როცა „ორი მართვის მოწმობა“ გაქვს
ნივეს ცელსიუსი ალექსანდრე იაშვილის თანაგუნდელის, დინო დრპიჩის ცოლია და სახელი იმით გაითქვა, რომ ქმართან ერთად ხორვატიაში, „მაქსიმირის“ სტადიონზე ღამით შეიპარა და შუა მოედანზე სიყვარულით დაკავდა. გერმანიაში გადასვლის შემდეგ (დინო ზაგრების „დინამოდან“ სტადიონის „წაბილწვის“ გამო გააგდეს), ნივესი ტელეწამყვანი გახდა და რამდენიმე ფოტოსესიაც მოაწყო. გასულ კვირას იგი ერთ-ერთ ტელეშოუში მიიწვიეს, სადაც მან მორიგი სკანდალური განცხადება გააკეთა:
„რამდენიმე დღის წინ ავტომობილით მივდიოდი და წითელზე გავიარე. საპატრულო ავტომობილი მაშინვე გამომეკიდა და გამაჩერა. პოლიციელმა მითხრა, რომ წესი დავარღვიე და მართვის მოწმობა მთხოვა. მოწმობა არ მქონდა და ეს კარგად ვიცოდი, ამიტომ მაისური ავიწიე და მკერდი გამოვაჩინე – აი, ჩემი მართვის მოწმობა ეს არის-მეთქი. პოლიციელი არ დაიბნა და მეწყვილეს დაუძახა. შედეგად, მაისურის კიდევ ერთხელ აწევა და ორივე „მოწმობის“ გამოჩენა მომიხდა, სამაგიეროდ, დაჯარიმებას გადავრჩი“, – განაცხადა ნივესმა.
გერმანელი სამართალდამცველები კი ახლა იმის დადგენას ცდილობენ, რომელმა საპატრულო ეკიპაჟმა გაუშვა ნივესი მკერდის მოშიშვლების სანაცვლოდ.