კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ დავიცვათ თავი „ღორის გრიპისგან“ და როგორ მოვიქცეთ ვირუსით ინფიცირების შემთხვევაში


ყოველწლიურად გრიპის ვირუსის მსხვერპლი მილიონამდე ადამიანი ხდება, მაგრამ ადამიანს ყოველთვის განსაკუთრებით ეშინია იმის, რაც ახალია. სამწუხაროდ, საინფორმაციო საშუალებების წყალობით, სულ უფრო და უფრო ხშირად ვხვდებით პანიკის ნიშნებს „ღორის გრიპთან“ დაკავშირებით. უკვე ძალზედ დიდი ხანია, ვიღებთ ცნობებს „მომაკვდინებელი გრიპის ვირუსის“ სახიფათოობაზე. სამწუხაროდ, ყოველივე ზემოთ აღნიშნულის მიუხედავად, არავინ გვთავაზობს პანაცეას ან გადაუდებელი დახმარების წესებს პრობლემასთან საბრძოლველად.

პირველადი დახმარება „ღორის გრიპის“ დროს და ჩვეულებრივი სეზონური გრიპის შემთხვევაში, პრაქტიკულად, ერთნაირია. პირველ ყოვლისა, უნდა ვიცოდეთ, რომ ბამბის ან მარლის ნიღბის ტარება შეამცირებს როგორც თქვენი დაინფიცირების ალბათობას, ასევე, დაგეხმარებათ დაავადების შემდგომ, დასუსტებული იმუნიტეტის ფონზე ჯანმრთელობის შენარჩუნებაში. ნიღაბი ამცირებს ვირუსების რაოდენობას ჩასუნთქულ ჰაერში. ნიღბის ტარება გამოჯანმრთელების შემდეგაც კი, კიდევ ერთი მიზეზის გამოა რეკომენდებული: კლინიკური ნიშნების გაქრობის შემდეგ, თქვენ გარშემო მყოფებისთვის ინფექციის წყარო დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში იქნებით, ამიტომ, ნიღბის ტარებით და, შესაბამისად, ამოსუნთქულ ჰაერში ვირუსების რაოდენობის შემცირებით, სხვებსაც გაუფრთხილდებით. ნიღაბი მჭიდროდ უნდა ეკვროდეს სახეს და კარგად უნდა ფარავდეს ცხვირსა და პირს. ნიღბის ხანგრძლივად ტარება საკმაოდ არაკომფორტული და შემაწუხებელი პროცესია, ასევე, საკმაოდ არატიპურია საზოგადოებაში ყოფნისას, რაც, თავის მხრივ, გარკვეულ უხერხულობას ქმნის, მაგრამ, სამაგიეროდ, ის დაიცავს თქვენს სასუნთქ სისტემას გრიპისგან და სხვა ჰაერ-წვეთოვანი გზით გადამდები დაავადებებისგან. თუკი იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც ნიღბებს ატარებენ, გაიზრდება 30 პროცენტით, ეპიდემიის გავრცელების ტემპი საგრძნობლად დაიკლებს და შემცირდება მისი პანდემიაში გადასვლის ალბათობა. ნიღბის გამოცვლა აუცილებელია ყოველ 3-4 საათში – სწორედ ამ დროის გასვლის შემდეგ კარგავს ის თავის ბარიერულ ფუნქციას.

