კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შეიძლება თუ არა, ადამიანმა წინასწარ განსაზღვროს, რა იქნება მისი მსჯავრი ან რისთვის იქნება ის შეწყალებული


ათობით, ათასობით ეკლესია დგას მსოფლიოს ყველა მხარეში და ივსება იმ მრევლით, ვისაც ქრისტეს ღმერთკაცობის სწამს. მილიონობით ადამიანი თაყვანს სცემს უფალს, კითხულობს სახარებას, იცავს მცნებებს. თუმცა, მათი უმეტესობა, შეიძლება, არ იწოდებოდეს ჭეშმარიტ ქრისტიანად. თუ რატომ ამ საკითხის შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი მამა გიორგი (თევდორაშვილი).

– მამაო გიორგი, ვინ შეიძლება იყოს ჭეშმარიტი ქრისტიანი?

– შეიძლება ითქვას, რომ დღეს ქრისტიანები მაინც ცოტანი არიან ამქვეყანად, უფრო ნაკლები, ვიდრე ეს შეგვიძლია, წარმოვიდგინოთ. ყველანი უღირსნი ვართ ქრისტიანის წოდებისა და არ შეგვიძლია, გარკვეულწილად ვთქვათ, თუ ვინ აღმოჩნდება ქრისტიანი ბოლო სამსჯავროზე. მოდი, გავარკვიოთ, რას ნიშნავს ცნება „ქრისტიანი“, ნიშნავს თუ არა ის ადამიანს, რომელიც იესო ქრისტეს ღმერთკაცად აღიარებს, თუ, რაღაც უფრო მეტს. განსხვავება მაღიარებლებსა და არამაღიარებლებს შორის, შეიძლება არც კი არსებობდეს, რამეთუ ამის თქმაც კი შემზარავია. ეშმაკებსაც კი არ ძალუძთ თავი აარიდონ ღმრთის ძის აღიარებას. „სწამთ და ძრწიან“ – ამბობს მათზე იაკობ მოციქული. მარკოზის სახარებაში კი უწმიდური სულები აღიარებდნენ იესო ქრისტეს ღმრთის ძედ, ხოლო „საქმე მოციქულთაში“ მოთხრობილია, თუ როგორ აღიარეს ბოროტმა სულებმა ქრისტეს მოციქულთა სახელები, როდესაც თავს დაესხნენ მღვდელმთავარ სკევას შვილებს. სატანამ კარგად იცის წმიდა წერილი, ჩვენ ეს უფლის გამოცდის მაგალითზე ვიხილეთ; იმ ხალხმაც ძალიან კარგად იცოდა წმიდა წერილი, ვინც ქრისტე ჯვარს აცვა. უამრავი მორწმუნეა, ისეთივე რწმენით რომ სწამთ, ღმრთის სიყვარულის გარეშე და, არ ძრწიან არც ანგელოზებრივი წმიდა სიხარულის და არც დემონური მოსალოდნელი ტანჯვის შიშის ძრწოლით. მონაზვნობა სწორედ ძრწოლაა ღმრთის წინაშე, ანგელოზებრივი, წმიდა ძრწოლა გულისა და სულისა.

– ყველა ქრისტიანს ხომ შეიძლება ჰქონდეს ეს ძრწოლა?

– რა თქმა უნდა. ამიტომაც, ყველას შეუძლია, იყოს მონაზონი თავის გულში. ეს კარგად ჩანს წმიდანთა ცხოვრებაში საეკლესიო ისტორიიდან. დავით წინასწარმეტყველს არაერთი ცოლი ჰყავდა, მაგრამ მონაზონი იყო, ღვთის ძრწოლა გააჩნდა და, თანაც ისეთი, რომ მეუდაბნოეთა ყველაზე საყვარელი მოძღვარი გახდა, უდიდესი ბერი მთელი სამონაზვნოსთვის – „განმზადებული არს გული ჩემი შენდამი, ღმერთო, განმზადებული არს გული ჩემი“ (ფს.56,7). მოციქულ პეტრეს ცოლი ჰყავდა, მაგრამ მონაზონი იყო, ის სვეტია მონაზვნობის. მათ, ვისაც ზეციური ცხოვრება ენატრება, მათთვის სამი გზა არსებობს: გზა შავი მონაზვნობისა – შემოსვა სამოსელით, რომელიც არის ამა სოფლის გარეგნული გამოცალკევება; თეთრი მონაზვნობის გზა – მხოლოდ საკუთარი გულის შემოსვაა ამ გამოცალკევების სამოსელით, ყველა სხვა ადამიანის ცხოვრებისეული ფორმის შენარჩუნებით და, ბოლოს, მესამე – ჩამოშორება ეკლესიის ერთიანობისგან, მისგან გამოყოფა ამა თუ იმ საბაბით – გზა ნაკლები სიყვარულისა სულიერი ძიების მიმართ და, ესე იგი, ღმერთის მიმართაც. თვით უფალმა საკუთარ ყოვლადწმიდა ხატებაში დაამკვიდრა თავისი ერთგულების ეს გზები, მან თავად შეითვისა ისინი გულში, ღვინოსაც იღებდა და ჭამდა იმას, რასაც სხვები ჭამდნენ. მოციქულები უკვე იყვნენ წმიდა თეთრი მონაზვნები: პეტრე მოციქული – ცოლიანი და პავლე მოციქული – უცოლო. თუ ადამიანები თეთრმონაზვნური მორჩილებით უფალ იესო ქრისტეს შევუდგებით, ეს იქნება წმიდა და სრულფასოვანი მოპოვება საკუთარი თავისა; მისი ჭეშმარიტი ღირებულების გაცნობიერება კი მხოლოდ საკუთარი სიგლახაკის სიღრმისეულ განცდაშია შესაძლებელი, ხორციელი ცხოვრების, ხორციელი ზრახვების მარცვალი კვდება და აღმოცენდება სულის მრავალმარცვლოვანი ახალი თავთავი. ამას კი თავად იესო ქრისტე აკეთებს, ჩვენი მხრიდან მხოლოდ სიყვარულის ნაპერწკალია საჭირო.

