კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კოსმეტოლოგის რჩევები


კითხვა: ძალიან ხშირად უმიზეზოდ მიწითლდება და მისკდება კანი ხელებზე. როგორ მოვიქცე?

პასუხი: თუ ამის მიზეზი რამე ორგანული დაავადება არ არის, ამ პრობლემის მოსაგვარებლად კარგია აბაზანები:

1) კარგად მოხარშეთ გაფცქვნილი კარტოფილი, შეაგრილეთ. კარტოფილი ნახარშ წყალში ჩასრისეთ და გაიკეთეთ 15-წუთიანი აბაზანა. შემდეგ დაიბანეთ თბილი წყლით და წაისვით გლიცერინი. ასეთივე აბაზანა შეგიძლიათ გაიკეთოთ ბრინჯის ნახარშით.

2) 2 ლიტრ თბილ წყალში გააზავეთ თითო სადილის კოვზი გლიცერინი და ნიშადურის სპირტი. გაიჩერეთ 10-15 წუთი. შემდეგ კარგად გაიმშრალეთ ხელები და წაისვით დამარბილებელი კრემი, თუ ხელებზე კანი შეშუპებულიც გაქვთ, გაიკეთეთ წყლისა და ძმრის ან წყლისა და ლიმონის წვენის ნაზავში დასველებული მარლის კომპრესები, შემდეგ კი დაიდეთ მცენარეული ზეთის თბილი საფენები.

კითხვა: მაქვს ძალიან ნაზი სახის კანი, ყველაფერზე მიღიზიანდება, არანაირი შამპუნი და საპონი არ მიხდება. რით მირჩევთ სახის დაბანას?

პასუხი: თითო ჩაის კოვზი გამხმარი გვირილა, მრავალძარღვა და პიტნა (შეგიძლიათ, ნედლი მცენარეებიც გამოიყენოთ) მოათავსეთ მინის ქილაში და დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი. 10 წუთის შემდეგ მასში კარგად გახსენით 1 ჩაის კოვზი სახამებელი. მიღებული მასა წაისვით სახეზე და 15-20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით და წაისვით ზეითუნის ზეთი.

კითხვა: როგორ დავიბანო თმა საპნისა და შამპუნის გარეშე? მეჩვენება, რომ ნებისმიერი საპონი და შამპუნი თმას მაცვენს. სასარგებლოა თუ არა თოვლის განადნობი ან წვიმის წყლით დაბანა?

პასუხი: გთავაზობთ რამდენიმე ვარიანტს:

1) თავის დასაბანი წყალი ჩაასხით ვედროში, ჩაამატეთ ცოტაოდენი საჭმლის სოდა ან ნიშადურის სპირტი და კარგად აურიეთ. რბილი წყალი კარგად აცლის ცხიმს, არ აღიზიანებს თავის კანს და არ აჩენს ქერტლს.

2) თავის დასაბან წყალში გაურიეთ ჭინჭრის ნაყენი, რომელიც შემდეგნაირად უნდა მოამზადოთ: ახალი ჭინჭრის მოზრდილ კონას დაასხით ქაფქაფა მდუღარე წყალი, გააჩერეთ 10-15 წუთი და ნაყენიც მზად არის.

3) იგივე ფუნქცია აქვს არყის ხის ნაყენსაც, რომელიც, უმჯობესია, გაზაფხულზე დაამზადოთ: არყის ხის ტოტებს (იმ ზომაზე დაამტვრიეთ, რომ ქვაბში ჩაეტიოს) გადაავლეთ ცხელი წყალი და მერე, მდუღარე დაასხით. ნახევარი საათის შემდეგ ნაყენი მზადაა.

4) თმაზე გადასავლებად ძალიან კარგია ცაცხვის ან გვირილის ნაყენი (პროპორცია: 1 მუჭ მცენარეზე 1 ლიტრი წყალი).