„ღორის გრიპით“ დაავადების შემთხვევაში ერთ-ერთი აუცილებელი ღონისძიებაა ასევე წოლითი რეჟიმი. რაც უფრო მეტს მოძრაობს ადამიანი, მით უფრო მეტად აზიანებს გრიპის ვირუსის ტოქსინები საყრდენ-მამოძრავებელ აპარატს და მით უფრო ხშირია გრიპის გართულებები გულის მხრივ. თუკი დავუშვებთ საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაზიანებას, კუნთებისა და სახსრების ტკივილი მრავალი წლის განმავლობაში გააუარესებს თქვენი ჯანმრთელობის ხარისხს, გულის დაზიანებას კი შეუძლია, შეამციროს სიცოცხლის ხანგრძლივობაც. გრიპის შემთხვევაში პირველადი დახმარების ეფექტური ღონისძიებაა დაზარალებულისათვის სითხეების საკმარისი რაოდენობით მიცემა. ტემპერატურის მომატებას თითო გრადუსით თან ახლავს სითხის აორთქლება კანის ზედაპირიდან და ფილტვებიდან დღე-ღამეში დამატებით 1 ლიტრის ოდენობით. სწორედ ამ რაოდენობით, სხეულის ტემპერატურასთან შესაბამისად, უნდა გავზარდოთ სითხის მოხმარების დღიური ნორმა, რაც შეადგენს 1 ლიტრ წყალს სხეულის მასის ყოველ 20 კილოგრამზე. თუ ასე არ მოვიქცევით, თავდაპირველად განვითარდება ჰიპერთერმია – წყალი არ იქნება საკმარისი ორგანიზმის გასაცივებლად აორთქლების გზით, ხოლო შემდეგ დაირღვევა გრიპის ვირუსების მიერ წარმოქმნილი ტოქსინების გამოყოფა თირკმელების საშუალებით, რაც ზრდის შინაგანი ორგანოების ტოქსინებით დაზიანების ალბათობას. უნდა გამოვიყენოთ არა სუფთა წყალი, არამედ წყალში გახსნილი ხილის წვენები, კომპოტები. ისინი ხელს უწყობს ტოქსინების გამოყოფას თირკმელების საშუალებით და, ასევე, ქმნიან არახელსაყრელ გარემოს გრიპის ვირუსებისთვის. საკმარისი რაოდენობის სითხის მიღებასთან ერთად, სასუნთქი სისტემის მხრივ გართულებების თავიდან ასაცილებლად, საჭიროა ჰაერის დატენიანება, რადგან, სასუნთქი გზების ლორწოვანის გამოშრობა სასუნთქი სისტემის ბაქტერიული და ვირუსული გართულებების ერთ-ერთ წინაპირობაა. აქედან გამომდინარე, კარგი იქნება, თუ გამათბობელ საშუალებებთან განათავსებთ წყლიან თავმოხდილ ჭურჭელს.

ადამიანის იმუნიტეტის დაქვეითების ერთ-ერთი ფაქტორია სტრესული მდგომარეობა. ამიტომაც, იმ ადამიანებში, რომელთაც აქვთ ქრონიკული სტრესი, H1N1-ით გამოწვეული ინფექციის გართულებები უფრო ხშირია. აქედან გამომდინარე, პირველადი დახმარების ერთ-ერთი რგოლია პაციენტის დაწყნარება, მშვიდი გარემოს შექმნა, უარყოფითი ემოციების განდევნა, დარწმუნება იმაში, რომ ის მალე გამოჯანმრთელდება. რაც შეეხება საკვების მიღებას, უნდა გვახსოვდეს, რომ საკვები ჩერდება რა კუჭში, ხელს უშლის სითხის მოძრაობას და აბრკოლებს სისტემას: კუჭი-სისხლი-უჯრედი-გამომყოფი ორგანოები (კანი, ფილტვები, თირკმელები). აქედან გამომდინარე, საკვების მიღება ქმნის ხელსაყრელ პირობებს ორგანიზმის გადახურებისა და გართულებების განვითარებისთვის. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ პაციენტს საერთოდ უნდა აეკრძალოს ჭამა, რადგან ეს მას კიდევ უფრო დაასუსტებს. უბრალოდ, საკვების მიღება უნდა ხდებოდეს შესაბამისი რაოდენობის სითხის მიღების ფონზე.