საერთოდ, მონაზვნობა არის მართლმადიდებლური ქრისტიანობა, მათლმადიდებლობა კი – ეს არის ცხოვრების მოწყობისა და რწმენის ზუსტი შესაბამისობა ადამიანსა და შემოქმედს შორის დადებულ ახალ აღთქმასთან – სახარებისეულ გამოცხადებასთან. წმიდანებისგან შემდგარ ეკლესიასთან ურთიერთობა, მიწაზე ცოდვით დამძიმებული ადამიანების ეკლესიისთვის ლოცვა – ეს ყველაფერი გამოცხადებაა. ეს ნათლად მეტყველებს ადამიანების სულების ნათესაობაზე, ქმნილებათა ერთიანობით ჩვენს ორგანულ კავშირზე. ეს შეკავშირება ჩვენ მთელი სისავსით უნდა განვიცადოთ და გავაცნობიეროთ. ის გაცხადებულია სახარებაში და მოცემულია როგორც გაკვეთილი დროებით ცხოვრებაში.

ღმერთის წინაშე ძრწოლა – სიწმიდის წითელი ზოლია, რომელიც გადის ზღვებზე, უდაბნოზე, ქალაქებზე, სოფლებსა და ტყეებზე. ის აერთიანებს მიწაზე შემოქმედისადმი ქრისტეს ჭეშმარიტ, მართლმადიდებელი ეკლესიის გულების ერთ უხილავ, მაგრამ თანხმობრივი სიყვარულის მგალობელ გუნდად. ამ გუნდში ჭეშმარიტი მონაზვნისა ჭეშმარიტი ქრისტიანების ხმებს შორის მხოლოდ ის განსხვავებაა, რომ მონაზონი მთელი მიწიერი ეკლესიის წინაშე ამოწმებს სახარებისადმი საკუთარ მორჩილებას, ქრისტიანი კი – თავისი საიდუმლო მონანიებით. ჭეშმარიტი ქრისტიანობა – წმიდა მართლმადიდებელი ეკლესია – ერთი მთლიანობაა. მას მრავალი ფორმა აქვს, მრავალი წესდება და სამოსელი საკუთარი ერისთვის. ეკლესიას მრავალი სავანე გააჩნია, მაგრამ სასუფეველი – ერთი. ყოველი სული ერთმანეთისგან განსხვავდება სახით, რამეთუ სახე სულის განუმეორებელი ხატებაა, მაგრამ ყოველი მათგანი ღმერთიდან გამოვიდა და მასთან მიდის სამსჯავროზე. ერთია სჯული, ერთია სიყვარული, ერთია მეუფება, ერთია მეუფე და ერთი ძრწოლა გულში. ძრწოლა რწმენისა, მშვიდი სასოებისა, გონებისა, სიცხადისა, მეცნიერებისა და ძალისა.

– მამაო, შეიძლება, ადამიანმა წინასწარ განსაზღვროს, რა იქნება მისი მსჯავრი, ან რისთვის იქნება ის შეწყალებული?

– მსჯავრი ზუსტად სახარების მიხედვით წარიმართება. სახარების ნათელი სიტყვებით, ჩვენ წინასწარ შეგვიძლია, განვჭვრიტოთ, რისთვის ვიქნებით მსჯავრდებულები და როგორ შეიძლება შეწყალებულნი ვიყოთ შემწყალებლის, ანუ უფლის სიყვარულით. ჩვენი შეწყალება, ჩვენი მარადიული ცხოვრება, შემოქმედის წინაშე კეთილკრძალულ ძრწოლაშია. შიში – არ შევცოდო, შიში – არ შეურაცხვყო სიყვარული, მოყვასი, საკუთარი თავი – ეს ადამიანს საკუთარი ცხოვრების გაკონტროლებასა და უფლის მცნებების დაცვაში ეხმარება. ის მცირე ძრწოლა, რომელსაც ადამიანი განიცდის, არის მარცვალი მეორედ შობისა, რაზეც მაცხოვარი ნიკოდიმოსთან საუბრობდა და რომლის გარეშეც ვერავინ შევა სასუფეველში. სიყვარული ძრწოლაა საღმრთო ნათლის მიმართ, ეს ის საქორწილო სამოსელია, ურომლისოდაც სასუფეველში შესვლა შეუძლებელია. სულის სისუფთავე ადამიანს წინმავალ ცხოვრებაში უწყვეტი ლოცვით განწმედისა და განმტკიცებისკენ მოუწოდებს. ეს პრაქტიკა სულს აცოცხლებს, კვებავს, ანათლებს, ხვეწს, წმენდს ბოროტისგან, ბნელი ძალებისგან. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, განიკურნოს, თუ ის ეკლესიის წიაღში ცხოვრობს, ლოცულობს, მიუტევებს სხვებს ცოდვებს, თავადაც შეინანიებს, ამას კი უფალი ყოველთვის შეისმენს და სამსჯავროზე ჩვენს სულებს შეიწყალებს.


скачать dle 11.3