კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ დაიწყო გიორგი კოდუას და მისი მეუღლის რომანი


სულ ცოტა ხნის წინ „სოდის“ უფროსი ირაკლი კოდუა ბაბუა გახდა, ამის შესახებ ინფორმაციას ჩვენს ჟურნალშიც წაიკითხავდით. მას შემდეგ, რაც ბავშვის დაბადებიდან ორმოცი დღე გავიდა და პატარა ირაკლი ნათლობის საიდუმლოებას ეზიარა, ახალგაზრდა წყვილს, გიორგი კოდუას, რომელიც საქართველოში უკვე ცნობილი მრბოლელია და მის მშვენიერ მეუღლეს – ელენე იოსელიანს სახლში ვესტუმრეთ. ბავშვის დაბადება და მისი ნათლობა მივულოცეთ. გიორგიმ და ელენემ ექსკლუზიურად „თბილისელების“ მკითხველისთვის მათი რომანის დასაწყისიც გაიხსენეს.


გიორგი: ერთმანეთი ჩვეულებრივად, მეგობრების წრეში გავიცანით. უფრო სწორად, მე მომწონდა და იმდენი მოვახერხე, გავიცანი და აქედან დაიწყო ჩვენი ურთიერთობა. ეს ამბავი დაახლოებით, წელიწად-ნახევრის წინ იყო.

ელენე: მაგრამ ეს არასდროს უთქვამს. საერთოდ, ძალიან ცოტას ლაპარაკობს, მაგრამ მის დამოკიდებულებას ქცევებით ვხვდებოდი, ძალიან თბილია გიორგი. აღარ იყო საჭირო ზედმეტი სიტყვები.

– ანუ სიყვარული არ აგიხსნია?

გიორგი: არა, სიყვარული არასდროს ამიხსნია, რა სისულელეა. მგონია, ამ დროს ძალიან სასაცილო ხარ, პირიქით, რაც უფრო ცოტას ამბობ და მეტს აკეთებ, ჯობია. სანამ გავიცნობდი, მანამდე მესიჯები არ მიგზავნია, მასეთ დონეზე არ „დავვარდნილვარ“, მაგრამ მერე იყო მესიჯებიც, საჩუქრებიც და ყველაფერი.

გაცნობიდან დაახლოებით, ორი თვის მერე შეყვარებულები „გავიჩითეთ“. (იცინის) ზედმეტი ლაპარაკი რა საჭიროა, ისედაც თავისთავად ხდება ყველაფერი.

– როგორ მიხვედით იქამდე, რომ უნდა დაქორწინებულიყავით, მიუხედავად იმისა, რომ ასაკით ძალიან პატარები იყავით?

ელენე: ძალიან ჩვეულებრივი დღე იყო, საერთოდ არასდროს გვილაპარაკია ქორწილსა და ასეთ თემებზე. იმ პერიოდში ჩვენი მეგობრები გაიპარნენ და ჩვენც გამოდის, მათ მივბაძეთ. ბევრი მეგობარი ვიყავით სადღაც და ყველანი ერთად გავიპარეთ. (იცინის).

გიორგი: არ ვაპირებდით გაპარვას, ელენეს ოჯახშიც მიცნობდნენ და ჩემებიც გადასარევად იცნობდნენ მას, უბრალოდ, ასე მოულოდნელად მოხდა, მოგვინდა და გავიპარეთ.

– როგორი ქმარია გიორგი?

ელენე: მართლა იდეალური, არ მეგონა, თუ ასეთი კარგი ქმარი აღმოჩნდებოდა, მაინც ჩვენი ასაკის გამო. ყველა გოგოს წარმოუდგენია, ალბათ, როგორი ქმარი ეყოლება. გიორგი ძალიან მაგარი ქმარია, ვერ ვგრძნობ, რომ უკვე ცოლ-ქმარი ვართ და ჩვენ ურთიერთობაში რამე შეიცვალა. პირიქით, შეყვარებულობის პერიოდი გრძელდება, ზუსტად ისევე ვართ, როგორც მაშინ, უბრალოდ, ბავშვი გვყავს.

– ბავშვმა რა შეცვალა თქვენს ცხოვრებაში, გაცნობიერებული გქონდათ ის მომენტი, რომ უკვე დედა და მამა იქნებოდით?