კითხვა: რა დანიშნულება აქვს პილინგს და რა სიხშირით შეიძლება მისი გაკეთება, თუკი ცხიმიანი კანი მაქვს?

პასუხი: პილინგის შესახებ ჩვენ ხშირად გაწვდით ინფორმაციას, მაგრამ მაინც კიდევ აგიხსნით: პილინგი ათავისუფლებს კანს მკვდარი უჯრედების ფენისგან და წმენდს მასში ჩამჯდარი მტვრის ნაწილაკებისგან.

ცხიმიანი კანისთვის დასაშვებია პილინგის კვირაში ერთხელ გაკეთება. კანის გაღიზიანების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს.

კითხვა: რა ფუნქცია აქვს კოსმეტიკური რძით სახის გაწმენდას?

პასუხი: კოსმეტიკური რძით სახის გაწმენდას აქვს შემდეგი დანიშნულებები: სახის პირველადი გაწმენდა, ანუ მაკიაჟის მოშორება, ჭუჭყის, მტვრის, გამოყოფილი ცხიმის ზედაპირული მოცილება, კანის გაგრილება და მომზადება შემდგომი პროცედურებისთვის.

კითხვა: რა არის ტონიკი და რა ფუნქცია აკისრია მას კანისთვის?

პასუხი: ტონიკი არის გარდამავალი ეტაპი ლოსიონსა და ნელსაცხებელს შორის. ეს არაა გამწმენდი, ესაა მატონიზებელი საშუალება, იგივე ტონერი.

ტონიკი აშორებს კანს ლოსიონის ან გამწმენდის ნარჩენებს. ის ავიწროებს ფორებს, აგრილებს კანს, აწესრიგებს მჟავურ-ტუტოვან რეაქციას; ამზადებს კანს ნელსაცხებლის მისაღებად.

ტონიკი სახეზე უნდა შეგვაშრეს, ჩამობანა ან ჩამოწმენდა არ არის საჭირო.

ძირითადად ყველა ტონიკს აქვს მომჟავო რეაქცია.

კითხვა: ძალიან ნელა მეზრდება თმა. რომელი ბალახეული ნაყენით მირჩევთ დაბანას (ან შეზელას), რომ ზრდა უფრო დაჩქარდეს?

პასუხი: თმის ღერების ხარისხის გასაუმჯობესებლად, ძირების გასამაგრებლად და ზრდის პროცესის დასაჩქარებლად, კარგი იქნება, თუ მას მონაცვლეობით დაიბანთ გვირილის, მუხის ქერქისა და ჭინჭრის ნაყენით. უმჯობესი იქნება, თუ ნაყენს ჯერ შეიზელთ, ნახევარი საათის შემდეგ კი, იმავე ნაყენში გაზავებული წყლით დაიბანთ.

კითხვა: ჩემი საქმიანობის გამო ხშირად მიწევს ცივ წყალთან ურთიერთობა, რის გამოც ხელებზე კანი მიუხეშდება და ხანდახან მისკდება კიდეც. არანაირი კრემი არ მშველის. იქნებ, მირჩიოთ რაიმე საშუალება?

პასუხი: გაიკეთეთ ხელებზე კოსმეტიკური საპნის ნიღაბი, შემდეგ დაიბანეთ თბილი წყლით, გაიმშრალეთ და გრეიპფრუტის კანით (გარეთა ნაწილით) გაიკეთეთ მასაჟი 10 წუთის განმავლობაში. შემდეგ ისევ გადაივლეთ თბილი წყალი და შემშრალებისთანავე წაისვით გლიცერინი ან ცხიმიანი მკვებავი კრემი.

ან, ყოველ საღამოს გაიკეთეთ მასაჟი გლიცერინისა და სახამებლის თანაბარი რაოდენობის ნარევით, გაიჩერეთ ნახევარი საათი, შემდეგ თბილი წყლით დაიბანეთ და შეიზილეთ გლიცერინი.

გვერდები მოამზადა


скачать dle 11.3