ევას უიქენდი
ყველაზე ცნობილი „სასოწარკვეთილი დიასახლისი“, ევა ლონგორია, დიდი ჭკუით არც მანამდე გამოირჩეოდა, მას შემდეგ კი, რაც სატელევიზიო შოუში მორიგი განცხადება გააკეთა, ეს აზრი კიდევ უფრო გაამყარა. მოგეხსენებათ, ევა „სან ანტონიოს“ კალათბურთელის, ტონი პარკერის ცოლია და განცხადებაში ტონიც მოიხსენია:
„იმის გამო, რომ კვირაში ხუთი დღე ვმუშაობ, სახლში გვიან ვბრუნდები და არაფრის თავი არ მაქვს. როცა ნაკლებად ვიღლები, შინ ქმარი მოდის დაღლილი, რომელსაც ყოველ მეორე დღეს თამაში აქვს, ყოველდღიურად კი – ვარჯიშები. სამაგიეროდ, შაბათ-კვირას ვარ დასვენებული და, ტონი თუ სახლშია, მთელი დღე ლოგინში მყავს შეთრეული, ხოლო თუ გასვლითი თამაში აქვს, მეც იმ ქალაქში მივფრინავ და უიქენდს იქ ვატარებ, რათა გზაში დრო არ დაგვეკარგოს. მოკლედ, ქმართან სექსი მხოლოდ შაბათ-კვირას მაქვს,“ – საქვეყნოდ განაცხადა ლონგორიამ.