– კარგად ამ ყველაფერს ახლაც ვერ ვაცნობიერებთ. დედობა ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, რომელსაც ნელ-ნელა ვაცნობიერებ. მიუხედავად იმისა, რომ მართლა გვეხმარებიან ბავშვის გაზრდაში, მაინც მე და გიორგი ვზრდით. ძალიან მსიამოვნებს ყველა ის საქმე, რაც ბავშვს სჭირდება.

– ესე იგი, გიორგიც იღებს აქტიურ მონაწილეობას ბავშვის აღზრდაში.

– რას ამბობთ?! მთავარ როლშია. მართლა, არ მეგონა, თუ ასეთი ტიპი იქნებოდა, რაღაცეებს აუთოვებს ხოლმე, მაგარი მეოჯახე აღმოჩნდა. პირველივე დღიდან, არ ყოფილა ისეთი მომენტი, ბავშვის ხელში აყვანა შეშინებოდა, რამე ვერ მოეხერხებინა.

– გიორგის საქმიანობას როგორ უყურებ?

– სამწუხაროდ, არ დავსწრებივარ შეჯიბრებებს. როდესაც გიორგი ევროპის ეტაპებზე გამოვიდა, ორსულად ვიყავი და მასთან ერთად ვერ წავედი. რა თქმა უნდა, ვნერვიულობ, უამრავ რამეზე ვფიქრობ, მაგრამ, საერთო ჯამში, გიორგიმ ამიხსნა, რომ ეს პროფესია არ არის ისეთი საშიში, როგორც ჩანს. ძალიან მიხარია გიორგის წარმატებები და იმედი მაქვს, ძალიან ბევრს მიაღწევს.

– გართობისთვის დრო გრჩებათ?

გიორგი: მეგობრები სულ ჩვენთან არიან, არ არის ამის პრობლემა და არც მაქვს იმ ტიპის გართობის ნოსტალგია, რომელსაც გულისხმობდი. აღარ მომწონს კლუბები და ამბები, პირიქით, ამისგან ვისვენებთ.

ელენე: მე არ ვარ ასე, რომ კლუბები და ამ ტიპის გართობა მეზიზღებოდეს, მაგრამ რომ გითხრა, ძალიან მინდა და ამის გარეშე ვერ ვითმენ-მეთქი, არა.

– ჯერ უმცროსი ძმა შეგეძინა, ძალიან მალე შვილიც. მომიყევი, ეს როგორი განცდა იყო?

გიორგი: ძალიან მაგარი. ისინი ერთად გაიზრდებიან. ერთ სკოლაში მივიყვანთ, სპორტზეც ერთად ივლიან. დარწმუნებული ვარ მის გაზრდაში სერიოზულ მონაწილეობას მივიღებ. რა, ასე არ უნდა იყოს?!

– „ნანიკოს შოუს“ თუ უყურებ?

– რა თქმა უნდა. სულ ვუყურებ, არც ერთი გადაცემა არ გამიცდენია, ძალიან მაგარია. ისე, გაგიმხელთ, რომ „ვა-ბანკში“ მინდა, მონაწილეობის მიღება, რატომღაც დარწმუნებული ვარ, რომ მოვიგებ.

– პატარა როდის მონათლეთ?

– გასულ კვირას, ზუსტად ორმოცი დღის იყო.

ელენე: ბავშვის ნათლიები არიან მამა თეიმურაზი, ჩვენი მოძღვარი და მეგობრები, სულ შვიდი ნათლია ჰყავს.

– მეორე შვილისთვის მეგობრები დარჩნენ?

– კი, ძალიან ბევრი არიან რეზერვში. პატარა ძალიან კარგად მოიქცა ნათლობაზე, საერთოდ არ უტირია. მერე ეს ამბავი, რა თქმა უნდა, აღვნიშნეთ. უბრალოდ, გიორგიმ ისე დაათრო ყველა, რომ ვერ გავერთეთ. სულ ყანწებით ასვა ხალხს სადღეგრძელოები, ყველა ცუდად იყო.

გიორგი: ხანდახან ხომ კარგია ყანწებით ქეიფი.

– ბევრი შვილის ყოლას აპირებთ?

– ჯერ არა, მაგრამ მომავალში, რა თქმა უნდა. ჩვენ ბევრნი ვართ და ვიცი, რა მაგარია და-ძმების ყოლა.


скачать dle 11.3