ანრის ფულით დაწყებული ბიზნესი
ტიერი ანრის ყოფილმა მეუღლემ, კლერ მერიმ, დანაპირები ვერ აასრულა და განქორწინების შემდეგ ქმრისგან მხოლოდ 6 მილიონი ევრო ერგო. არადა, კლერს ათი მილიონის იმედი ჰქონდა. ეს ერთი წლის წინ იყო და ერთი წელიწადი საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ კლერი მიმხვდარიყო: მხოლოდ ანრის დანატოვარი ფულით თავის გატანა გაუჭირდებოდა. ამიტომ მან საკუთარი სახელობის ქალის თეთრეული გამოუშვა. თუმცა, ამბობენ, მისი ნაწარმი დიდი პოპულარობით ვერ ისარგებლებს, მაგრამ კლერს „პურის ფული“ აშკარად დარჩებაო.
საქმე ისაა, რომ კლერი ბრიტანეთში ცნობილი მოდელია, საკუთარი ნაწარმი უკვე მოირგო და პოდიუმზეც ინარნარა. მოახდენს თუ არა გაყიდვებზე გავლენას კლერის თვითრეკლამა. წესით, მალე უნდა გაირკვეს.