კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა არ გამოსდის მიშა არჯევანიძეს და რას უმალავენ ერთმანეთს ის და მისი ცოლი


მიშა არჯევანიძე (ნოდარი): მე მეოჯახე კაცი ვარ. ოჯახი ჩემთვის პრიორიტეტულია, მაგრამ, ჩემდა სამარცხვინოდ, ისიც უნდა ვაღიარო, რომ ხელიდან აბსოლუტურად არაფერი გამომდის. რა ვქნა, არ შემიძლია, ვერაფერს შევაკეთებ და არც არაფერს მავალებენ. იციან, რა შეიძლება ამას მოჰყვეს (იცინის). ერთადერთი, ნათურას გამოვცვლი, იმიტომ, რომ ჩემს ცოლს დენის ეშინია, დანარჩენს ის აკეთებს. ჩაქუჩიც იმას უფრო ემარჯვება, მე საერთოდ არ ვიღებ ხელში, არ მეხერხება.

– რატომ, თითებში ჩაირტყამთ?

– თითებშიც ჩავირტყამ და, შეიძლება, ჩაქუჩიც მოუღუნოს, ლურსმანზე რომ აღარაფერი ვთქვათ და, არ არის გამორიცხული, კედელიც გაიბზაროს. არ გამომდის და მორჩა. ჩაქუჩი, ონკანი და ასეთი წვრილმანები ჩემი ცოლის საქმეა. სამაგიეროდ, ხელოსნებთან ურთიერთობა მე მევალება, ფულის გადახდაც მათთვის. დიახ, ფულის შოვნაც მამაკაცის საქმეა...

– საყიდლებზე გაიშვებით, ბატონო მიშა?

– დიახ, ესეც ჩემი საქმეა. პროდუქტის, ოჯახისთვის საჭირო რაღაცეების არჩევა, ყიდვა და მოტანა მე მევალება და ძალიან კარგად ვართმევ თავს. არც არასოდეს მავიწყდება, რა არ გვაქვს. სია მარტო მაშინ მჭირდება, როცა სადღესასწაულო სუფრაა გასაშლელი ან სტუმრები გვყავს. მაშინ ჩემი ცოლი ჩამოწერს ხოლმე, რა სჭირდება, ეს მისი პრეროგატივაა.

– მოვაჭრეებთან შენი პოპულარობა ჭრის?

– დიახ, მცნობენ და ზოგჯერ რაღაცეებსაც მჩუქნიან, მაგრამ მერე მე ვეღარ ვევაჭრები. რადგან უხერხულად ვგრძნობ თავს და, რასაც მიფასებენ, შეუვაჭრებლად ვიხდი. ადრე უფრო კარგად ვვაჭრობდი.

– რომელი უფრო მფლანგველი ხართ, თქვენ თუ თქვენი მეუღლე?

– არც ერთი არ ვუჩივით (იცინის). სულ ვცდილობთ, შევადგინოთ ხარჯების ჩამონათვალი და ისე დავგეგმოთ ჩვენი ბიუჯეტი, მაგრამ არ გამოგვდის. ორივე ვმუშაობთ, მარტონი ვცხოვრობთ და დრო სულ არ გვყოფნის ოჯახისთვის. ჩემი ცოლი ძირითადად ტანსაცმელში „ფლანგავს“ ფულს და, უნდა ვაღიარო, რომ არა მხოლოდ თავისაში, ჩემთვისაც ის ყიდულობს ყველაფერს. მე რაში შეიძლება, შემომეფლანგოს? – ალბათ, მეგობრებთან ერთად თუ წავალ სადმე.

– „სისუსტე“ რაზე გაქვთ? მაგალითად საპარს ქაფზე, სუნამოზე თუ...

– ეგ ყველაფერი ჩემი ცოლის სისუსტეა. ყველაფერი რომ არ ჰქონდეს, ვერ მოისვენებს. ძალიან უყვარს ასეთი რაღაცეები. მისი ოცნებაა, გაქურდოს კოსმეტიკურ-პარფიუმერიული მაღაზია და კრემიც და სუნამოც დაუთვლელი ჰქონდეს (იცინის), მაგრამ მე ამ სურვილის განხორციელებაში არ ავყვები, ზედმეტად კანონმორჩილი ადამიანი ვარ და მირჩევნია კრიმინალისგან შორს ვიყო.

– ავტომობილი გყავთ?

– არა და არც არასდროს მყოლია. შეიძლება, იმიტომ, რომ არასდროს მქონია მაგდენი ფული. თანაც, მანქანას მოვლა სჭირდება, ისიც ხომ ოჯახის წევრია, მე კი ნაკლებად მცალია რამის მოსავლელად. გარდა ამისა, თუ ვიყიდი, ბარემ კარგი მინდა, ვიყიდო და ჯერჯერობით ამ ყველაფერს თავი ვერ მოვაბი.

