კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის არის საჭირო მინების ანტიფრიზით გაწმენდა


წვიმები, ყინვა, ცივი ავტომობილი – ასეთ პირობებს მართვის განსაკუთრებული უნარი სჭირდება, რომელიც მართვის მოწმობის ასაღები გამოცდებისთვის ნამდვილად არ ისწავლება. ამიტომ, პროფესიონალი მრბოლელი გიგა ლორთქიფანიძე აგიხსნით, როგორ უნდა ვიაროთ უამინდობაში და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება იმისთვის, რომ ამ დროსაც მაქსიმალურად შეუფერხებლად და კომფორტულად ვიმოძრაოთ.

გიგა ლორთქიფანიძე: ალბათ, დაკვირვებული ხართ, რომ, როგორც კი ოდნავ მოწვიმს, ქალაქში საოცარი საცობები ჩნდება, ყველა მძღოლი სერიოზულად ანელებს სიჩქარეს, ხდება უფრო ფრთხილი და დაძაბულობის გამო ბევრ შეცდომასაც უშვებს. ზოგიერთი ამას ვერც აცნობიერებს. უბრალოდ იქიდან გამომდინარე, რომ ხედვა უარესდება, ექმნებათ შეგრძნება, რომ ავტომობილი მოცურდება. ფიქრობენ იმაზე, რომ არ აქვთ შესაბამისი საბურავები და ავტომობილიც სულ სხვანაირად იქცევა ასფალტზე. რეალურად კი, ისეთ დაბალ სიჩქარეზე, როგორითაც საქართველოს ქალაქებში ვმოძრაობთ, ავტომობილის მანევრირებაში ბევრი არაფერი იცვლება. სულ სხვა თემაა, თუ ჩვენ მაგისტრალზე ან ჩქაროსნულ გზაზე ვმოძრაობთ. მოძრაობა განსაკუთრებით რთულია, როდესაც ოდნავ წამოწვიმს, მანამ, სანამ ასფალტი კარგად დასველდება. ამ დროს საფარზე დაგროვილი მტვერი ერთგვარ მასად იქცევა, იზილება და ტალახის თხელი ფენა ჩნდება, რომელიც მოძრაობისას ყინულის ეფექტს იძლევა. ამ დროს ყველაზე მეტად არის მანქანის მოცურების საფრთხე. როდესაც წვიმა დაიწყება, ჯობია, სიჩქარე შევანელოთ და მაქსიმალური სიფრთხილით ვიხმაროთ მუხრუჭი. ბევრად უფრო ადვილია თავსხმა წვიმაში სიარული, რადგან წვიმა მთელ ამ მტვერს რეცხავს გზის ზედაპირიდან, მაგრამ, როდესაც თქეშია, გზაზე გუბეები კეთდება და მაღალი სიჩქარის შემთხვევაში, შეიძლება, საჭე მოგვტაცოს. საბურავებსა და გზის საფარს შორის იქმნება წყლის ფენა, რომელიც საბურავს რეაგირების საშუალებას არ აძლევს.

– მანქანაში არის იმის პირობები, რომ ასეთ ამინდში ხედვა არ შეიზღუდოს?

– არის, მაგრამ ამ ფუნქციებს თითქმის არავინ იყენებს. წვიმაში და დაბალი ტემპერატურის დროს, ავტომობილის ფანჯრები, ისევე, როგორც წინა საქარე მინა, იორთქლება და ხედვა თითქმის შეუძლებელია. დაორთქლვის ძირითადი მიზეზი ავტომობილში შესული სინესტეა. თუ ძალიან გვეჩქარება და გვინდა, რომ ჩვენი წინა საქარე მინიდან ორთქლი გავაქროთ, ამის რამდენიმე მეთოდი არსებობს. ყველაზე კარგია მისთვის ცივი, და არა ცხელი ჰაერის მიშვება, უკეთესი იქნება თუ კონდიციონერს ჩავრთავთ, მიუხედავად იმისა, რომ გარეთ ძალიან ცივა. ცივი ჰაერი ფანტასტიკური სიჩქარით გაწმენდს მინას. ყველა მანქანას უკანა შუშაზე აქვს სპეციალური სპირალის ზოლები, რომელიც თბება და შუშასაც ათბობს. სამწუხაროდ, ეს ფუნქცია მანქანების უმეტესობას მოშლილი აქვს, სპირალი არ მუშაობს და უკან ხედვა მძღოლს პრაქტიკულად არ აქვს. კარგ ამინდში უკანა შუშის არქონას ხომ ვერავინ აიტანდა, შესაბამისად, სალონის სარკის არსებობასაც აზრი ეკარგება. როდესაც მძღოლს უკან ხედვა არ აქვს, მაშინ ის უფრო ფრთხილად მოძრაობს, ძალიან ცოტა მანევრს ახორციელებს, რათა თავიდან აირიდოს საავარიო სიტუაცია. ხშირად გვერდითა შუშებიც იორთქლება, არადა, ყველა ავტომობილში ისეა განთავსებული ღუმელი, რომ გვერდითა შუშები გაათბოს. რაც შეეხება შუშების ჩვრით გაწმენდას, რეკომენდებული არ არის, რადგან ის მხედველობას აუარესებს, შუქს ჭრის, ამიტომ, უმჯობესია, ის ქაღალდის ხელსახოცით გავწმინდოთ. შეგიძლიათ, ის ეშმაკობა გამოიყენოთ, რომელსაც მრბოლელები იყენებენ მსგავს პირობებში: ჩვარი ანტიფრიზით დაასველეთ და საქარე მინა შიგნიდან კარგად გაწმინდეთ – ის მთელი დღის განმავლობაში აღარ დაიორთქლება. ანტიფრიზით გაწმენდისას მინა იდეალურად კრიალებს.

აუცილებელია, რომ მანქანას ძალიან კარგად უმუშავებდეს „დვორნიკები“, რომლის მნიშვნელობასაც წვიმის დროს იგებთ. ეს ყველაფერი მანამდე უნდა იყოს მოწესრიგებული. „მოდი, ხვალ გავაკეთებ“, – გამორიცხეთ, რადგან, შესაძლოა, ტრასაზე ყოფნის დროს დაიწყოს წვიმა და ელემენტარულმა „დვორნიკებმა“ საშინელი ავარია გამოიწვიოს. სისტემატურად უნდა შეიცვალოს მისი რეზინები, რადგან, ხედვის თვალსაზრისით, ის კატასტროფულად აფუჭებს მდგომარეობას.

რაც შეეხება საბურავებს, უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება უამინდობაში. ის, რომ ზამთრის მოახლოებასთან ერთად წვიმისა და თოვლის საბურავები უნდა დავაყენოთ, ფაქტია. სხვათა შორის, საბურავების კომპანია „პირელიმ“ გამოიგონა საბურავი, რომელსაც ისე აქვს პროტექტორები განთავსებული, რომ წამში 25 ლიტრ წყალს „გაისვრის“, ანუ, როგორც არ უნდა წვიმდეს, საბურავს ასფალტთან მოჭიდება მაინც აქვს. აღსანიშნავია, რომ წვიმის საუკეთესო საბურავები სწორედ „პირელის“ ჰქონდა და აქვს.

წვიმის დროს განსაკუთრებული სიფრთხილე ფეხით მოსიარულეებს მართებთ?

– აუცილებლად. ყველა ფეხით მოსიარულემ უნდა გაითვალისწინოს, რომ წვიმასა და უამინდობაში, როგორც მოჭიდების, ისე მუხრუჭის ხარისხი უარესდება. ამიტომ, შესაძლოა, სხვასაც საშინელი ცოდვა ჩაადენინოთ და საკუთარ თავსაც ზიანი მიაყენოთ. „შენელდება“, „გადავასწრებ“, „რა დროს მიწისქვეშაა“ – ეს სიტყვები დაივიწყეთ.


скачать dle 11.3