კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მსოფლიოს სასტუმროებში ფასების ზრდა დაიწყო


მსოფლიოში, მათ შორის, ევროპის ქალაქებშიც, სასტუმრო მომსახურების გლობალურ ბაზარზე ეკონომიკური პრობლემებით გამოწვეული კრიზისი თითქმის დასრულდა და ოტელების ნომრების ფასები კვლავ იზრდება, თუმცა რამდენიმე მსხვილ ტურისტულ ცენტრში ფასების ვარდნა ისევ გრძელდება. გერმანელ ექსპერტთა მონაცემებით, სასტუმრო ნომრების ღირებულება გაიზარდა ამ ქვეყნის უმსხვილესი ოცი ქალაქიდან ჩვიდმეტში და მსოფლიოს სახელმწიფოების დედაქალაქების ნახევარზე მეტში, მაგრამ აქაც არსებობს გამონაკლისები – ამსტერდამი, სტამბული, ლისაბონი და მეხიკო, სადაც უკანასკნელ პერიოდში ფასები 5-10 პროცენტით შემცირდა. ევროპაში სასტუმროების ყველაზე ძვირი ნომრები კვლავაც მოსკოვშია. რუსეთის დედაქალაქში ნომერი ერთი დღე-ღამით საშუალოდ 158 ევრო ღირს. საგულისხმოა, რომ შარშან ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო მეტი იყო – 210 ევრო. ტრადიციულად, ძვირია სასტუმროში ღამის გათევა სკანდინავიის ქვეყნებშიც. ჰელსინკისა და სტოკჰოლმში სასტუმროების ნომრის ფასი 120-126 ევროა, კოპენჰაგენსა და ოსლოში კი – 140-143 ევრო. ლონდონში ნომრის ფასი 140 ევრომდეა, ციურიხში – 126, პარიზში კი – 117 ევრო. მსოფლიოში ყველაზე ძვირი სასტუმროები ავსტრალიურ სიდნეიშია, სადაც ნომრის ფასი უკანასკნელი წლის განმავლობაში 147-დან 264 ევრომდე გაიზარდა. ამერიკის შეერთებული შტატების უმსხვილეს მეგაპოლისში, ნიუ-იორკში, ნომრის ფასი შარშანდელი 234-დან 168 ევრომდე შემცირდა. იგივე მოხდა დუბაიშიც – ნომრის ღირებულება 159-დან 107 ევრომდე დაეცა.




скачать dle 11.3