კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სურდოს, ათეროსკლეროზსა და ჰიპერტონიას ხახვით უმკურნალეთ


დაახლოებით, 70 გრამი ხახვი მთლიანად აკმაყოფილებს ადამიანის ორგანიზმის მოთხოვნას ასკორბინის მჟავაზე. C ვიტამინის ასეთი წყარო განსაკუთრებით ცივ ამინდშია აუცილებელი.

მინერალური მარილები, რომლებსაც ხახვი შეიცავს, წყალ-მარილოვანი ციკლის მუშაობას უწყობს ხელს. ის საუკეთესო სამკურნალო საშუალებაა.

თუ სურდო შეგეყარათ, გახეხეთ სამი ცალი საშუალო ზომის ხახვი, ახალმომზადებული ხახვის ფაფის არომატი ათი წუთის განმავლობაში ღრმად შეისუნთქეთ. ეს გამოჯანმრთელებაში შეგიწყობთ ხელს.

ამ დროს ინჰალაციაც დაგეხმარებათ, კერძოდ, ოთხ სუფრის კოვზ გვირილას დაასხით ნახევარი ლიტრი წყალი და ადუღეთ ხუთი წუთის განმავლობაში. შემდეგ გაწურეთ. ცხელ ნაყენში ჩაუმატეთ ორი სუფრის კოვზი ხახვისა და ლიმონის ნარევი. თავზე პირსახოცი გადაიფარეთ და შეისუნთქეთ ჭურჭლიდან ამომავალი ორთქლი. გვირილის ეთეროვანი ზეთი და ხახვის სამკურნალო ფიტონციდები ისუნთქეთ 5-10 წუთის განმავლობაში.

თუ თირკმელები და შარდ-სასქესო ორგანოები გაწუხებთ, ამ პრობლემის გადაჭრაში დაგეხმარებათ ხახვის, ნიახურის ძირებისა და ლიმონის წვენის თანაბარი რაოდენობის ნარევი. 40 მილიგრამი ნარევი ნახევარ ჩაის ჭიქა თბილ წყალში გახსენით და ჭამამდე 15 წუთით ადრე დალიეთ. სვით სამი კვირის განმავლობაში.

ათეროსკლეროზისა და ჰიპერტონიული დაავადებების მკურნალობისა და პროფილაქტიკისთვის სასურველია, მიიღოთ შემდეგი სახის ნარევი: ას გრამ ხახვის წვენს დაუმატეთ სამი სუფრის კოვზი თაფლი და ერთი სუფრის კოვზი ლიმონის წვენი. მოათავსეთ ის ნარევი მინის ჭურჭელში და თავზე მჭიდროდ დააფარეთ. შეინახეთ მაცივარში. ერთი ჩაის კოვზი გახსენით ნახევარ ჩაის ჭიქა თბილ წყალში და მიიღეთ დღეში 2-ჯერ, ჭამამდე 20 წუთით ადრე. სასურველია, ეს გააკეთოთ ერთი თვის განმავლობაში.


скачать dle 11.3