რომელი დაავადებების დროს უნდა ჭამოთ გრეიპფრუტი
გრეიპფრუტი შეიცავს ძვირფას ნივთიერებას ნარინგინს, რომელიც უშუალოდ ნაყოფის კანის ქვეშ, წვნიან პარკებშია მოთავსებული. ის აუმჯობესებს საკვების ათვისებას და მონელებას, ააქტიურებს ღვიძლის მოქმედებას, წვავს ორგანიზმში დაგროვილ ზედმეტ ცხიმს. ეს ხილი კარგია შემდეგი დაავადებების დროს:
* ქოლესტერინის მომატებული რაოდენობის შემთხვევაში – გრეიპფრუტის პექტინი ისევე მოქმედებს, როგორც სისხლში ქოლესტერინის დამწევი ყველაზე ეფექტური პრეპარატიც კი. მისი მიღების დროს ქოლესტერინის დონე საგრძნობლად მცირდება. ამ ხილში შემავალი გლუკოზიდები და ვიტამინები ხელს უწყობს, ასევე, ათეროსკლეროზის პროფილაქტიკას და ამცირებს არტერიულ წნევას.
* სისხლჩაქცევების არსებობის დროს – სისხლძარღვების ელასტიკურობისთვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება ნაყოფში ბიოფლავინოიდების მაღალ შემცველობას. ეს ნივთიერებები აძლიერებს C ვიტამინის მოქმედებას და აძლიერებს სუსტ და ნაზ კაპილარებს. ეს კი, სისხლჩაქცევების გაჩენის რისკს საკმაოდ ამცირებს.
* სეზონური დეპრესია – ისევე, როგორც ბევრი სხვა ყვითელი და ნარინჯისფერი ნაყოფი, გრეიპფრუტიც აუმჯობესებს ადამიანის განწყობას. მას, ასევე, გამამხნევებელ-გამახალისებელი ეფექტიც აქვს და მიირთვით საუზმეზე. ის ასევე, ამახვილებს სმენას და აუმჯობესებს მეხსიერებას.
* გადაღლა და ავიტამინოზი – გრეიპფრუტის ნაყოფი და ახალგამოწურული მისი წვენი ორგანიზმზე მატონიზირებელ ეფექტს ახდენს. ისინი განსაკუთრებით კარგია და სასარგებლო ავადმყოფობის შემდგომ, გამოჯანმრთელების პერიოდში. გრეიპფრუტი ჯანმრთელ ადამიანებში ფიზიკურ და გონებრივ გადაღლას სწრაფად ხსნის.
* კუჭ-ნაწლავის დაავადებები – თუ გადაღლას ხშირად გრძნობთ, ესე იგი თქვენი კუჭ-ნაწლავის იმუნური სისტემაც მწყობრში ვერ არის. ამ პრობლემების დაძლევაში გრეიპფრუტის კურკები დაგეხმარებათ. მას ძლიერი ანტიბიოტიკური მოქმედება აქვს და შეუძლია, დაახლოებით, 800 სახის ბაქტერიას ებრძოლოს.
* ყაბზობა – გრეიპფრუტის თეთრი გარსი შეიცავს ბევრ ბალასტურ ნივთიერებას, რომლებიც ნაწლავებში საკვების დაყოვნების დროს ამცირებს და ამგვარად, ხელს უშლის ყაბზობას, ანუ კუჭის შეკრულობას.
ასევე, გრეიპფრუტის, ამ მწკლარტე გემოს მქონე ხილში შემავალი მჟავები, ხელს უწყობს ადამიანის ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნას.