კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ბინის რომელ ნაწილში უყვართ ყველაზე მეტად ყოფნა ლიკა ორჯონიკიძესა და ირაკლი ორდენიძეს


მას შემდეგ რაც ლიკა ორჯონიკიძემ და ირაკლი ორდენიძემ ხელი ოფიციალურად მოაწერეს, მარტო გადავიდნენ საცხოვრებლად ახლად აშენებულ ბინაში. თუმცა, სანამ იქ გადავიდოდნენ, ხშირად უწევდათ ბინის მონახულება და საკუთარ გემოზე მოწყობა. შესაბამისად, ახალ სახლს ძალიან მალე შეეგუვნენ.

ლიკა ორჯონიკიძე: საკმაოდ მყუდრო ბინაა, ამიტომ, ძალიან იოლად შევეგუეთ აქ ცხოვრებას. თუმცა, პირველ ღამეს, ცოტა არ იყოს, მეშინოდა ახალი აშენებულია და ბევრი ხალხი არ ცხოვრობს, თან, ირაკლი ისეთ რამეებს მიყვებოდა, რომ, დამშვიდების მაგივრად, უფრო შემაშინა. მე და ირაკლის განსაკუთრებით მისაღებ ოთახში გვიყვარს ყოფნა, ჩვენი მეგობრებიც ამ ოთახში იკრიბებიან ხოლმე. საკმაოდ მყუდროა, კომფორტული, ტელევიზორიც აქ დგას, შემიძლია, დივანზე წამოვწვე და მთელი დღის განმავლობაში ამ ოთახში გავატარო დრო. თან ყოველდღე სტუმრები გვყავს, არ მიყვარს მარტოობა. ჩემს სახლში ყოველთვის სტუმრიანობა იყო, ამიტომ ხალხმრავლობას მიჩვეული ვარ. როცა მარტო ვარ, თავს ცუდად ვგრძნობ.

ახალდაქორწინებული წყვილის ბინა მართლაც კომფორტულია. ჰოლი, თავისი პატარა კედლის ბრებით, ძალიან წააგავს ძველი თბილისის, ქუჩის მონაკვეთს სამზარეულოც, მისაღების ოთახიც, საძინებელიც და აბაზანაც მყუდროდ და გემოვნებით არის მოწყობილი.

ლიკა: სანამ გავთხოვდებოდი, ბევრი კერძის მომზადება არ ვიცოდი, მაგრამ ახლა ვცდილობ, რაღაცეები ვისწავლო. რამდენჯერმე პიცა გავაკეთე, ძალიან უყვარს ირაკლის, გულ-ღვიძლიც შევწვი, ჟულიენსაც ვაკეთებ. ირაკლისაც ძალიან უყვარს საჭმლის მომზადება, მეხმარება ხოლმე და ყოველ დილით თვითონ მიმზადებს ჩაის, ბუტერბროდებს.

– ინტერიერში როგორ ფერებს ანიჭებ უპირატესობას, თქვენი ბინა ძირითადად ღია ფერებშია მოწყობილი?

– თბილი ფერები მიყვარს, არ მომწონს, როდესაც ყველა ოთახი სხვადასხვა ფერია. ბოლო დროს ძალიან მომწონს ძველებური ელემენტებით, მაგალითად ტორშერით, ბალიშებით გალამაზებული ოთახები. ანუ, თანამედროვედ მოწყობილი, მაგრამ ძველი ნივთებით სიმყუდროვემიცემული ბინა, ძველებური სარკით. უფრო დიდ სახლში რომ გადავალთ, რომელიც შენების პროცესშია, აუცილებლად გავაკეთებ შავ-თეთრ აბაზანას, რომელსაც ჩუქურთმებიანი და ორნამენტებიანი სარკე ექნება.

– როგორი ავეჯი მოგწონს?

– თანამედროვე, ძველებური ელემენტებით. ახალი სახლის გარემონტებაში აუცილებლად მივიღებ მონაწილეობას, შეიძლება, გავაკეთო ღია ნარინჯისფერი კედლები და შავი ფერის ავეჯი დავდგა. ჩემი და ირაკლის გემოვნება ყველაფერში ემთხვევა: ჭამაში, ჩაცმულობაში, ბინის დიზაინშიც კი. ეს ბინაც ორივეს მოგვეწონა, ძალიან ნათელია, თბილი და არა დამღლელი. ავეჯიც ერთად ვიყიდეთ, ოთახის ფერებს შევუხამეთ. საძინებელიც ძალიან კარგი, მყუდროა და სააბაზანოც, მიუხედავად იმისა, რომ დიდი სახლები მომწონს, ეს ბინა ორი ადამიანისთვის ძალიან კომფორტულია.


скачать dle 11.3