დასაშვებია არასპეციფიკური იმუნიტეტის ამაღლება ვიტამინებით თერაპიულ დოზებში, მაგრამ დოზის გადაჭარბება სავალალო შედეგებამდე მიგვიყვანს. მაგალითად, C ვიტამინით ჭარბმა დოზირებამ, შესაძლოა, იმუნიტეტის დაქვეითება გამოიწვიოს. ამ ვიტამინის საშუალო თერაპიული დოზა დღე-ღამეში ათეულობით მილიგრამია. დოზირება ორგანიზმის მიხედვით ინდივიდუალურია, მაგრამ, მისი გადაჭარბების შემთხვევაში, შეიძლება, სასარგებლო ვიტამინი, საზიანო გახდეს ყველასათვის. C ვიტამინით ჭარბი დოზირებისას ირღვევა ნივთიერებათა ცვლა, თირკმელებში გროვდება შარდმჟავა მარილები, ზიანდება სისხლძარღვები, ქვეითდება მათი ელასტიკურობა. ეს ყველაფერი მოგვაგონებს C ვიტამინის დეფიციტის სიმპტომებს. ამ დროს ხდება ქსოვილების ლოკალური იმუნიტეტის დათრგუნვა. C ვიტამინი ძლიერად აღაგზნებს თირკმელზედა ჯირკვალს, რომელიც დიდი რაოდენობით გამოიმუშავებს სტრესულ ჰორმონებს. ეს იწვევს „მოჭარბებული ენერგიის“ სურათს და გარკვეულწილად ნიღბავს დაქვეითებულ იმუნიტეტს. რამდენიმე ხანში კი თირკმელზედა ჯირკვლის ქერქი იფიტება, ვეღარ გამოიმუშავებს ჰორმონებს, რაც იწვევს სისხლძარღვთა ტონუსის დაქვეითებას. ქვეითდება შრომისუნარიანობაც, მაგრამ იმატებს ინფექციების მიღების ალბათობა. ამგვარად, დიდი რაოდენობით C ვიტამინი საიმედო იმუნოსუპრესორია.

„ღორის გრიპის“ დროს იმუნიტეტის ასამაღლებლად იყენებენ ენდოგენური ინტერფერონის სინთეზის სტიმულატორებს თერაპიულ დოზებში. ასეთია ცნობილი ტამიფლუ. თუმცა, მათი დანიშვნა ხდება მხოლოდ მძიმე შემთხვევებში, მკაცრი ჩვენებით და მხოლოდ თქვენი ექიმის რეკომენდაციით. უნდა გახსოვდეთ, რომ გრიპის დროს არ უნდა გამოვიყენოთ ასპირინის შემცველი და სხვა ოფლმდენი საშუალებები – ისინი, გრიპის დაწყებიდან პირველი 3-5 დღის განმავლობაში, პირდაპირ იწვევენ მის გართულებას, რადგან ამ დროს ხდება სითხის ინტენსიური დაკარგვა და თავს იჩენს ზემოთ აღწერილ მცირე სითხესთან დაკავშირებული გართულებები.

ისეთ რთულ პროცესთან მიმართებაში, როგორიცაა გრიპი, აუცილებელია კომპლექსური მიდგომა, განსაკუთრებით კი, როცა საქმე ეხება „ღორის გრიპის“ ვირუს A-ს (H1N1). გრიპის დროს უნდა შესრულდეს პირველადი დახმარების ყველა რგოლი. დაავადების საბოლოო შედეგი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა სახის პირველადი დახმარება აღმოუჩინეს პაციენტს, რა მოცულობითა და რა ეტაპზე დაიწყეს სპეციფიკური მკურნალობა. მკურნალობის დაგვიანება პირდაპირ მოქმედებს ავადმყოფობის გამოჯანმრთელებაზე, ამიტომ, მაქსიმალურად ყურადღებით უნდა ვიყოთ და გრიპისთვის დამახასიათებელი სიმპტომების გაჩენისთანავე მივიღოთ შესაბამისი ზომები.


скачать dle 11.3