– მანქანასაც მეუღლეს გადააბარებთ?

– არა, მე ვივლი. ქალი საჭესთან ცოტა მძიმე შემთხვევაა და, მირჩევნია, მე ვმართო. ქალი მაინც ქალია და ზოგჯერ საერთოდ ავიწყდებათ, რომ საჭესთან სხედან. არადა, მანქანას სხვანაირი ყურადღება სჭირდება.

– მამაკაცი არ გინახავთ ასეთი უყურადღებო?

– უჰ, რამდენიც გინდა. მაგრამ, ქალები კიდევ უფრო მეტია. ჩემს ცოლთან ამაზე არასდროს მილაპარაკია, მაგრამ ვიცი, რომ არ დამეთანხმება, ლიდერია ბუნებით.

– უთმობთ ხოლმე?

– რა თქმა უნდა. (იცინის). ელდინო საღარაძე იყო ჩემი პედაგოგი და მან ერთხელ ძალიან საინტერესო რაღაც მითხრა. ისე მოხდა, რომ ჩემი ბევრი ჯგუფელი გაეყარა ცოლს ერთდროულად. ელდინო შემხვდა და მკითხა, მიშიკო, შენც ცოლს ხომ არ ეყრებიო? არა, ქალბატონო ელდინო-მეთქი. ხომ იცი, ვინ უთმობს პირველიო? ვიცი, მამაკაცი-მეთქი, ვუპასუხე. არა, გონიერიო (იცინის). ასე რომ, გონიერი ადამიანი ყოველთვის უთმობს.

– სამზარეულოში ვინ ლიდერობს?

– სამზარეულოს გამო ხშირად ვკამათობთ. თუ დრო ორივეს გვაქვს, ორივეს გვინდა რამე მოვამზადოთ. მეც ძალიან გემრიელ და კარგ კერძებს ვამზადებ.

– საახალწლოდ თუ გაქვთ განსაკუთრებული მზადება?

– აუცილებლად. ახალი წლის დღესასწაული ძალიან მნიშვნელოვანია და ყოველთვის განსაკუთრებულად ვემზადები. აუცილებლად ვიყიდი ნაძვის ხეს. გამორიცხულია რომ არ ვიყიდო, ნამდვილს, რა თქმა უნდა. მერე აუცილებლად ახალ სათამაშოებს ვიყიდი და აუცილებლად შუშისას. იმიტომ რომ, მიმაჩნია, თუ ნაძვის ხიდან სათამაშო ჩამოვარდება, ის უნდა გატყდეს და ეს კარგის ნიშანია. ვგიჟდები, ისე მიყვარს, როცა მე და ჩემი მეუღლე ერთმანეთს და ბავშვს საჩუქრებს ვჩუქნით. ბევრი საჩუქარი უნდა იყოს და ერთმანეთს ვუმალავთ ხოლმე – ეს ჩვენი ოჯახის ტრადიციაა. ისიც არ ვიცით, ბავშვს რომელი რას ვჩუქნით. ძალიან, ძალიან საყვარელი დღესასწაულია. უზომოდ მიყვარს ჩემი ცოლის მომზადებული საცივი.

– თქვენი ერთ-ერთი საფირმო კერძის რეცეპტი მითხარით.

– ჰაერღუმელში გამომცხვარი ღორის ხორცი: აიღებთ ღორის ხორცის რბილ ნაჭერს, უძვლოს. დანით გახვრეტთ რამდენიმე ადგილას და მასში ჩატენით ნივრისა და სტაფილოს პატარა ნაჭრებს. მოაყრით პილპილს, მარილს, შეკრავთ ძაფით და გადაახვევთ ფოლგაში. მოათავსებთ ჰაერღუმელში ძალიან დაბალ ცეცხლზე. ექვსი საათის განმავლობაში უნდა ცხვებოდეს. პერიოდულად უნდა გამოაღოთ ღუმელი და ტაფაზე ასხათ წყალი რომ არ გამოშრეს. არაჩვეულებრივად ნაზია და გემრიელი.

„პახმელიას” როგორ ებრძვით?

– მე არ ვიცი, რა არის „პახმელია”. არ ვსვამ ბევრს, არ მსიამოვნებს სიმთვრალე. არც ხაში მიყვარს. შეიძლება, გემრიელია, მაგრამ ბავშვობიდან ვერ ვიტანდი ფაშვებს და ხაშებს და ეს სიძულვილი დღემდე გამომყვა. მწვანე ლობიოს მიმართ მაქვს კიდევ ანალოგიური დამოკიდებულება.


скачать dle 11.3