კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა გამოუგზავნა ინდოეთის მეფემ ელენე ოთარაშვილის შვილს თბილისში და როგორ ჰბაძავდა ის შოთა რუსთაველს


ჯგუფ „რონდოს“ ერთ-ერთი წევრის, ელენე ოთარაშვილის უფროსი შვილი, ნიკოლოზი, ძალიან აქტიური და ყოჩაღი ბიჭია. ნიკოლოზს ძალიან მრავალფეროვანი ინტერესთა სამყარო და გატაცებები აქვს. უსასრულობამდეც ითვლის, კოსმოსსაც იკვლევს და მსოფლიო რუკასაც სწავლობს. მას უკვე რამდენიმე კოლექციაც აქვს. ძველისძველი ფულების გარდა, ძვირფას თვლებსა და ქვებს აგროვებს, მის „საგანძურში“ არის ალმასიც, რომელსაც ვაკის პარკში მიაგნო. მოკლედ, პატარა ნიკოლოზი ძალიან საინტერესო და უცნაური კოლექციონერიც არის.


– მე ვარ ნიკოლოზ სულაძე, 5 წლის ვარ და ჯერ სკოლაში არ დავდივარ, ვის გაუგონია, რომ 5 წლის ბავშვები სკოლაში დადიოდნენ? რაღაც კანონი ყოფილა, რომ თურმე არ შეიძლება, ეგ კანონი რომ არ იყოს წავიდოდი სკოლაში. ვინც 2 წლის ბავშვებისთვის ეგ კანონი მოიგონა, ცუდი კაცი იქნება. ნაწყენი და გაბრაზებული ვარ მაგ კაცზე.

– ძალიან გინდა სკოლაში სიარული?

– დიახ, მინდოდა, მაგრამ... ყველაფერი ვიცოდი, უსასრულობამდე თვლაც კი, მაგრამ სკოლაში მაინც არ წამიყვანეს. მერე დედას ვუთხარი: რახან სკოლაში არ მივდივართ, სხვა ბაღში მაინც გადამიყვანე-მეთქი. იმ ბაღიდან ჩემი მეგობრები წავიდნენ სკოლაში და ამიტომაც ახალ ბაღში გადავედი. ახალ ბაღში ერთი და იგივე მეგობარი არ მყავს, ხან იმასთან ვარ, ხან – ამასთან. რუსების ბაღია, მუსიკას, ინგლისურს და პუშკინის ლექსებს გვასწავლიან.

– იცი პუშკინი ვინ იყო?

– რუსების ლექსების მწერალი. ჩვენც გვყავდა ერთი ეგეთი ლექსების კაცი, შოთა. სურათებს რომ უღებდნენ, ხელში ეჭირა პასტა, რომელსაც ბუმბულის ბოლო ჰქონდა. მეც მომინდა იმ კაცივით ბუმბულიანი პასტა, დედამ მექათმეს დაავალა, მაგრამ გრძელი ბუმბულები ვერ ჩამოუტანა. მერე ზოოპარკში ვეძებეთ ბუმბულები, მაგრამ თურმე იქაურ ქათმებსაც არ სძვრებათ ბუმბულები. ბოლოს მამიკომ მიშოვა ინდიელების ბუმბული და შოთასნაირი პასტა გამიკეთა.

– რას წერ იმ პასტით?

– ვხატავ. ხატვა ყველაზე ძალიან მიყვარს. ჩემს ბაღში ამერიკელი და ყაზახი ბავშვები დადიან, რაღაცნაირად ხატავენ, მე უფრო მაგრად ვხატავ. საერთოდ, ეტყობა იმ ყაზახებს თავის ქვეყანაში ბაღი არა აქვთ და ჩვენთან იმიტომ ჩამოვიდნენ. ჩვენი ქვეყანა ყველაზე ლამაზია და ყველა აქ მოდის.

– შენ არ გინდა სხვაგან წასვლა?

– მინდა, ოღონდ ცოტა ხნით. უნდა წავიდე საფრანგეთში და ვნახო დისნეილენდი და ეიფელის კოშკი. დედიკო შემპირდა და ამისრულებს. კიდევ მინდა, ვნახო დინოზავრების შვილები და შვილიშვილები, მე ძალიან მიყვარს წიგნები დინოზავრებზე, პლანეტებზე და ვარსკვლავებზე. ერთხელ თელავში ტელესკოპში ჩავიხედე, მაგრამ არც მთვარე და არც ვარსკვლავები არ მოჩანდა. კახეთში პირველად ვნახე მუზეუმი და რადგან იქ პირველად ვიყავი, მეფის რაღაცეებს ხელიც კი მოვკიდე. ერეკლე მეფე ყველაზე დიდი მეომარი ყოფილა. მე კოსმოსური ხომალდი რომ მქონდეს, ცოტა ხანს რომელიმე პლანეტაზე გავფრინდებოდი, მთელი მსოფლიოს რუკაც კი ზეპირად ვიცი. ახლა გადავედი დინოზავრებზე.

