ცისტიტს მცენარეული ნაყენებით „შეუტიეთ“
ცისტიტი შარდის ბუშტის ლორწოვანი გარსის ანთებაა. ხალხურ მედიცინაში არსებობს უძველესი მეთოდები, რომლებიც ამ დაავადებასთან ბრძოლაში დაგეხმარებათ, კერძოდ:
* აურიეთ ერთმანეთში ათი გრამი ოხრახუში, ოცდახუთი გრამი არყის ხის ფოთოლი და ამავე რაოდენობით ღვიის ნაყოფი. ერთ კოვზ ნარევს დაასხით ერთი ჭიქა წყალი, გააჩერეთ დაახლოებით 5 საათი. შემდეგ წამოადუღეთ, გადაწურეთ და მიიღეთ ყოველდღე გამოჯანმრთელებამდე.
* ერთმანეთში ურიეთ ოც-ოცი გრამი არყის ხის ფოთოლი, სიმინდის ულვაში და ძირტკბილას ფესვები. ერთი სუფრის კოვზ ნარევს დაასხით ერთი ჩაის ჭიქა ცივი წყალი. გააჩერეთ დაახლოებით 6 საათს, შემდეგ წამოადუღეთ და დალიეთ მთელი დღის განმავლობაში.
* აიღეთ თანაბარი რაოდენობით წითელი მოცვის ფოთოლი, კრაზანა, დიდგულა, გვირილა, დაასხით სამი ჭიქა წყალი და ადუღეთ დაახლოებით ნახევარ საათს. მიიღეთ დღეში ორჯერ, დილა-საღამოს, ორ-ორი სუფრის კოვზი.
* ამ ნარევებს შეგიძლიათ თაფლი, შაქარი ან მურაბა დაამატოთ, რომ დასალევად კარგი გემო ჰქონდეს.
მცენარეული ნარევების ნაყენის მიღება დასაშვებია სხვა სამკურნალო წამლებთან ერთად. მდგომარეობის გაუმჯობესებას იგრძნობთ 2-3 კვირაში.
აქვე გირჩევთ, რომ სანამ ნაყენის მიღებას გადაწყვეტთ, შეამოწმეთ, ხომ არ გაქვთ ალერგია ან უკუჩვენება, რომელიმე რეცეპტში შემავალი მცენარის მიმართ.