაში წერია: „გამოცდილი ნათელმხილველი გააკეთებს ისე‚ რომ თქვენ ფორტუნამ გაგიღიმოთ“.
– ჭეშმარიტად.
– და, რამდენ ხანში?
– მომენტალურად.
– რა დამიჯდება?
– 100 დოლარი.
– თანახმა ვარ, ინებეთ.
– გმადლობთ. ახლავე‚ ბატონო. დაბრძანდით. ფორტუნა! ჩემი გოგო‚ გამოდი‚ გაუღიმე ბიძიას!
***
– მიხო‚ რას დალევ: შამპანურს‚ ღვინოს თუ არაყს?
– ზუსტად ამ თანმიმდევრობით!
***
– რამდენს ითმენ‚ ნუთუ ასე გეშინია ამ სამსახურის დაკარგვის?
– ამ სამსახურის დაკარგვის კი არა‚ ახლის პოვნის მეშინია.
***
– წესიერად ვცხოვრობ‚ ზუსტად ვასრულებ ბრძენთა შეგონებას: „საუზმე თვითონ ჭამე‚ სადილი მეგობარს გაუნაწილე, ვახშამი კი – მტერს“ – დილით მარტო ვსაუზმობ‚ სადილს თანამშრომლებთან ერთად კაფეში გეახლებით‚ ვახშამს კი – ცოლთან ერთად“.
***
ქალი და კაცი ჯერ თვალებით ხვდებიან ერთმანეთს‚ შემდეგ – ყველა დანარჩენით.
***
ქალები რაღაც განსხვავებულად ერთნაირად იცვამენ და ერთნაირად განსხვავებულად იხდიან.
***
ებრაელმა ღმერთს შესთხოვა‚ ბევრი ფული მომეციო. ღმერთმა უპასუხა:
შენთვის არ შეიძლება‚ ბედისწერაში გიწერია‚ მთელი ცხოვრება ღატაკი უნდა იყო.
– შენ მომეცი და ისე ვიცხოვრებ‚ როგორც ღატაკი.