– ახლა დინოზავრები სად არიან?

– ქართველი დინოზავრები აღარ არსებობენ, იცი რა მოუვიდათ? ვულკანი ამოვიდა, მერე აცივდა და მოკვდნენ. დინოზავრები აღარც სხვა ქვეყნებში აღარ არიან, მაგრამ იქ არიან იმათი შვილები და შვილიშვილები – გველები, ხვლიკები, კუები. ყველაზე საშიშია ტირანოზავრი, ყველაზე კეთილი – დიპლოტოტი. მე მინდა, ისეთი სამსახური მქონდეს, რომ ცხოველები დავხატო.

– დედასავით მომღერალი არ გინდა, რომ იყო?

– არაა... მიყვარს მუსიკა, მაგრამ მომღერალი არასდროს გამოვალ. ცნობილი ისეც კი შეიძლება, რომ გახდე. მე რომ დავიბადე, დედიკო სულ ვივალდსა და მოცარტს მასმენინებდა, ახლა მიყვარს პახელბერი. ხანდახან ვხდები ხოლმე დირიჟორი, ჩავრთავ მუსიკას და ვითომ ჯოხს ვიქნევ, სინამდვილეში ფუნჯი, ფანქარი ან ფლომასტერი მაქვს. მხოლოდ პულტი არა მაქვს ხოლმე, თორემ რიტმის აყოლა და დირიჟორობა ადვილია. ზუსტად ისე ვუკრავ, როგორც ვივალდი, თუ ვინმეს უნდა ვასწავლი..

– დედიკოს სიმღერები მოგწონს?

– ხო, მომწონს. „საცეკვაო“ ყველაზე კარგია. ბოლეროზე გადაღებულ კლიპში მეც ვარ. წიწილებს ბალახს ვაჭმევ. მე დედიკოს სიმღერაზე მეტად მაგისი სამსახური მომწონს. კომპანიაში მუშაობს, სადაც კომპიუტერისნაირ რაღაცეებს აკეთებენ. მამიკოც მუშაობს, მაგრამ მაგას ისეთი სამსახური აქვს, თითქმის სულ სახლიდან მუშაობს. ესეთი სამსახური კარგია, არც პრეზიდენტივით ცნობილი ხარ, მაგრამ მაინც კარგია.

– შენ არ გინდა, რომ პრეზიდენტი ან პოლიტიკოსი იყო?

– არაა... პრეზიდენტობა ძალიან ძნელი იქნება. მინისტრობაც. მე ერთხელ ვიყავი ფინანსთა მინისტრი, ბაღში დავდგით თეატრი, მასწავლებელმა დამავალა, რომ მინისტრი მე ვყოფილიყავი, მე მეკეთა ჰალსტუხი და შავი ჩემოდანი მეჭირა, ნამდვილ მინისტრს ვგავდი.

– ჩანთაში რა გეწყო?

– მე არაფერი, მაგრამ მინისტრებს ფულები უწყვიათ. ყველაზე მეტი ფული ფინანსთა მინისტრს ექნება ჩემოდანში. მე მირჩევნია, რომ ვიყო ფინეთის ფინანსთა მინისტრი, რადგან ის დიდი ქვეყანაა და უფრო ბევრი ფული აქვთ. თან სტამბას გავაკეთებ და რამდენ ფულსაც მინდა, იმდენს დავბეჭდავ ჩემთვის. ახლა ცოტა ფული მეც მაქვს, დაბადების დღეებზე მჩუქნიან ხოლმე. იმ ფულით ქართული სალამური უნდა ვიყიდო. მე ძველი ფულებიც მაქვს. ძველისძველი ფულებია, სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოტანილი. ზოგი მეფის ფულიც კია, იცი რომელი მეფის? – ინდოეთის. ერთი ფული მე მგონი, თვითონ მეფემ გამომიგზავნა თბილისში. დედა და მამა აგროვებდნენ და მერე მე მაჩუქეს, მე ბრილიანტები, ფირუზები, ლალები და ალმასებიც მაქვს.

– ნამდვილი?

– ხო, აბა? ბებიამ მითხრა, ხელოვნურიაო, მაგრამ ასე არაა. ერთი ალმასი ვაკის პარკშიც კი ვიპოვე. თვლები და ქვები მიყვარს და დედა ყიდულობს ხოლმე ჩემთვის.

– ხომ კარგად ინახავ, რომ ქურდებმა არ მოგპარონ?

– მაგრად მაქვს დამალული, ბანდიტები ვერ მიაგნებენ, ყველაფერი ჟელიბონის ყუთში მილაგია....


скачать dle 11.3